Back

ⓘ შუახმელეთის ისტორია



                                     

ⓘ შუახმელეთის ისტორია

შუახმელეთის ისტორია - ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ხელნაწერების კრებული, გამოცემული მისი შვილის, კრისტოფერ ტოლკინის მიერ, 1983-1996 წლებში. სერია შედგება 12 ტომისგან, სადაც შეტანილია როგორც მკითხველისათის უკვე ნაცნობი, ასევე უცნობი მასალა - ძირითადად, პირვანდელი სახის მქონე კონცეფციები. ტომებს თან ახლავს ვრცელი კომენტარები, ანალიზი, ამა თუ იმ აბზაცის განხილვა. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ სხვადასხვა ინგლისურ ბიბლიოთეკაში დღემდე ინახება ხელნაწერები, რომელთა შინაარსი ბევრმა არც იცის.

სერიის პირველი ხუთი წიგნი მიმოიხილავს "სილმარილიონის" და მასთან დაკავშირებული მოვლენების ფაქტებს. შემდეგი ოთხი წიგნი ეხება ბეჭდის ომის მოვლენებს. მეცხრე წიგნში განხილულია ნუმენორის კუნძული. მეათე და მეთერთმეტე ტომები კვლავ უბრუნდება "სილმარილიონის" მასალას. მეთორმეტე ტომში წარმოდგენილია ინფორმაცია, თუ როგორ იქნა შედგენილი "ბეჭდების მბრძანებლის" დამატებითი თავები.

                                     

1. წიგნები

  • "მორგოთის ბეჭედი" "გვიანი სილმარილიონი" ტომი 1 1993
  • "ძვირფასი ქვების ომი" "გვიანი სილმარილიონი" ტომი 2 1994
  • "დამარცხებული საურონი" "ბეჭდების მბრძანებლის ისტორია" ტომი 4 1992
  • "დაკარგული მოთხრობების წიგნი 1" 1983
  • "ბალადები ბელერიანდზე" 1985
  • "შუახმელეთის ხალხები" 1996
  • "დაკარგული მოთხრობების წიგნი 2" 1984
  • "დაკარგული გზა და სხვა ნაწერები" 1987
  • "იზენგარდის ღალატი" "ბეჭდების მბრძანებლის ისტორია" ტომი.2 1989
  • "წყვდიადის დაბრუნება" "ბეჭდების მბრძანებლის ისტორია" ტომი.1 1988
  • "შუახმელეთის მოწყობა" 1986
  • "ბეჭდის ომი" "ბეჭდების მბრძანებლის ისტორია" ტომი.3 1990

2002 წელს აგრეთვე გამოვიდა წიგნი-სარჩევი "შუახმელეთის ისტორია: სარჩევი".

IX ტომის შემოკლებული ვერსია აგრეთვე გამოვიდა წიგნის მესამე ეპოქის დასასრული სახით.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →