Back

ⓘ ისტორია




                                               

გამოძიების ფედერალური ბიურო

გამოძიების ფედერალური ბიურო - აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უწყება. ექვემდებარება გენერალურ პროკურორს. დაარსდა 1908 წელს. შედის ამერიკის სადაზვერვო სამმართველოს შემადგენლობაში. აქვს უფლება გამოიძიოს ფედერალური კანონის დარღვევები, პასუხს აგებს ქვეყნის, ერისა და პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე. 2013 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით FBI-ში მუშაობს 35 902 ადამიანი. მათგან - 13 785 "სპეციალური აგენტია" და 22 117 მომსახურე პერსონალი: ანალიტიკოსები, ლინგვისტები, IT-სპეციალისტები და სხვ. მისი პირველი დირექტორი იყო ედგარ ჰუვერი.

                                               

აბულასანი

აბულასანი - XII საუკუნის მიწურულს საქართველოს სამეფოს დიდი მოხელე, ერისთავთერისთავი, ამირთამირა, თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი. აბულასანის რჩევით თამარის ქმრად მოიყვანეს ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური. იურის განდევნის შემდეგ აბულასანი თამარმა შერისხა, ჩამოართვა მეჭურჭლეთუხუცესობა და რუსთავი. ამის შემდეგ ისტორიულ წყაროებში აღარ იხსენიება.

                                               

ებრაელების ისტორია ესტონეთში

ებრაელების ისტორია ესტონეთში – იწყება XIV საუკუნიდან დღევანდელ ესტონეთში მას შემდეგ რაც ებრაელები იქ დასახლდნენ. მე -19 საუკუნეში ებრაელების აქტიური დასახლება დაიწყო ესტონეთში, განსაკუთრებით 1835 წელს რუსეთის მეფის ალექსანდრე მეორის წესდების თანახმად, ებრაელებს შეეძლოთ პალეტის მიღმა დასახლებულიყვნენ. ამ ჩამოსახლებულებმა დააარსეს პირველი ებრაული თემები და კრებები ესტონეთში. ტალინის თემი, ყველაზე დიდი იყო ესტონეთში, დაარსდა 1830 წელს. ტარტუს თემი დაარსდა 1866 წელს, როდესაც პირველი ორმოცდაათი ოჯახი დასახლდა იქ. აშენდა სინაგოგები, ყველაზე დიდი აშენდა ტალინში 1883 წელწ, ხოლო ტარტუში 1901 წელს. ...

                                               

გიორგაძეები

გიორგაძეები - ქართული გვარი. საქართველოში ცხოვრობს 14 193 გიორგაძე. ნაწარმოებია საკუთარი სახელისაგან "გიორგი". გვარი გავრცელებულია იმერეთში. 2008 წლის მონაცემებით იმერეთის სამ ყველაზე გავრცელებულ გვარს შორისაა. ამავე წლის მონაცემებით გვარი შედის თბილისის შვიდ ყველაზე გავრცელებულ გვარს შორის. 1997 წლის მონაცემებით გვარი საქართველოში გავრცელების მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებდა. გვარი გავრცელებულია არგვეთაში, ბზვანში, ვაკისუბანში, ვანში, ზედა საზანოში, ზოდში, კლდეეთში, კურსებში, მანდიკორში, მირონწმინდაში, გომმუხაყრუაში, რუფოთში, საჯავახოში, სვირში, სიმონეთში, სპეთში, ტობანიერში, ქუთაისში, ღარ ...

                                               

სხვა შუადღე

"სხვა შუადღე" - თოქ-შოუ, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს 12:30-დან 14:00-მდე გადის ეთერში. გადაცემა მრავალფეროვანია და მასში განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს. გადაცემის ყოველდღიური წამყვანები არიან: თიკა ფაცაცია, გვანცა დარასელია და სოფიკო ნარჩემაშვილი.

ისტორია
                                     

ⓘ ისტორია

ისტორია - ისტორიას შეიძლება ჰქონდეს ორი ძირითადი განსაზღვრება:

1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; მაგ., სამყაროს შექმნის ისტორია, ცალკეულ მეცნიერებათა – ფიზიკის, მათემატიკის, სამართლის ისტორია და ა. შ.

2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა საზოგადოების წარსულს მთელი მისი კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით. საზოგადოების ისტორია პროცესებისა და მოვლენების, ცალკეულ ინდივიდთა, ადამიანთა კოლექტივების, მთელი კაცობრიობის კონკრეტული და მრავალმხრივი მოქმედებისა და საქციელის ერთიანობაა.

ისტორია არის ცოდნის სფერო, რომელიც შედგება მეცნიერების ცალკეული დარგებისაგან, დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინებისაგან. ცალკეულ ნაწილთა სპეციალიზაციის ხარისხი სხვადასხვაა, რის გამოც გამოყოფენ რამდენიმე ჯგუფს. პირველ ჯგუფს შეადგენს ისტორიული მეცნიერების ის დარგები, რომელთა ფარგლებში ისტორიკოსები საზოგადოების ისტორიას შეისწავლიან მთლიანად ან ნაწილების მიხედვით. ისტორიას სწავლობენ ფორმაციებისა და ეპოქების, კომპლექსური პრობლემების მიხედვით, სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპით, გარდა ამისა ცალკე შეისწავლიან ადამიანთა ისტორიის სხვადასხვა მხარესა და მოვლენას. პირველ შემთხვევაში მსოფლიო ისტორიაში გამოიყოფა: პირველყოფილი საზოგადოების ისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი ისტორია და უახლესი ისტორია.

სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპის მიხედვით გამოიყოფა: დიდი, ერთმანეთთან ისტორიულად დაკავშირებული რაიონების რეგიონალური ისტორია და ცალკეული ქვეყნებისა და ხალხების ისტორია. მეორე ჯგუფს ქმნის დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინები: წყაროთმცოდნეობა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ისტორიული მეტროლოგია, სფრაგისტიკა, გენეალოგია, ჰერალდიკა, ნუმიზმატიკა. დამოუკიდებელ ადგილს იკავებს ორი სპეციალიზებული ისტორიული მეცნიერება არქეოლოგია და ეთნოგრაფია.

                                     

1. ისტორიულ მეცნიერებათა სისტემა

  • ისტორიის დარგები
არქეოლოგია - არქივთმცოდნეობა - ბონისტიკა - გენეალოგია - დიპლომატიკა - ეთნოგრაფია - ეთნოლოგია - ეპიგრაფიკა - ეპისტოლოგრაფია - ვექსილოლოგია - ისტორიული ანთროპოლოგია - ისტორიული ბიბლიოგრაფია - ისტორიული დემოგრაფია - ისტორიული იკონოგრაფია - ისტორიული კარტოგრაფია - ნუმიზმატიკა - პალეოგრაფია - სფრაგისტიკა - ფილიგრანოლოგია - ქრონოლოგია - წყაროთმცოდნეობა - ჰერალდიკა
  • მეცნიერებათაშორისი დისციპლინები
ისტორიული გეოგრაფია - ისტორიული გეოლოგია
                                     

2. ისტორიული მეცნიერების ისტორია

თვითონ ისტორიული მეცნიერება არის ისტორიოგრაფიის შესწავლის საგანი. ამ დისციპლინის ტერმინოლოგიით ისტორია არის მხოლოდ ის, რაც დოკუმენტურად დასტურდება. ამგვარად, ისტორიული მეცნიერება იწყება იმ დროიდან, როცა გამოჩნდა წერილობითი ინფორმაცია.

პირველი მონუმენტური შრომა, რომელშიც აღწერილია კონკრეტული ისტორიული მოვლენები, კერძოდ, ბერძნულ-სპარსული ომები, და მისი თანადროული ქვეყნები და ხალხები, ეკუთვნის ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს კალამს. ამ ნაწარმოებს ერქვა "ისტორია", რაც ძველბერძნულად "აღმოჩენას, გამოკვლევას" ნიშნავს. ამ დამსახურების გამო ციცერონმა ჰეროდოტეს "ისტორიის მამა" უწოდა.

                                     

3. ისტორიის საერთო ცნებები და ტერმინები

  • ისტორიული დროის აღრიცხვა
ახალი წელთაღრიცხვა – ეპოქა – ერა – კალენდარი – პერიოდი – საუკუნე – ძველი წელთაღრიცხვა – წელთაღრიცხვა – ქორონიკონი – ხანა
  • ისტორიული წყაროები
ანალები – მატიანე – ქრონიკა – ხელნაწერი
  • საზოგადოებრივი ფორმაციები
თემური წყობილება – მონათმფლობელობა – ფეოდალიზმი – კაპიტალიზმი – სოციალიზმი – კომუნიზმი
  • სახელმწიფო და საზოგადოება
არმია - აჯანყება - ბრძოლა - დინასტია - ეთნოსი - ზავი - იმპერია - ლაშქარი - ნასახლარი - ნაქალაქარი - ნეკროპოლი - ოკუპაცია - ომი - სამეფო - სამთავრო - სასახლე - სახელმწიფო - ტომთა კავშირი - ტომი - ცივილიზაცია - ხალხი - ხარკი
  • ტიტულები და თანამდებობები
ამირა - აზნაური - ბარონი - გრაფი - ვეზირი - თავადი - იმამი - იმპერატორი - ლორდი - მეფე - პრინცი - რაჯა - სულთანი - ფაშა - შაჰი - ხალიფა - ჰერცოგი - ცარი
                                     

4. გამოჩენილი ისტორიკოსები

ალ-ბირუნი – ბაქრაძე, დიმიტრი - გაბაშვილი, ვალერიან - თაყაიშვილი, ექვთიმე - თუკიდიდე – ინგოროყვა, პავლე - კაკაბაძე, სარგის - ლეონტი მროველი – ტიტუს ლივიუსი – მაკიაველი, ნიკოლო – მესხია, შოთა - მონტესკიე, შარლ ლუი – პლუტარქე – პროკოპი კესარიელი – ჟორდანია, თედო - ტაციტუსი– ტოინბი, არნოლდ – ყაუხჩიშვილი, სიმონ - წერეთელი, ალექსანდრე - წერეთელი, მიხეილ - ჯავახიშვილი, ივანე – ჯანაშია, სიმონ – ჰეკატეოს მილეტელი – ჰეროდოტე
                                     

5. ისტორიების კლასიფიკაცია

ისტორიული ხასიათის ინფორმაციას, მისი უზარმაზარი მოცულობის გამო, ყოფენ მრავალი ასპექტის მიხედვით, როგორებიცაა: რეგიონები და ქვეყნები, კულტურები და ხალხები, მეცნიერების და ტექნოლოგიების დარგები, ქრონოლოგია და თემატიკა და სხვა. შესაბამისად, არსებობს მრავალი სხვადასხვა კლასიფიკაცია, რომლის ერთ-ერთი ნიმუშიც აქ არის წარმოდგენილი.

  • საერთო კლასიფიკაცია
უნივერსალური ისტორია - საზოგადოების ისტორია - ეკონომიკის ისტორია - მეცნიერების ისტორია - ტექნოლოგიის ისტორია - კულტურის ისტორია - ხელოვნების ისტორია - რელიგიის ისტორია – სამხედრო ისტორია

.

  • ანტიკური ხანის ისტორია - 476 წლამდე
  • პრეისტორია - ძვ. წ. 3500 წლამდე
  • შუა საუკუნეების ისტორია - 476 - 1492 წლები
  • უახლესი ისტორია - 1914 - დღემდე
  • პროტოისტორია - ძვ. წ. 1000 წლამდე
  • ქრონოლოგიური კლასიფიკაცია
  • ახალი ისტორია - 1492 - 1914

.

  • რეგიონული კლასიფიკაცია
ავსტრალიის ისტორია - აზიის ისტორია - ამერიკის ისტორია - აფრიკის ისტორია - ევროპის ისტორია - სამხრეთ ამერიკის ისტორია - ჩრდილოეთ ამერიკის ისტორია

.

  • სუბრეგიონული კლასიფიკაცია
არაბული სამყაროს ისტორია - ბალკანეთის ისტორია - კავკასიის ისტორია

.

  • ნაციონალური კლასიფიკაცია
აშშ-ის ისტორია - ბიზანტიის ისტორია - ირანის ისტორია - ოსმალეთის იმპერიის ისტორია - რომის იმპერიის ისტორია - საფრანგეთის ისტორია - საქართველოს ისტორია - სსრ კავშირის ისტორია - ძველი ეგვიპტის ისტორია - ინგლისის ისტორია

.

  • ეთნოკულტურული კლასიფიკაცია
ამერიკანისტიკა - არმენოლოგია - ასირიოლოგია - გერმანისტიკა - ებრაისტიკა - ელინისტიკა - თურქოლოგია - ინდოლოგია - ირანისტიკა - რუსისტიკა - სინოლოგია - სკანდინავისტიკა - სლავისტიკა - ქართველოლოგია - ხეთოლოგია

.

  • დარგობრივი კლასიფიკაცია
არქიტექტურის ისტორია - ასტრონომიის ისტორია - ბიოლოგიის ისტორია - გეოგრაფიის ისტორია - მუსიკის ისტორია - მხატვრობის ისტორია - პედაგოგიკის ისტორია - სპორტის ისტორია - ფილოსოფიის ისტორია - ქიმიის ისტორია

.

  • თემატური კლასიფიკაცია
ქართული ემიგრაციის ისტორია - ამერიკის კოლონიზაციის ისტორია - გეოგრაფიულ აღმოჩენათა ისტორია - კალენდრის ისტორია - მე-2 მსოფლიო ომის ისტორია - რენესანსის ისტორია - საფრანგეთის რევოლუციების ისტორია

.



                                     
  • ლიეტუვის ისტორია - ისტორია ლიეტუვისა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იცვლიდა საზღვრებს, პოლიტიკურ - კლასობრივ წყობილებებს და მმართველ დინასტიებს. თანამედროვე
  • შუახმელეთის ისტორია ინგლ. The History of Middle - earth - ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ხელნაწერების კრებული, გამოცემული მისი შვილის, კრისტოფერ ტოლკინის მიერ
  • აფხაზეთის ისტორია - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული კუთხის, აფხაზეთის, ისტორია საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი. აფხაზეთი ტერიტორიაზე ადამიანის
  • აჭარის ისტორია - საქართველოს ისტორიის ნაწილი, მისი ერთ - ერთი ისტორიულ - გეოგრაფიული კუთხის აჭარის ისტორია აჭარა გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის
  • სლოვაკეთის ისტორია - თანამედროვე სლოვაკეთის ტერიტორიის ისტორია უძველესი დროიდან ჩვენს დრომდე. თანამედროვე დასახლებები სლოვაკეთის ტერიტორიაზე უკვე პალეოლითის
  • თბილისის ისტორია - საქართველოს დედაქალაქის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. თბილისს ეკავა მნიშვნელოვანი როლი რეგიონში. ის მდებარეობდა გზაზე, რომელიც
  • ბელორუსიის ისტორია მოიცავს დიდ პერიოდს, მის ტერიტორიაზე ადამიანის პირველი დასახლებიდან - დაახლოებით 100 - 35 ათასი წლის წინათ და თანამედროვეობით დამთავრებული
  • ებრაული თემის ისტორია სომხეთში სომხ. Հայաստանի հրեական համայնքը, Hayastani hreakan hamaynqa 2000 - ზე მეტი წლით თარიღდება. არსებობს ისტორიული ჩანაწერები
  • მონტენეგროს ისტორია - მონტენეგრო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში. იგი იყო პირველი ბალკანური სახელმწიფო, რომელიც გამოეყო ოსმალეთის
  • ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორია მაკედ. Историја на Македонија - ჩრდილოეთ მაკედონიის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორია ნახევარ საუკუნეზე ცოტა მეტს
  • ესპანეთის ისტორია - ესპანეთის ისტორია რამდენიმე ათეულ საუკუნეებს მოითვლის. სიტყვა ესპანეთი ფინიკიური წარმოშობისაა ი - შპანიმ და ნიშნავს ბოცვრების ნაპირს
                                               

თოლია ჯონათან ლივინგსტონი

"თოლია ჯონათან ლივინგსტონი" - ამერიკელი მწერლის, რიჩარდ ბახის იგავის ტიპის ნოველა. ნაწარმოები თოლიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ფრენის სხვადასხვა ტექნიკების შესწავლის საშუალებით სრულყოფილების მიღწევას ცდილობს. ნოველა წიგნის სახით პირველად 1970 წელს გამოქვეყნდა და 37 კვირის მანძილზე ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერების სიაში იყო.

                                               

ლებანიძეები

ლებანიძეები - ქართული გვარი. საქართველოში ცხოვრობს 734 ლებანიძე. ლებანიძეები სახლობენ ზუდალში, კვაშხიეთში, ხვანჭკარაში, ჯვარისუბანში და სხვ.

                                               

ახალაიები

ახალაიები - ქართული გვარი. საქართველოში ცხოვრობს 3777 ახალაია. ახალაიები ძირითადად სახლობენ სამეგრელოში.

Users also searched:

თბილისის დაარსების ისტორია, ისტორია ცხოვრების მასწავლებელია, მსოფლიო ისტორია, რატომ ვსწავლობთ ისტორიას,

...
...
...