Back

ⓘ მსოფლიო მემკვიდრეობა



მსოფლიო მემკვიდრეობა
                                     

ⓘ მსოფლიო მემკვიდრეობა

მსოფლიო მემკვიდრეობა - ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები, რომელთა განსაკუთრებული ისტორიული ან ეკოლოგიური ფასეულობის გამო, უპირატეს ამოცანებად მათი შენახვა და პოპულარიზაცია ითვლება.

                                     

1. კრიტერიუმები

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ხვდებიან მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც კომისიის აზრით უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ ისტორიის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაზრისით. არჩევის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნება ძეგლის ორიგინალურობა, აუთენტურობა ისტორიული ნამდვილობა და მისი ერთიანობა მთლიანობა. გარდა ამისა ძეგლი უნდა აკმაყოფილებდეს იუნესკოს ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს ათიდან. 2005 წლის დასაწყისამდე კულტურული და ბუნების ძეგლებისათვის კრიტერიუმები ცალ-ცალკე იყო, 2005 წლის შემდეგ კი ყოველი ძეგლისათვის საერთო კრიტერიუმები შემუშავდა. სწორედ ამის გამოა, რომ შერჩეულ ძეგლთა უმრავლესობა აკმაყოფილებს მხოლოდ ან პირველ ექვს კრიტერიუმს i –vi ან მხოლოდ ბოლო ოთხს vii–x. თუმცა, 29 ძეგლი არის ისეთი შერეული ტიპის, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს ორივე ნაწილიდან.

                                     

1.1. კრიტერიუმები კულტურული კრიტერიუმები

  • i - ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს.
  • iii - ძეგლი წარმოადგენს არსებული ან გადაშენებული კულტურის ორიგინალურ ან მინიმუმ განსაკუთრებულ ნიმუშს.
  • ii - ძეგლი წარმოაჩენს დროთა განმავლობაში ან მსოფლიოს კულტურული არეალის შიგნით დაგროვილ მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს, არქიტექტურისა და ტექნოლოგიების განვითარებას, მონუმენტურ ხელოვნებას, ქალაქდაგეგმარებას ან ლანდშაფტის დაგეგმარებას.
  • iv - ძეგლი წარმოადგენს ნაგებობათა გარკვეული ტიპის, არქიტექტურული ან ტექნოლოგიური ანსამბლის ან ლანდშაფტის განუმეორებელ, საუკეთესო ნიმუშს, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ერთ ან რამდენიმე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას უკავშირდება
  • v - ძეგლი წარმოადგენს ადამიანის დასახლების გარკვეული ტიპის, მიწის ან ზღვის გამოყენების განსაკუთრებულ, საუკეთესო ნიმუშს, რომელიც ერთი ან რამდენიმე ცნობილი კულტურისათვის ტიპურია. ან ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ შეუჩერებელი ცვლილების გამო ძეგლს გაქრობა ემუქრება.
  • vi - ძეგლი უშუალოდაა დაკავშირებული მოვლენებთან ან ტრადიციულ ცხოვრების წესთან, იდეებთან ან რელიგიურ რწმენებთან, ხელოვნებასა და ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, რომლებსაც განსაკუთრებული, უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ.
                                     

1.2. კრიტერიუმები ბუნებრივი კრიტერიუმები

  • vii - ობიექტი წარმოადგენს ბუნების საოცრებას, ან ტერიტორიას, რომელსაც აქვს გამორჩეული სილამაზე და ესთეტიკური მნიშვნელობა.
  • ix - ობიექტი წარმოადგენს ხმელეთის, მტკნარი წყლის, ყურეებისა და ზღვების ეკოსისტემის, ასევე ფლორისა და ფაუნის განვითარებისა და ევოლუციის გამორჩეულ და მნიშვნელოვან მაგალითს გარკვეულ ეკოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებში.
  • x - ობიექტი წარმოადგენს დედამიწაზე არსებულ უმნიშვნელოვანეს ტიპურ საცხოვრებელ ტერიტორიას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც შეიცავენ გადაშენების პირას მყოფ სახეობებს, რომლებიც მეცნიერული საფუძვლების და მათი შენარჩუნების აუცილებლობის გამო ძვირფასნი არიან.
  • viii - ობიექტი წარმოადგენს დედამიწის ისტორიის მთავარი ეტაპის გამორჩეულ მაგალითს, მათ შორის წარსულის ძეგლები, რომლებიც წარმოადგენენ სიმბოლოს გეოლოგიური პროცესებისა და რელიეფის განვითარებისა ან გეომორფოლოგიურ და ფიზიოგეოგრაფიულ თავისებურებას.
                                     

2. სტატისტიკა

2018 წლის მონაცემებით სულ 1092 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 167 ქვეყანაში. აქედან: 845 კულტურულია, 209 ბუნებრივი, ხოლო 38 კი შერეული ტიპის. მსოფლიო მემკვიდრეობა დაყოფილია ხუთ გეოგრაფიულ ზონად: აფრიკა, არაბული ქვეყნები წარმოდგენილი ჩრდილოეთ აფრიკა და შუა აღმოსავლეთი, აზია-ოკეანია წარმოდგენილი ავსტრალია და ოკეანია, ევროპა & ჩრდილოეთ ამერიკა, და ლათინური ამერიკა & კარიბები.

რუსეთი და კავკასია კლასიფიცირდება როგორც ევროპა, ხოლო მექსიკა შედის ლათინური ამერიკასა და კარიბის ზონაში. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი წარმოადგენს ზონებითა და კლასიფიკაციებით დაყოფილ სქემას: Stats

                                     

3. ტერიტორიული დაყოფა

შენიშვნა: ამ სიაში შეტანილია ქვეყნები, სადაც არის 10 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მონაცემები მოცემულია 2019 წლის ივლისის მდგომარეობით.

  • ყავისფერი: ქვეყნები 40 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • შავი: ქვეყნები 50 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ღია ყავისფერი: ქვეყნები 30-დან 39-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • მწვანე: ქვეყნები 15-დან 19-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ნარინჯისფერი: ქვეყნები 20-დან 29-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ლურჯი: ქვეყნები 10-დან 14-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
                                     

4. მსოფლიო მემკვიდრეობის სია

  • მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აფრიკაში
  • მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ამერიკაში
  • მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრთხის ქვეშ
  • მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აზიასა და ოკეანეთში
  • მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია არაბულ ქვეყნებში
  • მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ევროპაში
  • მსოფლიო მემკვიდრეობის ყოფილი ძეგლების სია
  • მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ქვეყნების მიხედვით
  • მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია დამატების წლების მიხედვით
                                     

5. რესურსები ინტერნეტში

  • UNESCO World Heritage portal
  • Official overview of the World Heritage Forest Program
  • The World Heritage List
  • KML file of the World Heritage List
  • Convention Concerning the Protection of the World Cultural and Natural Heritage
Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →