ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 386




                                               

სვიაჟსკის მიძინების მონასტერი

სვიაჟსკის მიძინების მონასტერი - მოქმედი მამათა მონასტერი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყაზანის ეპარქიაში. ვოლგისპირეთისა და ყაზანის მხარის მართლმადიდებლობის აკვანი. 2017 წლის 9 ივლისს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

                                               

სი-სატჩანალაი

სი-სატჩანალაის ისტორიული პარკი - ისტორიული პარკი ტაილანდში, სუხოტჰაის პროვინციაში. ტერიტორიის ფართობი 213 კმ²-ია და მოიცავს არაერთ ტაძარს, რომლებიც XIII საუკუნეში აშენდა, მაშინ, როდესაც მეზობლად მდებარე ქალაქი სუხოტჰაი სიამის დედაქალაქი იყო. ამ ა ...

                                               

სიან-კაანი

სიან-კაანი - ბიოსფერული ნაკრძალი მექსიკაში, კინტანა-როოს შტატში. 1986 წლიდან აქვს ეროვნული პარკის, ხოლო 1987 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მაიას ენაზე სახელწოდება ითარგმნება, როგორც "იქ სადაც იწყება ცა".

                                               

სიგირიია

სიგირიია - უძველესი კლდეში ნაკვეთი ციხესიმაგრე და სასახლის ნანგრევები შრი-ლანკაში. კომპლექსს გარს აკრავს ბაღების ქსელი და სხვადასხვა სტრუქტურები. სიგირიია ტურისტებში უაღრესად პოპულარული ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც ასევე ცნობილია უძველე ...

                                               

სიგიშოარის ციტადელი

სიგიშოარის ციტადელი - რუმინეთის ქალაქ სიგიშოარის ძველი, ისტორიული ცენტრი. აგებულია საქსი კოლონისტების მიერ XII საუკუნეში და იმ დროსისათვის მას Castrum Sex ეწოდებოდა. 1999 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, როგორც ტრანსილვ ...

                                               

სიდი (ჩინეთი)

სიდი - სოფელი ჩინეთის ანხუის პროვინციის სამხრეთში. 2000 წელს, სოფელ ხუნცუნთან ერთად იუნესკოს მიერ შეტანილ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და გაფორმდა როგორც "სამხრეთ ანხუის ძველი სოფლები". პირველი მშენებლობები ამტერიტორიაზე 1049–1053 წლებშ, სუნი ...

                                               

სიეგა-ვერდე

სიეგა-ვერდე - არქეოლოგიური ძეგლი ესპანეთში. მდებარეობს სალამანკის პროვინციის ვილიარ-დე-ლა-იეგუის მუნიციპალიტეტში. 2010 წელს, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში უკვე მყოფ ობიექტს, კოას ხეობას დაამატა. ძეგლი მოიცავს კლდის გრავიურების მთელ სერი ...

                                               

სიენა

სიენა - ქალაქი იტალიაში, ტოსკანის რეგიონში, სიენის პროვინციის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 54 526 ადამიანს შეადგენს. 1995 წლიდან, ქალაქის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ის ქვეყნის ერთ-ერთი უმთ ...

                                               

სიერა-დე-სან-ფრანსისკოს კლდის მხატვრობა

სიერა-დე-სან-ფრანსისკოს კლდის მხატვრობა – ისტორიამდელი კედლის მხატვრობის უნიკალური ნიმუში სამხრეთ ქვემო კალოფორნიის შტატში, მექსიკა. სურათები შექმნილია გამოქვაბულების ჭერზე. პირველად იგი აღმოაჩინა იეზუიტმა ფრანსისკო ხავიერმა XVIII საუკუნეში. ნახა ...

                                               

სიმენის ეროვნული პარკი

სიმენის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ეთიოპიაში. მდებარეობს ამჰარის რეგიონში და მოიცავს სიმენის მთებს, რომელზეც მდებარეობს ეთიოპიის უმაღლესი მწვერვალი რას-დაშანი. პარკში ბინადრობს რამდენიმე უიშვიათესი სახეობის ცხოველი, მათ შორის ეთიოპიური მგელი ...

                                               

სინანთროპი

სინანთროპი – Homo-ს სახეობა, ახლოს დგას პითეკანთროპთან, მაგრამ უფრო ახალგაზრდაა და უფრო თანამედროვე. აღმოჩენილია ჩინეთში საიდანაც მიიღო სახელწოდება. ცხოვრობდა დაახლ. 600-400 ათასი წლის წინ, გამყინვარების პერიოდში. მისი ტვინის მოცულობაა 800-1200 ს ...

                                               

სინტრა

სინტრა – ქალაქი დასავლეთ პორტუგალიაში. მდებარეობს ლისაბონის რეგიონში. შედის დიდი ლისაბონის აგლომერაციაში. ლისაბონიდან დაშორებულია 23 კილომეტრით, ხოლო ევროპის უკიდურესი დასავლეთი წერტილიდან, როკის კონცხიდან - 18 კილომეტრით. ძველი ადმინისტარციული დ ...

                                               

სინჰარაჯის ნაკრძალი

სინჰარაჯის ნაკრძალი - ეროვნული პარკი და ბიომრავალფეროვანი ადგილი შრი-ლანკაში. იგი მსოფლიო მნიშვნელობისაა და გამოცხადებულია ბიოსფერულ ნაკრძალად, 1988 წლიდან კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. სახელი ითარგმნება როგორც "ლომების სამეფო ". შრი- ...

                                               

სიტე

სიტე - ერთ-ერთი კუნძული მდინარე სენაში შემორჩენილი ორი ბუნებრივი კუნძულიდან, მდებარეობს პარიზში. იგი პარიზის ცენტრია, სადაც შუა საუკუნეების ქალაქი წარმოიქმნა. მეროვინგების დროიდან, კუნძულის დასავლეთი დაბოლოება სასახლეს ეკავა, აღმოსავლეთ ნაწილი კი ...

                                               

სიუელი (ჩილე)

სიუელი - დაუსახლებელი მეშახტეთა ქალაქი ჩილეში, ოჰიგინსის რეგიონის კაჩაპოალის პროვინციის მაჩალის კომუნაში. მდებარეობს ანდებში ზღვის დონიდან 2000–2500 მეტრ სიმაღლეზე, დედაქალაქ სანტიაგოდან სამხრეთით 85 კილომეტრზე. აშენებულია მთის ფერდობზე. ქალაქის ...

                                               

სიხოტე-ალინი

სიხოტე-ალინი - მთათა სისტემა რუსეთში, პრიმორსკისა და ხაბაროვსკის მხარეებში. გადაჭიმულია დაახლოებით 900 კმ-ის სიგრძეზე, წყნაროკეანური პორტის - ვლადივოტსოკის მიმართულებით. უმაღლესი მწვერვალია ტორდოკი-იანი. სიხოტე-ალინი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზ ...

                                               

სკანდოლის ბუნების ნაკრძალი

სკანდოლის ბუნების ნაკრძალი - ნაკრძალი საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. დაარსდა 1975 წელს, მისი ფართობი 19.19 კმ²-ია, საიდანაც ხმელეთს 9.19 კმ² უჭირავს, ზღვას 10 კმ². მდებარეობს კორსიკის ცენტრალური ნაწილის დასავლეთ სანაპირო ზოლში. ტერიტორია მოიცავს გ ...

                                               

სკუგსჩიურკოგორდენი

სკუგსჩიურკოგორდენი - სასაფლაო შვედეთში, სტოკჰოლმის ცენტრალური ნაწილის სამხრეთით. მისი დაგეგმარება ირეკლავს არქიტექტურის განვითარებას ეროვნული რომანტიკული სტილიდან მოწიფულ ფუნქციონალიზმამდე. 1915 წელს, სკუგსჩიურკოგორდენი საერთაშორისო შეჯიბრების სა ...

                                               

სოკოტრა

სოკოტრა - კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში, იემენის რესპუბლიკის შემადგენლობაში. მდებარეობს გვარდაფუის კონცხის აღმოსავლეთით. ფართობი - 3.6 ათ. კმ². უმთავრესად აგებულია კრისტალური ქანებით. სიმაღლე - 1503 მეტრამდე. ჰავა ტროპიკული და მშრალია. იანვრის ...

                                               

სოკურამი

სოკურამის მღვიმე - განდეგილების საცხოვრებელი ადგილი, სამხრეთ კორეაში, რომელიც შედის ბულგუსკის სატაძრო კომპლექსში. მდებარეობს ზღვის დონიდან 750 მეტრზე და გადაჰყურებს იაპონიის ზღვას. 1962 წელს, ის გაფორმდა როგორც სამხრეთ კორეის 24-ე ეროვნული საგანძ ...

                                               

სოლთანიე

სოლთანიე - ქალაქი ირანში, ზენჯანის ოსტანში, თეირანიდან 240 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. XIV საუკუნეში, ის სპარსეთის ილხანი მმართველების დედაქალაქი იყო. მისი სახელი ითარგმნება როგორც "იმპერიული" 2005 წელს, ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შ ...

                                               

სოლოვეცკის კუნძულები

სოლოვეცკის კუნძულები - არქიპელაგი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, თეთრი ზღვის ონეგის უბეში. მისი მთლიანი ფართობი 347 კმ²-ია, მოსახლეობა 968 ; 1 317. ადმინისტრაციულად წარმოადგენს არხანგელსკის ოლქის სოლოვეცკის რაიონს. კუნძულებს ემსახურება აეროპორტი.

                                               

სონგო-მნარა

სონგო-მანრა - არქეოლოგიური ძეგლი ტანზანიის კუნძულ სონგოს ჩრდილოეთ ნაწილში. კილვა-კისივანის ციხესიმაგრესთან ერთად 1981 წელს იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. 2004 წელს შეიყვანეს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში.

                                               

სოპოჩანის მონასტერი

სოპოჩანი - მართლმადიდებლური მონასტერი სერბეთში. აშენებულია XIII საუკუნის მეორე ნახევარში, სერბეთის მეფე სტეფან უროშ I-ის მიერ, მდინარე რაშკას სათავეში, რასის რეგიონში, შუა საუკუნეების სერბული სახელმწიფოს შუაგულში. 1979 წლიდან, სტარი-რასთან ერთად ...

                                               

სპიენი

სპიენი - სოფელი ბელგიაში, ვალონიის რეგიონში. ცნობილია ნეოლითის პერიოდის კაჟის მაღაროებით, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, როგორც "უდიდესი და ყველაზე ადრეული მაღაროები ევროპაში, ასევე მაგალითი ადამიანური ტექნოლოგიური განვი ...

                                               

სპიშკი-ჰრადი

სპიშკი-ჰრადი - ყველაზე დიდი ციხესიმაგრე სლოვაკეთში, სპიშის ოლქის ისტორიული ცენტრი, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი. მდებარეობს სპიშსკე-პოდგრადეს მახლობლად.

                                               

სპლიტი

სპლიტი - სიდიდით მეორე ქალაქი ხორვატიაში ზაგრების შემდეგ. მდებარეობს ადრიატიკის ზღვის ნაპირას. ქალაქი გაშენებულია დიოკლეტიანეს სასახლეს გარშემო. წარმოადგენს ქვეყნის შიდა სატრანსპორტო კვანძს და მნიშვნელოვან ტურისტულ ქალაქს. სპლიტი რეგიონის ერთ ერთ ...

                                               

სრებირნის ნაკრძალი

სრებირნის ნაკრძალი - ბუნების ნაკრძალი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში. მდებარეობს სოფელ სრებირნის სიახლოვეს, ქალაქ სილისტრიდან 18 კმ-ით დასავლკეთით და მდინარე დუნაიდან 2 კმ-ით სამხრეთით. ნაკრძალი მოიცავს სრებირნის ტბასა და მის შემოგარენს, ასევე ვია- ...

                                               

სტადლის სამეფო პარკი

სტადლის სამეფო პარკი - პარკი ინგლისში, ჩრდილოეთ იორკშირის საგრაფოში. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ცისტერიანული ფაუნტინის სააბატოს ნანგრევები. ასევე მოიცავს XVIII საუკუნის სხვადასხვა ნიმუშებს, მათ შორისაა სტადლის სამეფო წყლის ბაღი. 1986 წლიდან პა ...

                                               

სტამბოლი

სტამბოლი, ისტორიულად ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლი და ბიზანტიონი - თურქეთის უდიდესი და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი. ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრი. ტრანსკონტინენტური ქალაქი ევრაზიაში, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სრუტის გასწვ ...

                                               

სტარი-გრადის ვაკე

სტარი-გრადის ვაკე - ადრიატიკის ზღვაში მდებარე ხორვატიის კუნძულ ჰვარის სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტი, რომელიც ძველი ბერძენი კოლონისტების მიერ ათვისებულ იქნა ძვ. წ. IV საუკუნეში. ამავე მიზნებით ის დღემდე გამოიყენება. ვაკე ძირითადად მის თავდაპირველ ფო ...

                                               

სტოკლეს სასახლე

სტოკლეს სასახლე - კერძო ნაგებობა ბრიუსელში, რომელიც 1905 - 1911 წლებში არქიტექტორმა ჯოზეფ ჰოფმანმა ბანკირისა და უბრალოდ ხელოვნების მოყვარულის - ადოლფ სკოტლესთვის ააგო. მიჩნეულია რა ჰოფმანის შედევრად, სტოლკეს სასახლე XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დ ...

                                               

სტორა-ალვარეტი

სტორა-ალვარეტი - კირქვიანი ვაკე შვედეთის კუნძულ ელანდზე. ნიადაგში წვრილი ნაწილაკებისა და PH-ის მარღალი შემცველობის გამო, აქ გავრცელებულია ვეგეტაციათა დიდი ასორტიმენტი, მათ შორის მრავალი იშვიათი სახეობა. 2000 წელს, სტორა-ალვარეტი მისი ექსტრაორდინა ...

                                               

სტოუნ-ტაუნი

სტოუნ-ტაუნი, აგრეთვე ცნობილი როგორც მჯი-მკონგვე - ქალაქ ზანზიბარის ძველი ნაწილი ტანზანიაში. მდებარეობს ზანზიბარის არქიპელაგის მთავარი კუნძულის, ზანზიბარის დასავლეთ ნაპირზე. XIX საუკუნეში წარმოადგენდა ზანზიბარის სასულთნოს დედაქალაქს, სუნელებით ვაჭ ...

                                               

სტოუნჰენჯი

სტოუნჰენჯი - პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში. 1986 წელს, იუნესკომ სტოუნჰენჯი და მის შემოგარენში მდებარე არქეოლოგიური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგ ...

                                               

სტრადე-ნუოვე

სტრადე-ნუოვე - იტალიაში ამ ტერმინით მოიხსენიებენ ურბანული გზების იმ ნიმუშებს, რომლებიც ქალაქ გენუაში XVI-XVIII საუკუნეებში აშენდა. გზების ერთობლიობა ძირითადად შედგება შემდეგი გზატკეცილებისგან: ვია-გარიბალდი, ვია-ბალბი და ვია-კაიროლი. სისტემა გენუ ...

                                               

სტრელნა

სტრელნა - დაბა რუსეთში, ფედერალური მნიშვნელობის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, პეტროდვორცოვის რაიონში. მდებარეობს ფინეთის ყურის ნაპირას, მდინარეების სტრელკისა და კიკენკის სანაპიროებზე. 2002 წლის აღწერით მოსახლეობა 12 751, ხოლო 2010 წლის აღწერით 12 452 ...

                                               

სტრუვეს გეოდეზიური რკალი

სტრუვეს რკალი - ბალტიელი ასტრონომის ფრიდრიჰ ვილჰელმ სტრუვეს პატივსაცემად დარქმეული 265 ტრიანგულაციური პუნქტისგან შემდგარი ქსელი. ქსელი შედგებოდა მიწაში ჩაფლული კუბებისგან, რომელთა წიბოს სიგრძე 2 მეტრს შეადგენდა. კუბები გადაჭიმული იყო 282 კილომეტრ ...

                                               

სტუდენიცის მონასტერი

სტუდენიცის მონასტერი - XII საუკუნის მართლმადიდებლური მონასტერი ცენტრალურ სერბეთში, ქალაქ კრალევოდან 39 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. წარმოადგენს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს და უმდიდრეს მონასტერს. მონასტერი 1190 წელს შუა საუკუნეებ ...

                                               

სუბაკის საირიგაციო სისტემა

სუბაკი - საირიგაციო სისტემა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, რწყავს ბრინჯის ნათესებს. ბალის მცხოვრებთათვის, ირიგაცია მხოლოდ წყლის გზა არაა, რომელიც მცენარეებს რწყავს, ამ წყლით ისინი ხელოვნური ეკოსისტემის კომპლექსებს აშენებენ. ბალის ბრინჯის ნათესები ქურუ ...

                                               

სუკოტაის ისტორიული პარკი

სუკოტაის ისტორიული პარკი - ისტორიული პარკი ჩრდილოეთ ტაილანდის ქალაქ სუკოტაის სიახლოვეს. მოიცავს აღნიშნული ქალაქის ისტორიულ ნაშთებს, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში სუკოტაის სამეფოს დედაქალაქი იყო, ამჟამად კი ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრია. ძვ ...

                                               

სუკრე

სუკრე - ბოლივიის ოფიციალური დედაქალაქი, ჩუკისაკას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი და ბოლივიის მე –6 ყველაზე დასახლებული ქალაქი. ქალაქი ქვეყნის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, 2810 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ეს სიმაღლე ქალაქში ქმინ ...

                                               

სუკური

სუკურის კულტურული ლანდშაფტი მდებარეობს ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მიიჩნევა კულტურული ლანდშაფტის თვალსაჩინო ნიმუშად, რომელიც გამოირჩევა თავის ჰიდის სასახლეებით, დატერასებული მინდვრებითა და სოფლებით, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე უცვლელი დარ ...

                                               

სუმატრის ტროპიკული ტყეები

სუმატრის ტროპიკული ტყეები 2004 წლიდან წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს. მოიცავს კუნძულ სუმატრაზე მდებარე ინდონეზიის სამ ეროვნულ პარკს: გუნგუნ-ლიოსერს, კერინჩი-სებლატს, ბუკიტ-ბარისან-სელატანს. ძეგლს იუნესკოს ეს სტატუსი მინიჭებული ა ...

                                               

სუნდარბანსი

მანგროს ტყეები სუნდარბანსში - ფართობით ყველაზე დიდი მანგროს ტყეებია დედამიწაზე. განთავსებულია განგის დელტაში ინდოეთსა და ბანგლადეშში. სუნდარბანსის ტერიტორია შეადგენს 10 000 კმ², აქედან 6000 კმ² არის ბანგლადეშში. 1997 წელს სუნდარბანსი შეტანილი იქნ ...

                                               

სუნდარბანსის ეროვნული პარკი

სუნდარბანის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი, ვეფხვების ნაკრძალი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ბიოსფერული ნაკრძალი ინდოეთში. მდებარეობს სუნდარბანსის დელტაში, ბენგალის შტატში. ეს ტერიტორია მანგროს ხშირი ტყეებითაა დაფარული და ბენგალური ვე ...

                                               

სუომენლინა

სუომენლინა - საზღვაო ციხესიმაგრე, ზღვიდან ჰელსინგფორსით დაცული. ციხის სიმაგრეები Wargskären-ის ჯგუფში შემავალ 7 კლდოვან კუნძულზეა აგებული. ამჟამად საცხოვრებელი უბნის სახით, ჰელსინკის საქალაქო დაქვემდებარებაშია.

                                               

სურტსეი

სურტსეი – დაუსახლებელი კუნძული ისლანდიაში. ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე წერტილი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. კუნძული წარმოიქმნა 1963 წლის 14 ნოემბერს. მანამდე რამდენიმე დღით ადრე 130 მეტრის სიღრმეში ამოფრქვევა დაიწყო წყალქვეშა ვულკ ...

                                               

სუსი

სუსი - ქალაქი ტუნისში. მდებარეობს დედაქალაქ ტუნისიდან 140 კმ-ით სამხრეთით, ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჰამამეტის ყურესთან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. 2004 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 173 047 ადამიანს შეადგენს. სახელი შესაძლოა ბერბ ...

                                               

სუჯოუს ბაღები

სუჯოუს კლასიკური ბაღები - ბაღების ჯგუფი ჩინეთის ცზიანსუს პროვინციაში, ქალაქ სუჯოუში. 1997 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ბაღები მოიცავს ტრადიციული ჩინური ბაღების მთავარ ელემენტებს. მიმსგავსებულია ბუნებრივ პეიზაჟს, წარმოდგენი ...