ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 382




                                               

მინინისა და პოჟარსკის ძეგლი

მინინისა და პოჟარსკის ძეგლი - სკულპტურული მონუმენტი მოსკოვის ისტორიულ ცენტრში, წითელ მოედანზე. ძეგლი ეძღვნება 1612 წელს არეულობის ხანაში მიმინარე მეორე სახალხო ლაშქრობის ლიდერებს კუზმა მინინსა და დიმიტრი პოჟარსკის. აღნიშნული ლაშქრობით დასრულდა მო ...

                                               

მინისა და ცინის დინასტიების სამეფო აკლდამები

მინისა და ცინის დინასტიების სამეფო აკლდამები - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჩინეთში, რომელიც შედგება ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში მდებარე რამდენიმე მავზოლეუმის კომპლექსისაგან, სადაც მინისა და ცინის დინასტიების იმპერატორები არიან დაკრძალულნი ...

                                               

მისტეიკენ-პოინტის ეკოლოგიური ნაკრძალი

მისტეიკენ-პოინტის ეკოლოგიური ნაკრძალი - უდაბური ადგილი კანადაში. მდებარეობს ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორის პროვინციის ავალონის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისტაკენ-პოინტში აღმოჩენილია ედიკარიუმის პერიოდის ნამარხი ნაშთები და ...

                                               

მისტრა

მისტრა - გამაგრებული ქალაქი და ყოფილი მუნიციპალიტეტი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილ ლაკონიაში. 2011 წლიდან, ადგილობრივი მმართველობის რეფორმის შედეგად ის სპარტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შეიყვანა. მდებარეობს ტაიგეტის ...

                                               

მიტლა

მიტლა - კოლუმბამდელი ნაქალაქარი მექსიკაში, ოახაკის შტატში, ტეუანტეპეკის ყელის ამაღლებულ ნაწილში. მოსახლეობა მიტლაში გაჩნდა ძვ. წ. 500 წელს. მიტლა წარმოადგენს საპოტეკებისა და მიშტეკების კულტურის მნიშვნელოვან ძეგლს. თავისი განვითარების ზენიტში ქალა ...

                                               

მიჯიკენდა

მიჯიკენდა – ეთნიკური ჯგუფი აღმოსავლეთ კენიაში. მიეკუთვნება ბანტუს ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ჯგუფს. მათ უკავიათ 200 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი და შედგება 11 დასახლებისაგან. აქ შემონახულია მრავალრიცხოვანი გამაგრებული სოფელი ე. წ. კაია. კაიას მშენებლო ...

                                               

მოგაოს მღვიმეები

მოგაოს მღვიმეები - 492 ტაძრისგან შემდგარი სისტემა ჩინეთის განსუს პროვინციის ქალაქ დუნჰუანში, ესაა თაკლამაკანის უდაბნოს აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე ოაზისი, რომელიც მდებარეობს საკმაოდ სტრატეგიულ ადგილას, უძველესი აბრეშუმის გზის კულტურულ და რელიგიურ გ ...

                                               

მოდენა

მოდენა - ქალაქი და კომუნა იტალიაში, მდებარეობს ემილია-რომანიის რეგიონის მოდენის პროვინციაში, პოს დაბლობის სამხრეთ ნაწილში. 2009 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 183 069 ადამიანს შეადგენს. დღეს მოდენა ყველასათვის ცნობილია როგორც "მანქანების დე ...

                                               

მოდენის საკათედრო ტაძარი

მოდენის საკათედრო ტაძარი - ეკლესია იტალიის ქალაქ მოდენაში. წარმოადგენს მოდენა-ნონანტოლის რომანულ-კათოლიკური არქისაეპისკოპოსოს ცენტრს. ტაძრის მშენებლობა 1184 წელს დასრულდა და მიჩნეულია ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რომანული სტილის შენობად. 1997 ...

                                               

მოდიკა

მოდიკა - ქალაქი და კომუნა სამხრეთ იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, რაგუზის პროვინციაში. მდებარეობს იბლეის მთებში და ვალ-დი-ნოტოსთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2009 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 54 581 ადამიანს შეადგენს.

                                               

მოზამბიკი (კუნძული)

მოზამბიკი - კუნძული მდებარეობს მოზამბიკის სანაპიროზე, ქვეყნის ჩრდილოეთით. ასევე ეწოდება ქალაქსაც ამ კუნძულზე. კუნძულის სახელწოდებით მიიღო თავისი დასახელება კოლონიამ, ხოლო შემდგომში ქვეყანამაც. 1991 წლიდან კუნძული და ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფ ...

                                               

მოლდოვის ეკლესიები

ჩრდილოეთ მოლდოვის მოხატული ეკლესიები - რუმინული მართლმადედებელი ეკლესიის ტაძრები რუმინეთში, სუჩაევის მიწის ჩრდილოეთ მოლდოვის რეგიონში. აგებულია დაახლოებით 1487 - 1583 წლებში. 1993 წლიდან, ეკლესიები შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

                                               

მოლდოვიცის მონასტერი

მოლდოვიცის ეკლესია - ადგილობრივი მართლმადედებელი ეკლესიის ტაძარი რუმინეთში, სუჩავის ჟუდეცის ჩრდილოეთ მოლდოვის რეგიონში. მონასტერი აგებულია 1532 წელს შტეფან III დიდის უკანონო შვილის, პეტრე IV რარეშის მიერ. იგი დაარსდა როგორც მუსულმანური ოსმალეთის ...

                                               

მონ-სენ-მიშელი

მონ-სენ-მიშელი - საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე წმინდა მიქაელის მთა, ციხე-სიმაგრედ გადაქცეული პატარა კლდოვანი კუნძული. სენ-მიშელის ყურის სამი კუნძულიდან მონ სენ-მიშელი ტომბლენი და მონ დოლი ერთადერთი დასახლებული. რუკაზე ჩანს 109 წლიდა ...

                                               

მონრეალის საკათედრო ტაძარი

მონრეალის საკათედრო ტაძარი - საკათედრო ტაძარი პალერმოს გარეუბან მონრეალში. არაბულ-ნორმანული სტილის ერთ-ერთი უმთავრესი არქტექტურული ძეგლი. აგებულია სიცილიის მეფე ვილჰელმ II კეთილის მიერ. ცნობილია თავისი მოზაიკით, რომელიც შესრულებულია ახალი და ძველ ...

                                               

მონტე-ალბანი

მონტე-ალბანი - კოლუმბამდელი მსხვილი დასახლება სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, ოახაკის შტატში. მდებარეობს დაბალ მთიან ქედზე, ოახაკის ხეობის ცენტრალურ ნაწილში. შტატის დედაქალაქ ოახაკა-დე-ხუარესიდან დასავლეთით 9 კილომეტრზე. სამოქალაქო-საცერემონიო ცენტ ...

                                               

მონტე-პერდიდო

მონტე-პერდიდო - მესამე უმაღლესი მწვერვალი პირენეების მთებში. მდებარეობს ესპანეთში, უესკის პროვინციაში. საფრანგეთიდან იგი არ ჩანს, რადგან სხვა მწევრვალები ეფარება. მწვერვალის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილია ორდესა-ი-მონტე-პერდიდოს ეროვნული პარკი. ...

                                               

მონტე-სან-ჯორჯიო

მონტე-სან-ჯორჯიო - ტყიანი მთა შვეიცარიის ტიჩინოს კანტონის სამხრეთ ნაწილში. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1 097 მეტრია. 2003 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, რადგან "ის ტრიასული პერიოდის წყლის ცხოვრების ერთადერთი ცნობილი ძეგლია, ა ...

                                               

მონტე-ტიტანო

მონტე-ტიტანო - მთა აპენინის მთებში, სან-მარინოს უმაღლესი მწვერვალი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 739 მეტრია. მდებარეობს დედაქალაქ სან-მარინოს აღმოსავლეთით. 2008 წელს მონტე-ტიტანო იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა კომბინირებული სახელით "ს ...

                                               

მონტიჩელო (ვირჯინია)

მონტიჩელო - აშშ-ის მე-3 პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონის სახლ-მუზეუმი, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში. დაპროექტებულია თვით თომას ჯეფერსონის მიერ და იტალიურად მონტიჩელო "პატარა მთას" ნიშნავს. მონტიჩელო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. ...

                                               

მონფერატო

მონფერატო - ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე პიემონტის რეგიონის ნაწილი. შუა საუკუნეებში მარკიზატის სახით არსებობდა დღევანდელი ლომბარდიის ტერიტორიაზე. მდებარეობდა ტურინსა და გენუას შორის. 2014 წლის 22 ივნისს მონფერატო შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრე ...

                                               

მონღოლეთის ალთაის პეტროგლიფები

მონღოლეთის ალთაის პეტროგლიფები - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჩრდილოეთ მონღოლეთში, მდინარე ჩულუტის ხეობაში. მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე და გადაჭიმულია 40 კილომეტრზე. პეტროგლიფები აღმოაჩინეს 1963 წელს. ისინი ძირითადად მ ...

                                               

მორელია

ქალაქი დაარსდა 1541 წელს ახალი ესპანეთის ვიცე-მეფის ანტონიო დე მენდოსას მიერ და ეწოდა მიჩოაკანი. 1545 წელს უწოდეს ვალიადოლიდი, ხოლო 1828 წელს დაერქვა თანამედროვე სახელი მექსიკის ეროვნული გმირის ხოსე მორელოსის პატივსაცემად. 1991 წელს ქალაქის ისტორ ...

                                               

მორნ-ტრუა-პიტონის ეროვნული პარკი

მორნ-ტრუა-პიტონის ეროვნული პარკი – ეროვნული პარკი დომინიკაში. დაარსდა 1975 წელს. პარკის ფართობია 68.57 კმ². 1997 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

                                               

მოსტარის ხიდი

მოსტარის ხიდი - XVI საუკუნის, რეკონსტრუირებული ოსმალური ხიდი ბოსნია და ჰერცეგოვინის ქალაქ მოსტარში, მდინარე ნერეტვაზე. ერთმანეთთან აერთებს ქალაქის ორ ნაწილს. ხიდმა მრავალ ომებსა და შეტაკებას გაუძლო, მაგრამ დაანგრიეს ხორვატიის შეიარაღებულმა ნაწილე ...

                                               

მუკდენის სასახლე

მუკდენის სასახლე - ადრეული ცინის იმპერიის საიმპერატორო სასახლე ჩინეთში. მდებარეობს მანჯურიის რეგიონში, ლიაონინის პროვინციის ქალაქ შენიანში. სასახლე აშენდა ახ. წ. 1625 წელს, გარკვეული სტრუქტურები დაემატა 1631 წელს. 1644 წელს, მინის დინასტიის პეკინ ...

                                               

მშვიდობის ეკლესიები

მშვიდობის ეკლესიები – უდიდესი ხის ნაგებობები ევროპაში, მდებარეობს პოლონეთის ქალაქ იავორსა და სვიდნიცაში, ქვემო სილეზიის სავოევოდოში. მშვიდობის ეკლესიები ააგო საღვთო რომის იმპერატორმა ფერდინანდ III-მ XVII საუკუნის მეორე ნახევარში, ოცდაათწლიანი ომი ...

                                               

ნალანდა

ნალანდა - V-XII საუკუნეების ბუდისტური უნივერსიტეტი და სამონასტრო კომპლექსი ინდოეთში. თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მუშაობდნენ, ასწავლიდნენ და სწავლობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ბუდისტური ფილოსოფიის წარმომადგენლები. ნალან ...

                                               

ნამიბის ქვიშის ზღვა

ნამიბის ქვიშის ზღვა - ერთადერთი ქვიშის ზღვა მსოფლიოში, რომელიც მოიცავს ფართო დიუნებს. ზღვის ფართობი სამ მილიონ ჰექტარზე მეტია, ხოლო ბუფერული ზონა 899 500 ჰექტარია. ობიექტი შედგება დიუნების ორი სისტემისგან: ერთი უძველესი, ნახევრად-მტკიცე დიუნა, გა ...

                                               

ნამჰანსანსონგი

ნამჰანსანსონგი - ისტორიული პარკი სეულის სამხრეთ-აღმოსავლეთით 25 კმ-ზე, ნამჰანსანის მთაზე. პარკში მდებარეობს XVII საუკუნის საფორტიფიკაციო ნაგებობები და რამდენიმე საკულტო ტაძარი. ქალაქი დაარსდა როგორც ჩოსონის დინასტიის საგანგებო დედაქალაქი და ასრულ ...

                                               

ნან-მადოლი

ნან-მადოლი - ისტორიამდელი პერიოდის ქალაქის ნანგრევები მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ერთ-ერთ ხელოვნურ კუნძულზე. არქიპელაგის საერთო ფართობია 79 ჰა, შედგება 92 კუნძულისაგან, რომლებიც ერთმანეთთან ხელოვნური არხებითაა დაკავშირებული. ქალაქი ასევე ცნო ...

                                               

ნანდა-დევის ეროვნული პარკი

ნანდა-დევის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ინდოეთის უტარაკჰანდის შტატში. მდებარეობს მწვერვალ ნანდა-დევის გარშემო, ზღვის დონიდან 3 500 მეტრზე. მისი ფართობი შეადგენს 630.33 კმ²-ს. პარკი შეიქმნა 1982 წელს, ხოლო 1988 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემ ...

                                               

ნარა (ქალაქი)

ნარა - ქალაქი იაპონიაში. ნარის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კანსაის რეგიონში. ქალაქი ნარა იყო იაპონიის დედაქალაქი იაპონიის ისტორიის ნარის პერიოდში. ქალაქი აშენდა ტანის პერიოდის ჩინეთის დედაქალაქ სიანის გეგმის მიხედვით.

                                               

ნარაკურტის მღვიმის ეროვნული პარკი

ნარაკურტის მღვიმე – ეროვნული პარკი ავსტრალიაში. მდებარეობს კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქ ნარაკურტის მახლობლად, სამხრეთი ავსტრალიის შტატის ტურისტულ რეგიონში. ეროვნული პარკი 1994 წელს, რივერსლეისთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლი ...

                                               

ნაუმბურგის საკათედრო ტაძარი

ნაუმბურგის საკათედრო ტაძარი - სამნავიანი, ორტრანსეპტიანი და ოთხკოშკიანი საკათედრო ტაძარი საქსონია-ანჰალტის მიწაზე, ქალაქ ნაუმბურგის ისტორიულ ცენტრში, გერმანია. ნაუმბურგის ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1028 წელს და იგი წარმოადგენს შუა საუკუნეების ხელოვ ...

                                               

ნაჰანის ეროვნული პარკი

ნაჰანის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი კანადაში, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების დეჰჩოს რეგიონში, მდებარეობს ქალაქ იელოუნაიფიდან დაახლოებით 500 კმ-ით დასავლეთით, მაკენზის მთების ბუნებრივ რეგიონში. პარკში გაედინება მდინარე საუთ-ნაჰანი, რომლის გასწვრ ...

                                               

ნგორონგორო

ნგორონგოროს დაცული ტერიტორია - დაცული არეალი და 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ტანზანიაში, ქალაქ არუშადან 180 კმ-ით დასავლეთით, კრატერის მაღლობზე. ტერიტორია იმართება ტანზანიის მთავრობის ორგანოს - ნგორონგოროს დაცული ტერიტორიის სა ...

                                               

ნეაპოლი

ნეაპოლი - ისტორიული ქალაქი სამხრეთ იტალიაში, კამპანიის რეგიონისა და ნეაპოლის პროვინციის დედაქალაქი. ნეაპოლი ცნობილია მდიდარი ისტორიით, ხელოვნებითა და კულტურით. ქალაქი განლაგებულია ნეაპოლის ყურეში, ორ ვულკანურ ტერიტორიას შორის: ვეზუვის მთასა და ფე ...

                                               

ნემრუთ-დაღი

ნემრუთ-დაღი - მთა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, სამხრეთ ანატოლიის რეგიონის ადიამანის პროვინციაში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2150 მეტრი. ააშენა კომაგენის მეფე ანტიოქოს I-მა მის მწვერვალზე ძვ. წ. 69-34 წწ. მთის წვერზე მდებარეობს საფლავის შემაღლება, რომელ ...

                                               

ნესებირი

ნესებირი - ანტიკური ქალაქი და მთავარი საკურორტო დასახლება შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ქალაქის ირგვლივ შექმნილია ნესებირის მუნიციპალიტეტი, ტერიტორია მიეკუთვნება ბურგასის ოლქს. ნესებირს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც შავი ზღვის მარგალიტს და ბულგარეთის ...

                                               

ნინგალუს სანაპირო

ნინგალუს სანაპირო - 604 500 ჰა ფართობის საზღვაო და სახმელეთო ტერიტორია ავსტრალიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მოიცავს მსოფლიოში ერთ-ერთ უგრძეს, სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე რიფებს. ტერიტორიის სახმელეთო ნაწილი ხასიათდება ფართო კარსტული ...

                                               

ნიოკოლო-კობის ეროვნული პარკი

ნიოკოლო-კობის ეროვნული პარკი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ბუნების დაცული ტერიტორია სამხრეთ-აღმოსავლეთ სენეგალში, გვინეა-ბისაუს საზღვრის სიახლოვეს.

                                               

ნისა (თურქმენეთი)

ნისა - ძველი პართიული ქალაქი თურქმენეთში. მდებარეობს აშხაბადიდან 18 კმ-ში. დააარსეს პართიელებმა კოპეტდაღის მთისწინეთში ძვ. წ. III საუკუნეში. მომდევნო ექვსი საუკუნე იგი იყო არშაკიდების დინასტიის მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტი. გარკვეული პერიოდის ...

                                               

ნოელ-კემპფ-მერკადოს ეროვნული პარკი

ნოელ-კემპფ-მერკადოს ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბრაზილიის საზღვართან. დაარსდა 1979 წლის 28 ივნისს. ეროვნული პარკის ფართობია 15.234 კმ.² პარკში გვხვდება ფლორის 4 000 სახეობის წარ ...

                                               

ნოიზიდლერი

ნოიზიდლერი - მეორე უდიდესი სტეპის ტბა ცენტრალურ ევროპაში, ზღვის დონიდან 115 მეტრზე. მისი ფართობი 315 კმ²-ია, აქედან 240 კმ² ავსტრიის ტერიტორიაზე მდებარეობს, 75 კმ² უნგრეთის ტერიტორიაზე. ტბის აუზის ფართობი 1.120 კმ²-ს შეადგენს. ჩრდილოეთიდან სამხრე ...

                                               

ნორ-პა-დე-კალეს სამთო-სამრეწველო აუზი

ნორ-პა-დე-კალეს სამთო-სამრეწველო აუზი - ქვანახშირის სამსაუკუნოვანი მოპოვების შედეგად მიღებულ სპეციფიკური პეიზაჟის მქონე ადგილი, რომელიც მდებარეობს საფრანგეთში. ქვანახშირის მოპოვება მიმდინარეობდა XVIII-XX საუკუნეებში. კულტურული ძეგლი შედგება 109 კ ...

                                               

ოგასავარის კუნძულები

ოგასავარის კუნძულები, აგრეთვე ცნობილი როგორც ბონინის კუნძულები - ოცდაათზე მეტი კუნძულისგან შემდგარი კუნძულთა სამი ჯგუფი იაპონიის შემადგენლობაში. მათი მთლიანი ფართობი 7 393 ჰა-ს შეადგენს. გამოირჩევიან ლანდშაფტის მრავალფეროვნებითა და მდიდარი ფაუნით ...

                                               

ოვიედო

ოვიედო - ქალაქი ესპანეთში. ასტურიის ავტონომიური რეგიონისა და ოვიედო რაიონის დედაქალაქი. დაარსდა 761 წელს და წარმოადგენდა ასტურიის სამეფოსა და რეკონკისტის ცენტრს. "ფორმულა 1"-ის ორგზის ჩემპიონის ფერნანდო ალონსოს სამშობლო.

                                               

ოკავანგოს დელტა

ოკავანგოს დელტა - მსოფლიოში ყველაზე დიდი შიდა დელტა ბოტსვანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. წარმოიქმნება მდინარე ოკავანგოს დინების დასასრულს. ოკავანგოს დელტას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ჭაობი ხელშეუხებელი ჭარბტენიანი სისტემაა. ოკავანგოს დელტა საზრდოობ ...

                                               

ოკაპის ნაკრძალი

ოკაპის ველური ბუნების ნაკრძალი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს მდინარე იტურის აუზის ტენიან ტროპიკულ ტყეში, სუდანისა და უგანდის საზღვართან. ნაკრძალი მოიცავს 14 000 კმ² ტე ...