ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 366




                                               

მაქსიმე ბერძნიშვილი

1910 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1912-1916 წლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა მდივნის მოადგილედ ქართველთა შორის წერა-კითხვის გა ...

                                               

ნიკოლოზ ბერძნიშვილი

XIX საუკუნის 50-60-იან წლებში აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ "კავკაზში", რომელსაც ერთხანს კიდეც რედაქტორობდა. ბერძნიშვილს ეკუთვნის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე გამოცემული წიგნისა - "თბილისი ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით" 1870 და გამოკვლევა რუს ...

                                               

გივი ბოლოთაშვილი

გივი ბოლოთაშვილი - ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და 1969 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლათინური ამერიკის ინსტიტუტის ასპირან ...

                                               

გიორგი ბოჭორიძე

სწავლობდა თბილისის სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს 1905 წელის რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის. 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. 1921 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა, მუშაობა დაიწყო საქართველოს ...

                                               

ერმილე ბურჭულაძე

ერმილე ესეს ძე ბურჭულაძე - ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

                                               

იულონ გაგოშიძე

1961 წ. - დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა ანტიკური ხანის არქეოლოგიის სპეციალობით. 1958 წ. - წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1984 წ. - მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეც ...

                                               

შოთა გაგოშიძე

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1941–1945 წლებში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1948–1953 წლებში იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი; 1953 წელს ქუთაისის საოლქო გაზეთ "სტალინელის" რედაქტორი; 1953– ...

                                               

გერონტი გასვიანი

გერონტი გასვიანი - ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1953 წელს დაამთავრა სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურის განყოფილების გ ...

                                               

დავით გვრიტიშვილი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1938 წელს. 1942–1943 წლებში იბრძოდა II მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში; 1956–1961 წლებში იყო ...

                                               

ოთარ გიგინეიშვილი

ოთარ ისიდორეს ძე გიგინეიშვილი - ქართველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

                                               

ბეჟან გიორგაძე

ბეჟან გიორგის ძე გიორგაძე - ქართველი ისტორიკოსი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. XX საუკუნის 20–იან წლებში სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში სიტყვიერებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. აქვე გაწევრიანდა ქართველი ახალგაზრდობის ...

                                               

გრიგოლ გიორგაძე (აღმოსავლეთმცოდნე)

გრიგოლ გრიგოლის ძე გიორგაძე - ქართველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

                                               

გიორგი გიორგიძე

1915 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1916-1937 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ და საბიბლიოთეკო მოღვაწეობას. 1938 წელს მუშაობა დაიწყო ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც სხვადასხვა დროს იყო ბიბ ...

                                               

დერმიშა გოგოლაძე

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელის პოზიციაზე. საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიისა ...

                                               

დამიანე გოგოხია

დაიბადა 1919 წლის 26 მაისს, გალის რაიონის სოფელ ბარღებში. 1941 წელს დაამთავრა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი, 1944 წელს - უმაღლესი პარტიული სკოლა, 1954 წელს კი - სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ ...

                                               

გიორგი გოზალიშვილი

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ისტორიის განხრით. 1930 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1943-1947 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ისტორიის და ფილოლოგიის გაერთიანებული ფაკულტეტის ...

                                               

ვახტანგ გოილაძე

ვახტანგ გოილაძე - ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. დაიბადა 1938 წელს ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვან ...

                                               

მიხეილ გორგაძე

მიხეილ ანთიმოზის ძე გორგაძე - ქართველი სპორტის ისტორიკოსი. საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი, პროფესორი.

                                               

სერგი გორგაძე

1886 წელს შევიდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი; 1897 წელს - თბილისის სასულიერო სემინარია ხოლო შემდეგ - ყაზანის სასულიერო აკადემია. 1901 წელს მიენიჭა კანდიდატის ხარისხი. მისი უმთავრესი ისტორი ...

                                               

ლეონიდე გორგილაძე

ლეონიდე ერემიას ძე გორგილაძე - ქართველი ისტორიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

                                               

ფარსადან გორგიჯანიძე

აღიზარდა ქართლის მეფე როსტომის კარზე. ახალგაზრდობაში რამდენიმეჯერ გაგზავნეს ირანში ყაზვინი, გილანი სხვადასხვა დავალებით. 1656 წელს როსტომმა, რომელიც შაჰის მიერ ისპაანის ტარუღად მოურავად იყო დანიშნული, გორგიჯანიძე თავის ნაცვლად გაგზავნა ირანის დედ ...

                                               

ლევან გორდეზიანი

ლევან გორდეზიანი დაიბადა 1962 წელს, თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1984. 1987-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში სხვადას ...

                                               

გურამ გრიგოლია (ისტორიკოსი)

გურამ კონსტანტინეს ძე გრიგოლია - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს. 1956-1977 წლებში მუშაობდა იქვე, 1977-1982 წლებში - საქართველო ...

                                               

რევაზ გრძელიძე

რევაზ კონსტანტინეს ძე გრძელიძე, - გ. 28 დეკემბერი, 1998, თბილისი) - ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ ისტორიის ფაკულტეტი ...

                                               

ბერდია გუგავა

ბერდია გუგავა - ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1979-1980 წლებში იყო ლენტეხის სპორტსკოლის მწვრთნელი. 1980-1985 წლებში იყო დირექტორი. 1985-1990 წლებში ...

                                               

ანდრია გუგუშვილი

ანდრია იულონის ძე გუგუშვილი - ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე; ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ლონდონში. დაიბადა ზუგდიდში. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია და გეოლოგიის შესასწავლად გერმანიაში გაემგზავრა. პირველი მ ...

                                               

გურამ გაბესკირია

გურამ გაბესკირია - ქართველი პოლიტიკოსი და ფეხბურთელი, ქალაქ სოხუმის მერი, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა 1993 წელს ქართველების ეთნიკური წმენდის დროს მოკლეს.

                                               

ვახტანგ გურული

ვახტანგ გურული - ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის პროფესორი.

                                               

ვიქტორ გუჩუა

ვიქტორ გესას ძე გუჩუა - ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1940. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში 1941-1945. 1945-1960 წლებში საშ ...

                                               

ნიკო დადიანი (ისტორიკოსი)

ნიკო გიორგი ძე დადიანი - ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი, მწერალი, მსაჯული, დიპლომატი, თანამედროვეთა და შთამომავალთაგან "დიდ ნიკოდ" წოდებული. 1804 წლიდან სამეგრელოს უმაღლესი საგამგებლო საბჭოს წევრი. 1 ...

                                               

დავითის ისტორიკოსი

დავითის ისტორიკოსი - დავით აღმაშენებლის მეფობის ამსახველი ნაწარმოების "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითის" ავტორი, ისტორიოგრაფიაში შესულია დავითის ისტორიკოსის სახელით. ნაწარმოები დაწერილია დავითის გარდაცვალების მომდევნო წლებში. ავტორის მიზანია დავითის ...

                                               

ლიანა დავლიანიძე

ლიანა სევერიანის ასული დავლიანიძე - ქართველი ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1952. 1954–1955 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვარძი ...

                                               

მამია დარჩია

მამია დომენტის ძე დარჩია - ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი. პროფესორი. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო თსუ-ის კადრების განყოფილების გამგე 1967–1971, პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში 1971–197 ...

                                               

დავით დარჩიაშვილი

დავით შანშეს ძე დარჩიაშვილი - ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1990 წელს - ასპირანტურა. 2001 წელს - ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლე ...

                                               

ალექსანდრე დაუშვილი

ალექსანდრე დაუშვილი - ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს. 1975 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტ ...

                                               

გრიგოლ დიასამიძე

გრიგოლ გიგო დიასამიძე დაიბადა 1870 წლის 25 იანვარს, გორის მაზრის სოფელ საქაშეთში. 1879–1880 წლებში სწავლობდა თბილისში, ბარონესა ტიზენჰაუზენის პანსიონში. 1881 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც 1888 წელს დაამთავრა და ...

                                               

ვარლამ დონდუა

ვარლამ დარისპანის ძე დონდუა - ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

                                               

მამია დუმბაძე

მამია ქიშვარდის ძე დუმბაძე - ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

                                               

ბერი ეგნატაშვილი

ბერი ეგნატაშვილი - ქართველი ისტორიკოსი, ჩამომავლობით აზნაური. იყო ვახტანგ VI-ის მიერ "ქართლის ცხოვრების" გაგრძელების დასაწერად შედგენილი კომისიის ერთ-ერთი მონაწილე, შესაძლოა ხელმძღვანელიც. "ახალი ქართლის ცხოვრების" ხელნაწერის აშიაზე გაკეთებული ორ ...

                                               

სიმონ ესაძე

სიმონ სპირიდონის ძე ესაძე - ქართველი სამხედრო ისტორიკოსი, პოლკოვნიკი, კავკასიის ომების მკვლევარი, კავკასიისმცოდნე. გამოქვეყნებული ჰქონდა მრავალი გამოკვლევა რუსეთისა და კავკასიის ისტორიაზე.

                                               

სერგო ვარდოსანიძე

სერგო ვარდოსანიძე - ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახ ...

                                               

ვალერიან ვაშაკიძე

ვალერიან ვაშაკიძე - ქართველი თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და 1983 წელს ასპირანტურა. 1973-1974 წლებში მუშაობდა მაუდ-კამვოლის კომბინატში მუშა-მეკუჭნავე ...

                                               

ნათელა ვაჩნაძე

ნათელა ვაჩნაძე დაიბადა 1940 წლის 21 ნოემბერს, თბილისში. 1962 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ხარისხი მიიღო 1993 წელს. 1963-2006 წლებში პე ...

                                               

ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი

ვახტანგ ალმასხან ბატონიშვილი დაიბადა 1761 წელს. ის იყო მეფე-დედოფლის ერეკლე II-ისა და დარეჯან კაციას ასული დადიანის რიგით მეხუთე შვილი მესამე ვაჟი. ვახტანგი უწოდეს მას ერეკლეს უფროსი შვილის, ვახტანგ კარგის საპატივცემულოდ. სამეფო ოჯახის ქვრივი რძლ ...

                                               

ვახტანგ VI

ვახტანგ VI - ქართლის გამგებელი 1703-1714 წლებში, მეფე 1716-1724 წლებში, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, კოდიფიკატორი და მეცნიერი. გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე. დედა - თუთა, ქაიხოსრო I გურიელის ასული. სულხან-საბა ორ ...

                                               

ვახუშტი ბატონიშვილი

ვახუშტი ბატონიშვილი / ბაგრატიონი - გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი. ავტორი სამეცნიერო თხზულებისა "აღწერა სამეფოსა საქართველოსა". ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უკანონო შვილი. ვახუშტი გვევლინება როგორც ცნობილი გეოგრაფოსი და ისტ ...

                                               

ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, მართლმა ...

                                               

მალხაზ თორია

მალხაზ თორია დაიბადა 1978 წლის 30 აგვისტოს სოხუმში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და კულტურის კვლევების მიმართულებით. 2009 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო PhD დისერტაცია თემაზე "დროის აღ ...

                                               

ვახტანგ ითონიშვილი

ვახტანგ ვალერიანის ძე ითონიშვილი იყო ქართველი ეთნოლოგი და ისტორიკოსი, კავკასიოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

                                               

გივი იმერლიშვილი

გივი გრამიტონის ძე იმერლიშვილი - ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი