ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 355




                                               

ასაბია

ასაბია - ამხანაგი, თანამდგომი, მახლობელი, გულშემატკივარი. ძველ ქართულ სამართალში ასაბია ეწოდება თავდამსხმელის დამხმარეს, პიროვნების მიმართ ჩადენილი ძალადობის თანამონაწილეს. "წამყვანი კაცის" მთავარი დამნაშავის და მისი ასაბიის პასუხისმგებლობა თანაბ ...

                                               

აშორო

აშორო, აშოროს, აშა - ძველ ქართულ სასამართლო პროცესში - ბრალდებულის მიერ ბრალდების ანდა მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ხელაღებით უარყოფა. აშორას სარწმუნოებრივი ხასიათი ჰქონდა, მისი წარმოთქმის ფორმულა იყო: "აშოროს!", "აშოროს ღმერთმან!", რაც ნიშ ...

                                               

ბაგრატ კურაპალატის სამართალი

ბაგრატ კურაპალატის სამართალი - ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის ნუსხებში შეტანილი, ბექასა და აღბულას სამართლის წიგნს დართული კანონები. მისი შემდგენლის ვინაობა, შედგენის დრო და შედგენილობა საბოლოოდ გარკვეული არ არის. ბექასა და აღბუღას სამარ ...

                                               

ბჭე

ბჭე, ძველ ქართულ სამართალში - სადავო საქმის გამრჩევი, მოსამართლე. ბჭეებს ჩვეულებრივ მოდავე მხარეები ირჩევდნენ. ისინი შეიძლებოდა მეფეს ან ადგილობრივ მოხელესაც დაენიშნა. ბჭეთა რაოდენობა მოდავეების სურვილზე იყო დამოკიდებული. ისინი ყოველ კონკრეტულ შე ...

                                               

გამაწბილებელი სასჯელი

გამაწბილებელი სასჯელი, დამნაშავის სახალხოდ შემარცხვენელი დასჯითი ღონისძიება ექსპლუატატორულ საზოგადოებაში. ასეთი სასჯელის ძირითადი მიზანია დამნაშავის ზნეობრივი დამცირება, მისი პატივისა და ღირსების შებრალვა. ფართოდ იყო გავრცელებული ძველ დროსა და შუ ...

                                               

განგება დარბაზობისა

"განგება დარბაზობისა", ქართული სამართლებრივი ძეგლი. უძველეს ნუსხაში სათაურად აქვს "წესი და განგებაჲ დარბაზობისა, რომელი აღესრულების მცხეთას კურთხევასა მეფეთასა". შეიცავს საქართველოში საკუთარი მირონის კურთხევისა და დარბაზობის წესების აღწერას. მიეწ ...

                                               

გაპარსვა

გაპარსვა, გაკრეჭა - სამართლეებრივ ისტორიაში გამაწბილებელი სასჯელის ერთ-ერთ სახე - თავის გადაპარსვა, წვერ-ულვაშის ან საფეთქლების მოპარსვა.ქალისათვის ნაწნავის შეჭრა. კანონმდებლობაში ჩვეულებითი სამართლიდანაა შესული. ცნობილია ჯერ კიდევ ბაბილონური კან ...

                                               

გერში

გერში, ჭრილობა და ჭრილობის საზღაური ძველ ქართულ სამართალში. საზღაურის ოდენობა განისაზღვრებოდა ჭრილობის ხარისხის მიხედვით და დაზარალებულის "სისხლით". ამის შესაბამისად გერში დამნაშავეს გადახდებოდა ან სრული "სისხლის" ან მისი ნაწილის - ნახევრის, მესა ...

                                               

გვირგვინის კურთხევა კიდეს-კიდე

გვირგვინის კურთხევა კიდეს-კიდე, წარმომადგენლობითი ქორწინება ძველ საქართველოში. ფართოდ იყო გავრცელებული დიდგვაროვანთა წრეში. ერთმანეთისაგან დაშორებით მყოფი საქმრო და საცოლე, რომლებსაც რაიმე მიზეზით დროზე ერთად შეყრა არ შეეძლოთ, გვირგვინის კურთხევი ...

                                               

გლახაკები

გლახაკები - საზოგადოების ფენა ფეოდალურ საქართველოში. ფეოდალური ურთიერთობის ჩამოყალიბებასთან ერთად თავისუფალ მწარმოებელთა ფენა გლეხთა ან აზნაურთა რიგში გადადიოდა. თავისუფალი პირი, რომელმაც დაკარგა მიწა და იძულებული გახდა სხვისი მიწა დაემუშავებინა, ...

                                               

დარბევა

დარბევა - შუა საუკუნეების საქართველოში აღნიშნავდა: 1. სამხედრო მოქმედების სახეობას საგარეო თუ შინაომებში, ხშირად რეპრესიის მიზნით; 2. დანაშაულის სახეს - ფეოდალების მიხდომა-თავდასხმასა და ძარცვას; უფლების თვითნებურად განხორციელებასა და მტერთან ანგ ...

                                               

დასტურლამალი მეფის ვახტანგისა

დასტურლამალი მეფის ვახტანგისა - ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლი; შეადგინა ვახტანგ VI-მ 1707-1709 წლებში. ძეგლიდან ჩანს, რომ მასში შესული მთელი საკანონმდებლო მასალა ვახტანგ VI-ს არ ეკუთვნის. დასტურლამალი არის სხვადასხვა დროს შედგენილი დასტურლამ ...

                                               

ერეკლე II-ის გირავნობის კანონი

გირავნობის კანონი - ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის საგანგებო დადგენილება, აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წელს აოხრებული თბილისის აღდგენითი ღონისძიებების ნაწილი. კანონი აწესრიგებდა კრწანისის ბრძოლის შემდეგ განადგურებულ თბილისში წარმოშობილ სადავო საკით ...

                                               

ერეკლე II-ისა და ანტონ კათოლიკოსის განჩინება

ერეკლე II-ისა და ანტონ კათოლიკოსის განჩინება 1767-1768 - მეფისა და კათოლიკოსის ნორმატიული აქტი შელახული სარწმუნოებისა და ეკლესიის მოშლილი საქმეების მოსაწესრიგებლად, აგრეთვე ზოგი სარწმუნოებრივი და სქესობრივი დანაშაულის აღსაკვეთად. შედგება 2 ნაწილი ...

                                               

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული - ვახტანგ ბატონიშვილის ბრძანებით შექმნილი საკოდიფიკაციო კომისიის მიერ 1705-1708 წლებში შედგენილი კანონთა კრებული; შეიცავს შესავალსა და შვიდ საკანონმდებლო ძეგლს: სამართალი სომხური სამართალი ბატონისშვილის ვახტ ...

                                               

ვაჰანის ქვაბთა განგება

"ვაჰანის ქვაბთა განგება" - ვანის ქვაბების მონასტრის წესდება, ქართული საკორპორაციო სამართლის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. წესდება შეუდგენია მონასტრის ახალ პატრონს ერისთავთერისთავს მხარგრძელ-თმოგველს 1225-1230 წლებს შორის. ძეგლი დაზიანებულია, მაგრამ ჯერ ...

                                               

ვედრი

ვედრი - შენახვის ხელშეკრულების ობიექტი, ანაბარი ძველ ქართულ სამართალში. დაახლოებით ამასვე ნიშნავდა და ვედრთან ერთად იხმარებოდა ნამარხევი. ვედრად შეიძლებოდა დადებულიყო ყოველგვარი მოძრავი თუ უძრავი ქონება, კერძოდ, ფული და ყმა-მამული, ასევე წერილობი ...

                                               

ვექილი

ვექილი - რწმუნებული, მეურვე, მზრუნველი ფეოდალურ საქართველოში. XVII-XVIII საუკუნეებში ტერმინი "ვექილი" ხშირად იხმარებოდა მოხელის აღსანიშნავად. სამეფო კარის მოხელეების საერთო სახელწოდება იყო "ვექილ-ვეზირები". "ვექილი" ეწოდებოდა ირანის მოხელეს, რომე ...

                                               

კათალიკოსთა სამართალი

კათალიკოსთა სამართალი კანონები, რომლებიც შეადგინა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებამ XVI საუკუნის შუა წლებში. შედგება 3 ნაწილისაგან: შესავალი, კანონთა მუხლები და კრების მონაწილე პირთა ხელრთვეები. შეიცავს 23 მუხლს. ძეგლი სისხლის სამართლის სჯულდ ...

                                               

მახსოვარი

მახსოვარი, ერთგვარი მოწმე ძველ საქართველოში - სასამართლოსთვის საინტერესო ხანდაზმული ფაქტის მომსწრე პირი, "ძველი საქმის მცოდნე" და "თანამეჟამე". მახსოვარი წყაროებში ზოგჯერ მოხუცებულად, "უფროს კაცად" ან "მახსოვარ კაცად" იწოდება და მოწმის გვერდით იხ ...

                                               

მეჯინიბე

მეჯინიბე - მეჯინიბეთუხუცესის ხელქვეითი მოხელე ძველ საქართველოში. მეჯინიბეებს საჯინიბოში მუშაობა და ცხენების მოვლა ევალებოდათ. ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით, ცხენები ხარისხებად დაყოფილი მიებარებოდა მეჯინიბეებს ; თუ ცხენი "ავად დაყურები" იქნ ...

                                               

მთხრობელი

მთხრობელი - ძველ საქართველოში ბოროტმოქმედების თვითმხილველი პირი, რომელიც გასამრჯელოს მიღების მიზნით აცნობებდა დაზარალებულს დამნაშავის ვინაობას და აუცილებლობის შემთხვევაში სასამართლო პროცესშიც მონაწილეობდა როგორც ბრალდების მოწმე. ვახტანგ VI-ის სამ ...

                                               

მოთემე

მოთემე - თემის კაცი, რომელსაც ძველ საქართველოში სასამართლო იყენებდა რაიმე გარემოების გამოსაღკვევად. მოთემეს ევალებოდა აგრეთვე ნაკლებმნიშვნელოვანი დავა-საჩივრების "გარიგება". საფიქრებელია, რომ მოთემე იგივე ადგილობრივი მოსამართლე იყო, რომელსაც სოფე ...

                                               

მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტი

მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტი - მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტი საქართველოში, ტრადიციულად, საქართველოს პირველ რესპუბლიკამდე არსებობდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტის ნორმატიული რე ...

                                               

მორიგის ლაშქრობის განაჩენი

მორიგის ლაშქრობის განაჩენი 1774 - ძველი ქართული ადმინისტრაციული და სამხედრო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი. შეიმუშავა დარბაზმა. მოქმედებდა 1774 წლის იანვრიდან ქართლ-კახეთის სამეფოში. შედგება შესავლისა და 37 მუხლისაგან. მორიგის ლაშქრობის განაჩენის ...

                                               

მოფიცარი

მოფიცარი - ფეოდალურ საქართველოში სასამართლო პროცესის მონაწილე, რომელიც ფიცით ადასტურებდა სასამართლოსათვის მნიშვნელოვან ფაქტს. უმრავლეს შემთხვევაში მოფიცარი ამაგრებდა სასამართლო პროცესში მხარის სახით მონაწილე პირის ფიცს. მოფიცარი იგივე თანამოფიცარ ...

                                               

მსაჯულთშეკრებულობა

მსაჯულთშეკრებულობა - ქართლ-კახეთის სამეფოში მდივანბეგთა კოლეგიური სასამართლოს სახელწოდება XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან. ეს ახალი - უფრო გაქართულებული სახელწოდება მდივანბეგთა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების მოსამართლეთა, ავტორიტეტისა და უფლებამ ...

                                               

მცირე სჯულისკანონი

მცირე სჯულისკანონი - XI საუკუნის ქართული საეკლესიო სამართლის ძეგლი. ნათარგმნია ბერძნულიდან ექვთიმე მთაწმინდელის მიერ, თუმცა ეს არაა ზუსტი თარგმანი და მისი ბერძნული დედანი არ არსებობს. ძეგლში მოცემულია სამართლის მრავალი დარგის შესასწავლი მასალა. წ ...

                                               

ნიჭი (სამართალი)

ნიჭი - საჩუქარი, საბოძვარი ძველ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ნიჭი "უფალთა მიერ საბოძვარს", "უაღრესისაგან უდარესის მინაცემს" წარმოადგენდა. ჩუქებას ბოძებას აღნიშნავდა "ნიჭება", "მინიჭება", "მონიჭება", გაჩუქებას - "განიჭება", მბ ...

                                               

ოპიზის სიგელი

ოპიზის სიგელი, ასევე ოპიზართა სიგელი - ძველი ქართული სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი და წყარო, თარიღდება 1027-1072 წლებით, შედგენილია საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის მმართველობის პერიოდში. სიგელი თავისი შინაარსით სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელი ...

                                               

პარტახი

პარტახი, პარტახტი, უპატრონოდ მიგდებული, გაჩანაგებული ადგილ-მამული, სახლ-კარი ძველ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, პარტახი ოხერივით "უნამუშავრო" ადგილს ეწოდებოდა. ტერმინი "პარტახი" დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოს საბუთებისა ...

                                               

პატიჟი

პატიჟი, სასჯელი, დასჯა ძველ ქართულ სამართალში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, პატიჟი "უპატიურად და შეჭირვებით პყრობას" ნიშნავს. ბექას და აღბუღას სამართალში ტერმინი "პატიჟი" სასჯელის ზოგადი მნიშვნელობით იხმარება, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში ...

                                               

პიტაკი

პიტაკი, წერილი, საბუთი ძველ საქართველოში. ტერმინი "პიტაკი" წერილობით თხოვნას ანუ "სავედრებელს" - "უდარესისაგან უაღრესისა მიმართ მინაწერს" და წყალობა-ბოძებისა თუ თარხნობის სიგელს აღნიშნავდა. სამდივანმწიგნობრო ენასა და ტერმინოლოგიაში იგი შედარებით ...

                                               

სააჯო კარი

სააჯო კარი - სამსჯავრო, სასამართლო დაწესებულება და მისი შენობა ძველ საქართველოში. იხსენიება შიომღვიმის მონასტრის 893-918 საბუთსა და ხელმწიფის კარის გარიგებაში. მართლმსაჯულების დარგში დავით აღმაშენებლის სარეფორმო მოღვაწეობის შედეგად სააჯო კარს უმა ...

                                               

სავადი

სავადი - საბუთის პირი XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, უსტარის "გარდანაწერს" ეწოდება "პაჭენისი, რომელსა სპარსნი სავადსა უჴმობენ".

                                               

საზღავი

საზღავი, საზღაო, საზღავო - ძველი ქართული იურიდიული ტერმინი, რომლითაც აღინიშნებოდა: გადასახად-გამოსაღები; ფასის ნახევარი, რომელსაც "სამოყალნო" ანუ საბეგრო ადგილ-მამულის ფასდაკლებით გაყიდვის შემთხვევაში შეფასებისას "Vამოუშვებდნენ" სრულ ფასს დააკლებ ...

                                               

საკანონო

საკანონო, საეკლესიო სასჯელი ძველ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, საკანონო "ცოდვის" "საზღაურს", "ცოდვისათვის გარდასაჴადს" ერქვა. საკანონო მონანიებითი სასჯელი იყო და იგი შემცოდეს განკანონების წესით დაედებოდა. მისი ოდენობა შეცოდები ...

                                               

საკარგავი

"საკარგავი", ძველი ქართული ტერმინი, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებოდა. გასამრჯელო, საბოძვარი, სარგო. პირობითი, დროებითი მიწათმფლობელობა, რომელიც უპირისპირდებოდა მამულს - მემკვიდრეობით მიწის საკუთრებას და შეესაბამებოდა ბენეფიციუმს ადრინდე ...

                                               

საკუთრების ქალაქური წესი

"საკუთრების ქალაქური წესი" - 1722 წელს ვახტანგ VI-ის სიგელით შემოღებული მემკვიდრეობის წესი, რომელიც შემდეგ ერეკლე II-მ განამტკიცა. ვახტანგ VI-ის სიგელი თბილისის მკვიდრ მცხოვრებლებს ებოძა. ამ კანონით ხელი უნდა შესწყობოდა აღებ-მიცემობისა და მსხვილი ...

                                               

სამართალი სომხური

სამართალი სომხური - ძველი სომხური სამართლის ქართული ვერსია, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში მესამე ნაწილად შეტანილი საკანონმდებლო ძეგლი. ვახტანგ VI-მ "მოაღებინა. ეჩმიძინით სომეხთ მეფეთა წიგნი სამართლისანი". აქედანაა გადმოღებული ქართული ვე ...

                                               

სამართლის წიგნი

სამართლის წიგნი, კანონთა სისტემური კრებულის ძველი ქართული სახელწოდება. ხშირად "სამართლის წიგნის" მაგიერ შეკლებული გამონათქვამი "სამართალი" იხმარებოდა. სამართლის წიგნი სამართლის სხვადასხვა დარგის ნორმებს აერთიანებდა. მის ცალკეულ დარგობრივ ნაწილებს ...

                                               

სამოურავო

სამოურავო - მეფის სახასო ან მსხვილი საერო და საეკლესიო ფეოდალების სამფლობელო ტერიტორიის ნაწილი შუა საუკუნეების საქართველოში, რომელსაც მოურავი განაგებდა. სამოურავოს არსებობას XIII საუკუნიდან ვარაუდობენ, მათი მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა XV ს ...

                                               

სამოქალაქოს ჰსჯულვილება

"სამოქალაქოს ჰსჯულვილება", "სხვადასხვა საგანთა შეკრებილება" - უცნობი პირის მიერ 1799-1800 წლებში მომზადებული და კრებულად შემონახული 21 კანონპროექტი სხვადასხვა საკითხზე. ეს კრებული ხელთ ჰქონია დავით ბატონიშვილს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - იო ...

                                               

სამპარავთმეძებლო სამართალი

სამპარავთმეძებლო სამართალი, გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს სასამართლო-სამძებრო დაწესებულება, რომელიც სპეციალურად იყო შექმნილი მპარაობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასეთ დაწესებულებას XVI საუკუნიდან მეკობრეთმძიებელთა სასამართლო, შემდგომ დასტურლა ...

                                               

სანათი

სანათი - ვალდებულებითი საბუთი, უმთავრესად სავალო ხელწერილი, ხშირად გირავნობითურთ. სანათს თამასუქიც ერქვა. ტერმინი გავრცელებული იყო XVII - XVIII საუკუნეებში.

                                               

სანახშირო

სანახშირო, სანახშირე - ძველ საქართველოში განსაკუთრებული ქონებრივი საზღვარი, რომელსაც მესისხლეთა შორის ზავის ჩამოგდების შემდეგ დამნაშე დაზარალებულს "სისხლის" გადახდის საწინდრად აძლევდა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, "სანახშირე ესე არს რა მეს ...

                                               

საპირო

საპირო - ძველ საქართველოში საგანგებო ქონებრივი საზღაური, რომელსაც მესისხლეთა დაზავებისას დამნაშავე შერიგების პირობების განსამტკიცებლად "სისხლის" გადახდამდე აძლევდა დაზარალებულს. საპირო გვხვდება ბაგრატ კურაპალატის სამართლსა და ე. წ. "სასიხლო სიგელ ...

                                               

საპოვნელა

საპოვნელა, საპოვნელო, საპოვნელი - დაკარგული ნივთის პოვნის გასამრჯელო საქართველოში. საპოვნელა აღბუღას სამართლით დაკანონდა: ვინც ნაპოვნს პატრონს დაუბრუნებდა, მისგან "მსგავსიერ საპოვნელა" - შესაფერ ჯილდოს მიიღებდა. ი. ბაგრატიონის "სჯულდებით", საპოვნ ...

                                               

სარგო

სარგო - მოხელის კუთვნილი წილი ფეოდალურ რენტაში XVI - XVIII საუკუნეების საქართველოში. სარგოს იღებდნენ მეფის, ფეოდალებისა და ეკლესიის მოხელეები მათი საგამგებლო ობიექტებიდან როგორც ნატურალური, ისე ფულადი გადასახადის სახით. სარგოს რაოდენობა დამოკიდებ ...

                                               

სასაპყრო

სასაპყრო - "სისხლის" ნაწილი,რომელიც ეძლეოდა მოკლული კაცის ქვრივს თავის სარცენად ძველ საქართველოში. იგი ძმისმკვლელობისას დააკანონა გიორგი ბრწყინვალის სამართალმა. სასაპყროს ქვრივს გაუთხოვრობის პირობით აძლევდნენ. მის ოდენობას "ძალისა მსგავსად" განსა ...