ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 351




                                               

აჭარა

სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს - აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება "ჭანს" და ნიშნავს "საჭანოს".

                                               

ბაზალეთი (მხარე)

ბაზალეთი - ისტორიული მხარე ქართლში. ვახუშტის ცნობით, აღმოსავლეთიდან - ბოდავის ციხე და ტინის მთა, დასავლეთიდან - გრემისხევი და ალევის მთა, ჩრდილოეთიდან - ჭართლის მთა. ბაზალეთის პლატოზე ადამიანი ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანაში სახლობდა. ლეონტი მროველის ...

                                               

ბაიდარი (მხარე)

ბაიდარი - ისტორიული მხარე ქვემო ქართლში. მოიცავდა მდინარე ქციის ორივე ნაპირზე გაშლილ ველს ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის აღმოსავლეთით. XVII საუკუნეში ირანის შაჰებმა აქ თანდათან ჩამოასახლეს მაჰმადიანი ტომები, რომლებიც ცალკე სოფ ...

                                               

ბამბაკი

ბამბაკი - მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მოიცავდა მდინარე დებედის სათავის მთიან ხეობას. იგი სტრაბონისეული გოგარენეს და სომხური წყაროების გუგარქის ანუ ქვემო ქართლის უკიდურესი სამხრეთი თემი იყო. ძვ. წ. II საუკუნეში გოგარენეს პროვინციას სომხურ ...

                                               

ბასიანი

ბასიანი - პროვინცია ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიული მესხეთის ნაწილი, მდინარე არაქსის სათავეების რაიონში. სახელწოდებას უკავშირებენ ფასიანების ტომს. სომხეთის სამეფოს წარმოქმნისა და მისი გაფართოების შედეგად ბასიანი მის ფარგლებში მო ...

                                               

ბორჩალო

ბორჩალო - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მოიცავს დებედის ხეობას. სახელდება მომდინარეობს XVII საუკუნეში ჩამოსახლებული თურქმანული ტომის ბორჩალუსაგან.

                                               

გარდაბანი (მხარე)

გარდაბანი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვემო ქართლის ნაწილი. ცენტრი ხუნანი. იგი ძველი ქართლის სამეფოს განაპირა პროვინციას წარმოადგენდა, რომლის სახელი ემთხვევა კავკასიის ალბანეთის პროვინცია გარდმანის სახელწოდებას. სახელწოდებათა საერთო ...

                                               

გარეკახეთი

გარე კახეთი, გარეთ კახეთი, გარეკახეთი - ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავდა ტერიტორიას მდინარე ივრის შუა დინებაზე, ერწოდან ქიზიყამდე. ტერიტორიულად დაახლოებით ემთხვევა ახლანდელ საგარეჯოს მუნიციპალიტეტს.

                                               

გაღმამხარი (კახეთი)

გაღმამხარი, გაღმა მხარი - ისტორიული მხარე კახეთში. მოიცავდა ძველი ჰერეთის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც მოქცეული იყო მდინარე ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის. ეს ტერიტორია შიდა კახეთის მიმართ "გაღმა მხარი" იყო. ეკონომიურად იგი კახეთის ერთ-ერთ ყველ ...

                                               

გაღმამხარი (ქართლი)

გაღმამხარი - ისტორიული მხარე ქართლში. სახელწოდება გვხვდება გვიანდელი ფეოდალური ხანის საბუთებში. ზოგი მკვლევრის აზრით, გაღმამხარი ეწოდებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირს ტაშისკარიდან მცხეთამდე, ზოგის აზრით კი - გვიანდელი ფეოდალური ხანის სათავადოს - საცი ...

                                               

გაჩიანი

გაჩიანი - ქალაქი და მხარე ისტორიულ ქვემო ქართლში. ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა დაუდგენელია. გაჩიანის მხარე ანუ სამშვილდის საერისთავო ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაპირა საერისთავო იყო. ლეონტი მროველის XI ს. მიხედვით, ქართველთა ლეგენდ ...

                                               

გუდამაყარი

გუდამაყარი - აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ძირითადად განიხილება როგორც მთიულეთის ერთ-ერთი თემი, თუმცა ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა. გუდამაყრის მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალურ ...

                                               

გურიანა

გურიანა - რკინის ხანის ისტორიული სახელმწიფო, რომელიც ჩრდილოეთ ანატოლიაში ან სამხრეთ კავკასიაში მდებარეობდა. ურარტულ წყაროთა მიხედვით, გურიანა მდებარეობდა ურარტუსა და გამირუს ქვეყნებს შორის. სარდური II-ის ანალებში ასევე მოხსენიებულია ქვეყანა "კური ...

                                               

გუჯარეთი (მხარე)

გუჯარეთი, გუჯარეთისხევი, - ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი. გუჯარეთი ისტორიული თორის შემადგენელი ნაწილია, ძირითადად მოიცავდა მდ. გუჯარეთისწყლის ხეობას. აქაურ სოფელთა უმრავლე ...

                                               

დიღმისხევი

დიღმისხევი - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთული შუა საუკუნეების საქართველოში. ცენტრი - დიღომი. დიღმისხეში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მევენახეობა; ხევის ქვედა ნაწილი - დიღმის ველი მეფეთა სანადირო ადგილ ...

                                               

დმანისხევი

დმანისხევი, დბანისხევი - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, აღმოსავლეთ-ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, ახლანდელი ბოლნისისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე, მაშავერის ხეობის ადრინდელი სახელწოდება. აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მ ...

                                               

ეგრისი

ეგრისი, ეგრი, ეგური, ფართო მნიშვნელობით - დასავლეთ საქართველოს ძველი ქართული სახელწოდება; წარმოდგება ეგრის ტომის სახელიდან. ეგრისი იგივეა, რაც კოლხიდა და ლაზიკა. ლეონტი მროველის სიტყვებით: ხოლოა მან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ეგრის ...

                                               

ელისენი

ელისენი, ენისელი - მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი. მოიცავდა მდინარეებს ბელაქნისწყალსა, გიშისწყალსა, ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის მდებარე მიწებს.

                                               

ერუშეთი

ერუშეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარე მდინარე მტკვრის ზემო წელზე, მის მარცხენა ნაპირზე, არტაანის ჩრდილოეთით.

                                               

ერწო (მხარე)

ერწო - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარეობდა ივრის ზემო წელზე და განლაგებული იყო მის ორივე ნაპირას. მარჯვენა სანაპირო იწყებოდა უჯარმის ციხიდან, მოიცავდა ერწოს ტაფობს, ხოლო მარცხენა სანაპირო კი ბოჭორმის ციხიდან და თავდებოდა ჟალეთს.

                                               

ერწო-თიანეთი

ერწო-თიანეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს მდ. ივრის ზემოთის ზეგანს. ისტორიულად წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ორ ცალკეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს - ერწოსა და თიანეთს. ერთობლივი ისტორიუ ...

                                               

ზემო ქართლი

ზემო ქართლი - ისტორიული სამხრეთ-დასვლეთ საქართველოს პოლიტიკურ-გეოგრაფიული სახელწოდება. VIII-IX საუკუნეებში ზემო ქართლის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქართველ ბაგრატიონთა საკურაპალატო. XII-XIII საუკუნეებში ამ მხარის ფეოდალური მფლობელები იყვნენ თორელები, ...

                                               

ზურტაკეტი

ზურტაკეტი - ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, ახლანდელ დმანისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომარეთის პლატოზე, მდ. შავწყაროსწყლის ხეობაში. დასავლეთიდან ზურტაკეტს ესაზღვრება ჯავახეთის ქედი, ჩრდილოეთით – კვირიკეთის ქედი, აღმოსავლით – ხრამის ხეო ...

                                               

თაკვერი

თაკვერი - ისტორიული მხარე საქართველოში. პირველად დამოწმებულია VII საუკუნის ანონიმურ სომხეთის გეოგრაფიაში. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სახელწოდება "თაკვერი" ორი მნიშვნელობით იხმარებოდა: ფართო მნიშვნელობით ახლანდელი რაჭა-ლეჩხუმს მოიცავდა, ვიწრო მნიშვნ ...

                                               

თორთომი

თორთომი, თორთუმი - პროვინცია ისტორიულ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე. პროვინციის ცენტრი, თორთომის ციხე ნანგრევების სახითაა შემორჩენილი მდინარე თორთომისწყლის შუა წელზე, ახლანდელ სოფელ თორთუმკალესთან. თორთომი ტაო ...

                                               

თორი

თორი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. სახელწოდება წარმოდგება დაბა თორისგ ...

                                               

თრიალეთი (მხარე)

თრიალეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე ქვემო ქართლში. მოიცავდა მდინარე ქციის ზემო წელსა და შავწყაროსწყლის ხეობებს. ესაზღვრებოდა ჯავახეთს, თორს, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლს. თრიალელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი დღეს აღარ არსებობს.

                                               

თუშეთი

თუშეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. თუშეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი. დღევანდელი ა ...

                                               

კამბეჩოვანი

კამბეჩოვანი, კამბეჩანი, კამბეჩიანი - ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე შუა საუკუნეების საქართველოში, დღევანდელი ქიზიყი.

                                               

კახეთი

კახეთი - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღ ...

                                               

კლარჯეთი

კლარჯეთი - ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. განასხვავებენ კლარჯეთის ვიწრო და ფართო გაგებას. ფართო გაგებით კლარჯეთი ესაა ტერიტორია ზღვიდან არსიანის მთამდე, ანუ ჭანეთი და მთელი ჭოროხის ბასეინი, ხოლო ...

                                               

კოლა

კოლა - ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. იგი მოიცავს მტკვრის სათავეების ქვაბულს. სახელწოდება წარმოდგება კოლხას ტომის სახელისაგან. უძველესი აბორიგენული მოსახლეობა დასავლურ-ქართული იქნებოდა.

                                               

კუხეთი

კუხეთი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, დაარსდა ქართველთა ეთნარქის - კუხოსის მიერ. თავდაპირველად წარმოადგენდა ქართლის ნაწილს. მისი აღმოსავლეთი საზღვარი ჰერეთთან წარმოადგენდა იმავდროულად ქართლისა და ჰერეთის საზღვარს. შემდგომში კუხეთის, კ ...

                                               

ლაზეთი

ჭანეთი ან ლაზეთი - ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთისა და ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. დასახლებული იყო კოლხური ტომით - ჭანებით. იგივეა, რაც ლაზეთი, ლაზისტანი, ბერძნულ წყაროებში მოიხსენიე ...

                                               

ლაზისტანი

ლაზისტანი - ბუნებრივი მხარე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთი პონტოს მთების ჩრდილოეთ კალთაზე. სიმაღლე 3931 მ-მდე. კალთები ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა განივი ხეობებით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკული, ნალექები 2-3 ათასი მმ წელიწადში. ...

                                               

ლეჩხუმი

ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან - ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან - მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან - მდინარე ...

                                               

ლორე

ლორე, ლორი - შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში. ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია ქ. სტეფანავანის ახლოს. დაარსდა XI საუკუნის 20–იან წლებში ტაშირ ძორაგეტის მეფე დავით I უმიწაწყლოს მიერ, 1065 წლიდან კვირიკიდების დინასტიის მიერ ჩა ...

                                               

მაღრანდვალეთი

მაღრანდვალეთი, ისტორიული მხარე - თემი აღმოსავლეთ საქართველოშიმდინარე ლიახვის სათავეებში, ძირითადად მოიცავდა ახლანდელ ჯავის მუნიციპალიტეტის ედისის ტერიტორიას. ცენტრი ედისა. სახელწოდება მაღრანდვალეთი პირველად გვხვდება XIV საუკუნეში "ძეგლი ერისთავთა ...

                                               

მაჭახელი

მაჭახელი, მიჭიხიანი - ისტორიული მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ამჟამად მაჭახელი ორადაა გაყოფილი, მდ. მაჭახელის დინების ზემო ნაწილი თურქეთის საზღვრებშია, ხოლო ქვედა საქართველოში.

                                               

მესხეთი

მესხეთი - ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდება. ანტიკური წყაროებში მოიხსენიება ეს ტერიტორია "მოსხიკეს" სახელწოდებით ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული წყაროები "მესხეთს" არ ახსენებენ და ამ მხარის სახელწოდებად X-XVI სს ...

                                               

მთიულეთი

მთიულეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავს მდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს - ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარ ...

                                               

მიღმახევი

მიღმახევი - ხეობა პირიქითა ხევსურეთში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთით ფშავი, დასავლეთით შატილის ხეობით, ხოლო აღმოსავლეთით თუშეთი.

                                               

მუხრანი (მხარე)

მუხრანი, მუხნარი - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში. სახელწოდება წარმოდაგება "მუხიდან". მუხიანის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და შედარებით ადვილად გასახორციელებელი ირიგაცია ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ გან ...

                                               

მუხურისი (მხარე)

მუხურისი - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, ეგრისის სამეფოს ცენტრალური პროვინცია. მოიცავდა იმერეთის ვაკე ტერიტორიას მდინარეების რიონსა და ცხენისწყალს შორის. ვარაუდობენ, რომ სახელწოდება "მუხურისი" წარმოდგება ციხე "მუხურისიდან", რომელიც ამ მხ ...

                                               

ნარიმანი

ნარიმანი - მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ამჟამად მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ლოკალიზდება ისტორიულ ოლთისში, არზრუმის ოლქში. მდებარეობს მდინარე ჭოროხის სათავესთან, თანამედროვე ქალაქ ნარმანის ნამირვანის ტერიტორიაზე. ნარიმანი ...

                                               

ნიგალი

წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში ნიგალის სახელწოდებით. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, მოიცავდა მდინარე ჭოროხის ხეობის იმიერ და ამიერ მხარეს ართვინის სანახებითურთ: და ართვანის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე, ჭოროხის ჴეობის იმერი და ა ...

                                               

ოდიში (მხარე)

ოდიში - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, გვიანდელი შუა საუკუნეების ხანის სამეგრელოს ძირითადი ნაწილი. ერთი ვარაუდით, სახელწოდება "ოდიში" წარმართული ღვთაება ოდის სახელისაგან მოდის ე.ი. ოდის ქვეყანა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნე ...

                                               

ოკრიბა

ოკრიბა - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ნაწილი, მოიცავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. ოკრიბა ეწოდება ქალაქ ტყიბულის ერთ-ერთ ქუჩას, ადგილობრივ გაზეთს, ადგილობრივ ტელევიზიას, ავტოსადგურს ქალაქ თბილისში

                                               

ოლური

ოლური - ციხე-ქალაქი და ადმინისტრაციული ერთეული ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მხარეში, ამჟამად მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ტაოსკარი მოიცავს ფართო დაბლობს მდინარე ტაოსკარსა და სალუჩურის შესართავს შორის. ეს ქვაბული ყო ...

                                               

პალაკაციო

პალაკაციო - მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში ; აბოცს, ჯავახეთს, კოლა-არტაანსა და კარს შორის მდებარე მიწები; XII საუკუნის ბოლო პერიოდში ადმინისტრაციულად ჯავახეთის სანაპირო საერისთავოში შედიოდა; მომდევნო საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოს შემადგენელი ...