ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 341




                                               

ტუკუმე

ტუკუმე - კომპლექსი პერუში, მდინარე ლა-რეჩეს სანაპიროზე. წარმოადგენს 220 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიას, რომელიც შემოსაზღვრულია 26 მთავარი პირამიდითა და მიწაყრილებით. ეს ძეგლი წარმოადგენდა რეგიონულ ცენტრს ჯერ ლამბაიკეს ჩვ.წ. 800-1350, შემდეგ ჩიმუს ...

                                               

უაინა-პიქჩუ

უაინა-პიქჩუ - მთა პერუში. მის ძირში მიედინება მდინარე ურუბამბა. იგი მაღლიდან გადმოჰყურებს და ორ ნაწილად ჰყოფს ინკების დაკარგულ ქალაქს – მაჩუ-პიქჩუს. ინკებმა ამ მთაზე გზა გაიყვანეს და მის მწვერვალზე ააშენეს ტაძარი და ტერასები. უაინა-პიქჩუ ზღვის დო ...

                                               

უაკა-დე-ლა-ლუნა

უაკა-დე-ლა-ლუნა - საკმაოდ დიდი, გამოუწვავი აგურით ნაშენები მონუმენტი პერუში. აშენებულია მოჩეს კულტურის მიერ. იგი, უაკა-დელ-სოლთან ერთად, უაკა-დე-მოჩეს ნაწილია, რომელიც წარმოადგენს მოჩეს კულტურის უძველესი დედაქალაქის, როგორც მას არქეოლოგები უწოდებ ...

                                               

უაკა-დელ-სოლი

უაკა-დელ-სოლი - აგურით ნაშენები ტაძარი პერუში, რომელიც აშენებულია მოჩეს კულტურის მიერ. მდებარეობს დღევანდელი პერუს ქალაქ ტრუხილიოს მახლობლად. კომპლექსის მეორე, უკეთ შემონახული, მაგრამ მცირე ტაძარია უაკა-დე-ლა-ლუნა. ტაძრები აშენდა ახ. წ. 450 წელს. ...

                                               

უინიაი-უაინა

უინიაი-უაინა - ინკების იმპერიის ეპოქის ნანგრევები მაჩუ-პიქჩუს გზაზე. ქალაქი გაშენებული იყო მდინარე ურუბამბის სანაპირო ფერდობზე და შედგებოდა შენობების ზემო და ქვემო კომპლექსებისაგან. სახლების უკან მდებარეობდა ინკების ცნობილი სასოფლი-სამეურნეო ტერა ...

                                               

ურუბამბის ხეობა

ურუბამბას ხეობა – იგივე ინკების წმინდა ხეობა, მდებარეობს პერუს ანდებში, ინკების დედაქალაქ კუსკოს შემოგარენში და უძველესი წმინდა ქალაქის - მაჩუ-პიქჩუს დაბლა. ხეობა მოიცავს ტერიტორიებს პისაკსა და ოლიანტაიტამბოს შორის და მიუყვება მდინარე ურუბამბას, ...

                                               

ჩავინ-დე-უანტარი

ჩავინ-დე-უანტარი - არქეოლოგიური ნაქალაქარი პერუში, მდებარეობს ზღვის დონიდან 3200 მეტრზე ანდებში, ანკაშის რეგიონში, ლიმიდან 250 კმ-ზე სამხრეთით. მიეკუთვნება ჩავინის კულტურას, რომელიც აკონტროლებდა სავაჭრო გზებს დასავლეთში წყნარ ოკეანემდე და აღმოსავ ...

                                               

ჩან-ჩანი

ჩან-ჩანი - მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამხრეთ ამერიკაში, პერუში. ჩიმუს კულტურის ყოფილი ცენტრი და ჩიმორის სახელმწიფოებრივი გაერთიანების დედაქალაქი, მდებარეობს წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ქალაქ ტრუხილიოს დასავლეთით ლა-ლიბერტადის რეგიონში ...

                                               

ჩანკილიო

ჩანკილიო – მონუმენტური არქეოლოგიური კომპლექსი პერუს სანაპირო ზოლში, კასმას ხეობაში, ანკაშის რეგიონში. ნანგრევები მოიცავს ჩანკილიოს ციხე-სიმაგრეს, მზის ობსერვატორია "ოცდამეათე კოშკს" და სხვა მიმდებარე ტერიტორიას. ეს ობსერვატორია სავარაუდოდ ძვ. წ. ...

                                               

ჩოკეკირაო

ჩოკეკირაო - ინკების იმპერიის ქალაქის ნანგრევები პერუში. მდებარეობს მაჩუ-პიქჩუს სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 10 მილში. ზღვის დონიდან 3 085 მეტრზე. ახლადაღმოჩენილი ქალაქი ფრანგი და პერუელი არქეოლოგების შესწავლის საგანი გახდა. მიმდინარეობს სარესტა ...

                                               

ხისკაირუმოკო

ხისკაირუმოკო - კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი პერუში, ქალაქ პუნოდან სამხრეთით 54 კილომეტრზე. მდებარეობს ტიტიკაკას ტბის აუზში, ზღვის დონიდან 4 115 მეტრზე. ეს ტერიტორია დასახლებული იყო ძვ.წ. 3000-1400 წლებში. 1994 წელს იგი აღმოაჩინა მარკ ალდენდერფ ...

                                               

ალექსანდრე I იაგელონი

ალექსანდრე I იაგელონი - ლიტვის დიდი მთავარი და მოგვიანებით პოლონეთის მეფე, იყო პოლონეთის მეფე კაზიმირ IV იაგელონის მეოთხე ვაჟი. მამამისის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს ლიტვის დიდ მთავრად წელს, ხოლო პოლონეთის მეფე გახდა 1501 წელს თავისი ძმის იან I ...

                                               

ანა იაგელონი

ანა იაგელონი იყო პოლონეთის არჩეული მეფე და ლიტვის დიდი მთავარი, სტეფანე ბატორის მეუღლე. ანა იყო იაგელონთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი პოლონეთის სამეფო ტახტზე. მას პოლონეთის ტახტი მემკვიდრეობით ერგო თავისი ძმის სიგიზმუნდ II ავგუსტისგან. ა ...

                                               

ანა იაგელონი (1476-1503)

ანა იაგელონი - იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის ასული. პომერანიის ჰერცოგინია 1491-1503 წლებში როგორც ბოგისლავ X-ის ცოლი. დანიისა და ნორვეგიის დედოფალ სოფია პომერანიელის დედა.

                                               

ბარბარა იაგელონი

ბარბარა იაგელონი - იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის ასული. საქსონიისა და მეიზენის ჰერცოგინია 1500-34 წლებში როგორც გეორგ საქსონელის მეუღლე.

                                               

ვლადისლავ II (უნგრეთი)

ვლადისლავ II იაგელონი, ან ულასლო II - იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთისა და ლიტვის მეფე კაზიმირ IV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის უფროსი ვაჟი. ბოჰემიის მეფე 1471-1516 და უნგრეთისა და ხორვატიის მეფე 1490-1516 წლებში.

                                               

ვლადისლავ III (პოლონეთი)

ვლადისლავ III ვარნელი, - პოლონეთის მეფე 1434 წლის 25 ივლისიდან, უნგრეთის მეფე 1440 წლის 17 ივლისიდან სახელით I, ასევე ხორვატიის მეფე და ლიტვის მთავარი.

                                               

იაგაილო

იაგაილო - ვიტებსის მთავარი; ლიტვის დიდი მთავარი კეისტუტთან ერთად, ; პოლონეთის მეფე - 1386–1434) - იაგელონების დინასტიის ფუძემდებელი. გედიმინასის შვილიშვილი, ოლგრედისა და მართლმადიდებელი თავადის ქალის იულიანა ტვერსკოის საყვარელი შვილი. ჯერ კიდევ ა ...

                                               

იან I ალბერტი

იან I ალბერტი - იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის ვაჟი. პოლონეთის მეფე 1492-1501 წლებში. გარდაიცვალა უცოლ-შვილოდ, რის გამოც ტახტზე მისი ძმა, ალექსანდრე I ავიდა.

                                               

იზაბელა იაგელონი

იზაბელა იაგელონი - იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ I-ისა და დედოფალ ბონა სფორცას ქალიშვილი. ტრანსილვანიის დიდი მთავარი და უნგრეთის დედოფალი 1539-1540 წლებში როგორც იანოს ზაპოლიას მეუღლე.

                                               

კაზიმირ IV

კაზიმირ IV იაგელონი - ლიტვის დიდი მთავარი 1440 წლის 29 ივნისიდან და პოლონეთის მეფე 1447 წლის 25 ივნისიდან.

                                               

კატარინა იაგელონი

კატარინა იაგელონი - იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ I-ისა და დედოფალ ბონა სფორცას ქალიშვილი. შვედეთის დედოფალი 1568-1583 წლებში და ფინეთის ჰერცოგინია 1562-1583 წლებში როგორც იოჰან III-ის პირველი ცოლი. პოლონეთისა და შვ ...

                                               

ლაიოშ II

ლაიოშ II, ლუდოვიკ II - უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე 1516-1526 წლებში. ლაიოშ II დაიბადა 1506 წლის 1 ივლისს, უნგრეთში. უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფის, ვლადისლაუს II-ისა და ანა ფოიქს-კანდალის ოჯახში. 1516 წელს უნგრეთში დატრიალდა ტრა ...

                                               

სოფია იაგელონი (1522-1575)

სოფია იაგელონი - იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ I-ისა და დედოფალ ბონა სფორცას ქალიშვილი. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია 1556-1568 წლებში როგორც ჰაინრიხ V-ის მეორე მეუღლე.

                                               

ჰედვიგია იაგელონი

ჰედვიგია იაგელონი, აგრეთვე ცნობილია როგორც იადვიგა - იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის ასული. ბავარიის ჰერცოგინია 1479-1502 წლებში როგორც გეორგ ბავარიელის მეუღლე.

                                               

ანა შვაიდნიცელი

ანა შვაიდნიცელი - პიასტის დინასტიის წარმომადგენელი. ბოჰემიისა და გერმანიის დედოფალი, საღვთო რომის იმპერატრიცა და ლუქსემბურგის გრაფინია როგორც კარლ IV-ის მესამე ცოლი. გერმანიისა და ბოჰემიის მეფე ვენცელ IV-ის დედა.

                                               

ანა ცელიელი

ანა ცელიელი - პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი 1402-16 წლებში როგორც ვლადისლავ II იაგელონის მეორე ცოლი. ვინაიდან ანას დედა პიასტთა დინასტიის წარმომადგენელი იყო, პოლონეთში მმართველობის გასამყარებლად ვლადისლავმა მასზე ქორწინება გადაწყვიტა. ...

                                               

ბეზპრიმი

ბეზპრიმი - პოლონეთის მთავარი 1031-დან 1032-მდე, ბოლესლავ I მამაცის და იუდიტა უნგრელის ვაჟი. ქრონიკების მიხედვით, მამა ცდილობდა რომ ის ბერი გამხდარიყო და 1001 ან 1003 წლებში ის იტალიაში მონასტერში გააგზავნა სასწავლებლად. ამას ადასტურებს ბერის "წმ. ...

                                               

ბოლესლავ I მამაცი

ბოლესლავ I მამაცი - პოლონელი მთავარი და მეფე, მიეშკო I-ისა და დებრავკას შვილი, პიასტების წარმომადგენელი. ბოლესლავმა გააგრძელა მამის პოლიტიკა და პოლონეთის გაფართოება განაგრძო. მიეშკოს გარდაცვალების შემდეგ პოლონელთა მიწა რამდენიმე ნაწილად დაიყო, მა ...

                                               

ბოლესლავ III

ბოლესლავ III პირმრუდე - პოლონეთის მთავარი, პიასტების დინასტიის წარმომადგენელი. ბოლესლავ III იყო მთავარ ვლადისლავ I ჰერმანის და იუდიტა ჩეხის ჩეხეთი მეფის ვრატისლავ II-ის ქალიშვილის მეორე ვაჟი.

                                               

ბოლესლავ IV

ბოლესლავ IV ხუჭუჭთმიანი - პოლონეთის მთავარი, პიასტების დინასტიის წარმომადგენელი. ბოლესლავ III-სა და სალომეა ფონ ბერგ-შელკლიგენის ბერგის ჰერცოგის ქალიშვილის ვაჟიშვილი. დაქორწინებული იყო ნოვგოროდის მთავრის ქალიშვილზე ვერშესლავაზე, შეეძინათ ვაჟი ბოლ ...

                                               

ვლადისლავ I ჰერმანი

ვლადისლავ I ჰერმანი იყო პოლონეთის მთავრის კაზიმირ I აღმდგენელის და კიევის რუსეთის დიდი მთავრის ქალიშვილის მარია დობრონეგას ვაჟი. 1079 წ., დიდი არისტოკრატების აჯანყების სათავეში მყოფმა შეძლეს მისი უფროსი ძმის პოლონეთის მეფის ბოლესლავ II გულადის ჩა ...

                                               

ვლადისლავ II (პოლონეთი)

ვლადისლავ II "ლტოლვილი" - პოლონეთის სენიორჰერცოგი 1138-1146 წლებში, სილეზიის ჰერცოგი, კუაიავიის, სილეზიის, დიდი პოლონეთის მთავარი. მთავარი კრაკოვისა და სანდომირის მთავარი. ვლადისლავის მშობლები იყვნენ ჰერცოგი ბოლესლავ III "ტუჩმობრეცილი" და სბისლავ ...

                                               

ზბიგნევი

ზბიგნევი - პოლონეთის მთავრის ვლადისლავ I ჰემანის ვაჟი. 1095 წ. ზბიგნევი ჯართან ერთად გამოჩნდა ვროცლავთან და აიძულა მამამისი დაენიშნა ის სილეზიის მმართველად. ვოევოდ სეცეხთან წარმოქმნილ მტრობის შედეგად მან დაკარგა მემკვიდრეობა და მამის თანხმობით ჩა ...

                                               

კაზიმირ I

კაზიმირ I აღმდგენელი - პოლონეთის მთავარი, პიასტების დინასტიის წარმომადგენელი. კაზიმირ I იყო პოლონეთის მეფის მიეშკო II ლამბერტის და რიკსა ლოტარინგიელის რეინლანდ-პფალციის პფალცგრაფის ქალიშვილი ვაჟიშვილი. მამის სიკვდილმა 1034 წ. ქვეყანა მძიმე სოციალ ...

                                               

კაზიმირ III (პოლონეთი)

კაზიმირ III დიდი - ვლადისლავ I ლოკიტეკისა და იადვიგას კალიშის მთავრის ბოლესლავ ღვთისმოსავის ქალიშვილის ვაჟი, ტახტზე ავიდა მამის სიკვდილის შემდეგ 1333 წლის 3 მარტს. სრული ტიტული: "ღმერთის წყალობით მეფე კრაკოვის მიწებისა, სუდომირის მიწებისა, სერადი ...

                                               

კონრად I

კონრად I მაზოვიელი - პიასტების დინასტიის წარმომადგენელი, ფეოდალური დაქუცმაცების პერიოდის პოლონეთის ერთ ერთი მთავარი. კაზიმირ II-ის და ჩეხეთის მთავრის ქალიშვილის ელენა ზნოემელის მეოთხე და უმცროსი ვაჟი, ლეშეკ I თეთრის უმცროსი ძმა. კუიავიის მთავარი ...

                                               

კუნიგუნდა უნგრელი

კუნიგუნდა უნგრელი - რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, პოლონეთის და ლიტვის მფარველი. ის დაიბადა ესტერგომში, უნგრეთის სამეფოში. მისი მშობლები იყვნენ ბელა IV უნგრეთის მეფე და ნიკეის იმპერიის პრინცესა მარია ლასკარინა. ის იყო ელიზაბეტა უნგრელის დის ...

                                               

ლეცკო

ლეცკო ან ლეშეკი ან ლესტეკი - ნახევრად ლეგენდარული თავადი, პოლიანთა მთავარი პიასტების დინასტიიდან, რომელიც ცნობილია მხოლოდ გალ ანონიმის ქრონიკებიდან, რომლის თანახმადაც, მან ტახტის მემკვიდრეობა მიიღო თავისი მამის სიემოვიტის გარდაცვალების შემდეგ, იყ ...

                                               

მიეშკო I

მიეშკო I, მეჩისლავ I - პოლონეთის ისტორიულად დადასტურებული პირველი მთავარი, პიასტების დინასტიის წარმომადგენელი. ნახევრადლეგენდარული თავადის ზემომისლის შვილი. დედის სახელი უცნობია. მის დროს დაიწყო პოლონეთის სამეფოს ჩამოყალიბება. ებრძოდა ლუტიჩებს პო ...

                                               

მიეშკო II ლამბერტი

მიეშკო II ლამბერტი - პოლონეთის მეფე, პიასტების დინასტიის წარმომადგენელი, ბოლესლავ I მამაცის და ემნილდას ლუჟიცის მთავრის დობრომირის ქალიშვილის ვაჟი.

                                               

სიემოვიტი

სიემოვიტი - ნახევრად ლეგენდარული პოლიანთა მთავარი, ცნობილია მხოლოდ გალ ანონიმის ქრონიკიდან. კოლესნიკი პიასტის და ჟეპიხას უფროსი ვაჟიშვილი, მთავარ ლეცკოს მამა. სიემოვიტი მთავრად არჩეულ იქნა პოლიანთა ვეჩეს მიერ იმის მერე, როდესაც მამამ პიასტმა უარი ...

                                               

სიემომისლი

სიემომისლი - ნახევრად ლეგენდარული პოლიანთა მთავარი პიასტების დინასტიიდან, ის ცნობილია მხოლოდ გალ ანონიმის ქრონიკების მიხედვით, რომლის მიხედვით მან ტახტი მიიღო მამის სიკვდილის მერე. ის იყო სინამდვილეში არსებული მთავარ მიეშკო I-ის მამა და "სამჯერ უ ...

                                               

ბერესტეჩკოს ბრძოლა

ბერესტეჩკოს ბრძოლა - ბრძოლა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და კაზაკ-ყირიმელთა ძალებს შორის. მიმდინარეობდა 1651 წლის 28 ივნისიდან 10 ივლისამდ, თანამედროვე უკრაინის ქალაქ ბერესტეჩკოს მახლობლად.

                                               

ვარშავის ბრძოლა (1920)

ვარშავის ბრძოლა - პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის ერთ-ერთი საკვანძო ბრძოლა, რომლის დროსაც პოლონეთმა შეძლო შეეჩერებინა წითელი არმიის წინსვლა და ომის მსვლელობაში მოეხდინა გარდატეხა. ბრძოლის დროს იუზეფ პილსუდსკის შენაერთებმა დაამარცხეს რუსეთის დასავლეთ ...

                                               

პოლონეთის ავსტრიული ანექსია

ავსტრიის იმპერიამ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ცნობილი როგორც ავსტრია-უნგრეთის იმპერია მიითვისა პოლონეთის მიწები, მისი პირველი 1772 და მესამე 1795 დაყოფების დროს. ავსტრიის ნაწილის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებია: პირველ მსოფლიო ომში, ავსტრიულ-უ ...

                                               

პოლონეთის დანაწილება

პოლონეთის დანაწილება ან პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დანაწილება მოხდა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა დაასრულა. დანაწილებაში მონაწილეობას იღებდნენ: რუსეთის იმპერია; პრუსიის სამეფო და ავსტრიის იმპერია რომლებმაც ...

                                               

პოლონეთის პრუსიული ანექსია

პრუსიის ნაწილი აღნიშნავს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ყოფილ ტერიტორიებს რომლის ანექსიაც მოახდინა პრუსიამ პოლონეთის დანაწილების შემდეგ.

                                               

ალექსანდრა თედორეს ასული (ნიკოლოზ I-ის მეუღლე)

ალექსანდრა თედორეს ასული - ჰოჰენცოლერნების დინასტიის წარმომადგენელი. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1825-1855 წლებში როგორც ნიკოლოზ I-ის მეუღლე. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის დედა. შარლოტა იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და მისი ცოლის, ...

                                               

ბარბარა ზაპოლია

ბარბარა ზაპოლია - ზაპოლიების დინასტიის წარმომადგენელი. უნგრეთის მეფე იან I ზაპოლიას უმცროსი და. პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი 1512-15 წლებში როგორც სიგიზმუნდ I-ის პირველი ცოლი.