ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 339




                                               

მაროკოს მმართველთა სია

იაჰია იბნ მუჰამედი 848–864 იაჰია იბნ იდრის იბნ უმარი 904–917 ალი იბნ იდრის 836–848 იდრის I 788–791 მუჰამედ იბნ იდრისი 828–836 იდრის II 791–828 ალი იბნ უმარი 874–883 იაჰია იბნ იაჰია 864–874 იაჰია-იბნ ალ-ქასიმი 883–904 ფატიმიდების მმართველობის პირვ ...

                                               

მესოამერიკა

მესოამერიკა, მეზოამერიკა, შუა ამერიკა - ისტორიულ-კულტურული რეგიონი, გადაჭიმულია მექსიკის ცენტრიდან ჰონდურასსა და ნიკარაგუამდე. ყოველდღიურ ცხოვრებაში ტერმინი შემოიტანა 1943 წელს გერმანელმა ფილოსოფოსმა და ანთროპოლოგმა პაულ კირხჰოფმა.

                                               

კაკჩიკელის ხალხი

კაკჩიკელი - მაიას ხალხების ერთ-ერთი ხალხი ცენტრალური გვატემალის მაღალმთიანეთში. მაიას პოსტკლასიკურ პერიოდში, კაკჩიკელის ხალხის მთავარი შტოს დედაქალაქი იყო იშიმჩე. მეზობელი კიჩეს ხალხის მსგავსად, კაკჩიკელსაც ოთხი მმართველი მართავდა, რომლებიც პასუხ ...

                                               

კიჩე

კიჩე - ამერიკის ინდიელთა ჯგუფი, მაიას ერთ-ერთი ხალხი. კიჩეს ენა მესოამერიკული ენაა და მაიას ენათა ოჯახს მიეკუთვნება. კოლუმბამდელ ხანაში, კიჩეს მაღალმთიანი სახელმწიფოები დაკავშირებულია მაიას ცივილიზაციასთან; ძალაუფლებისა და განვითარების პიკს პოსტკ ...

                                               

ხუშტლაუაკა

ხუშტლაუაკა - მღვიმე და არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, გერეროს შტატში; შეიცავს კედლის მხატვრობას, რომელიც დაკავშირებულია ოლმეკების იკონოგრაფიასთან. ახლომდებარე ოშტოტიტლანის მღვიმესთან ერთად, ხუშტლაუაკა მოიცავს მესოამერიკაში დღემდე ცნობილ ყველაზე ძვ ...

                                               

პუებლის ბრძოლა

პუებლის ბრძოლა - მექსიკა-საფრანგეთის ომის საწყისი ეტაპის ბრძოლა. გაიმართა 1862 წლის 5 მაისს ქალაქ პუებლასთან, რომელშიც გამარჯვება მექსიკელებმა მოიპოვეს. 1861 წელს მექსიკის უარმა ვალების გადახდაზე გამოიწვია დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და საფრანგეთ ...

                                               

როჰინჯების დევნა მიანმარში

როჰინჯების დევნა მიანმარში - როჰინჯა მუსლიმების დევნა მიანმარში, ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში. იგი ხდება შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის მიერ. ეს არის გაგრძელება მუსლიმი როჰინჯების დევნისა, რომელიც მიეკუთვნება სამხედრო დევნას. მიანმარის დევნილები დ ...

                                               

დაკია

დაკია - ისტორიული მხარე რომის იმპერიის დროს, რომელიც ტისს, დუნაის, დნესტრსა და კარპატებს შორის იყო მოქცეული. ამ ქვეყნის მცხოვრებთ, ჩვეულებრივ, თრაკიულ-გეტურ ტომებს მიაკუთვნებენ. რომის საზღვრებზე ხშირი თავდასხმების დეცებალის მფარველობის ქვეშ იმპერ ...

                                               

სერბეთი და ჩერნოგორია

სერბეთი და ჩერნოგორია - ყოფილი კონფედერაციული რესპუბლიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ჩამოყალიბდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, ორი ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის სერბეთის და ჩერნოგორიის გაერთიანების შემ ...

                                               

ბაღდადის ალყა (1258)

ბაღდადის ალყა - სამხედრო კონფლიქტი მონღოლეთის იმპერიასა და აბასიანთა სახალიფოს შორის. წარიმართა 1258 წელს, 29 იანვრიდან 10 თებერვლამდე. ხალიფა ალ-მუსთასიმის უარმა ხარკის გადახდაზე დიდი ყაენის, მუნქეს განრისხება გამოიწვია. მისი ძმა, ჰულაგუ 1255 წლ ...

                                               

კალკის ბრძოლა

კალკის ბრძოლა - რუსული სამთავროებისა და მონღოლეთის იმპერიის ჯარების ბრძოლა. გაიმართა 1223 წლის 31 მაისს მდინარე კალკაზე. ბრძოლა გაიმართა თანამედროვე დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინაში. სამდღიანი ბრძოლის შემდეგ მონღოლებმა სრულიად გაანადგურეს რუს ...

                                               

კულიკოვოს ბრძოლა

კულიკოვოს ბრძოლა - ბრძოლა რუსული სამეფოებისა და თათარ–მონღოლთა ჯარებს შორის კულიკოვის ველზე 1380 წელს 8 სექტემბერს. რუსული ჯარის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ მოსკოველები, აგრეთვე რუსულ სამთავროთა პოლკები, უკრაინული და ბელარუსული რაზმები. მამაის ჯარ ...

                                               

დუმანი

დუმანი, სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული XIII-XV საუკუნეებში მონღოლეთსა და მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში; მონღოლთა ფეოდალური ლაშქრის ძირითადი შენაერთი. დუმანი აღნიშნავდა აგრეთვე ტერიტორიას, რომლის მოსახლეობას 10 ათასი მოლაშქრის გამოყვანა შეეძლო. X ...

                                               

მონღოლთა იმპერია

მონღოლთა იმპერია – სახელმწიფო, რომელიც XIII საუკუნის პირველ ნახევარში შეიქმნა ჩინგიზ-ყაენისა და მისი მემკვიდრეების დამპყრობლური ომების შედეგად. იმპერიის პერიოდში შედიოდა ცენტრალური აზია, სამხრეთ ციმბირი, კავკასია, აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავ ...

                                               

ოქროს ურდო

ოქროს ურდო, ჯუჩის ულუსი - ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დაარსდა ქვემო ვოლგაზე XIII საუკუნის 40-იან წლებში, ბათო-ყაენის დროს. ოქროს ურდოს ყაენთა ძალაუფლება ვრცელდებოდა დუნაის ქვემო წელიდან ფინეთის ყურიდან მოკიდებული ირტიშისა და ობის აუზებამდე, შავ ...

                                               

ნოღაი

ნოღაი - ოქროს ურდოს სარდალი, ჯუჩი ყაენის შვილთაშვილი. მრავალჯერ ილაშქრა ჰულაგუ-ყაენის და მისი მემკვიდრების წინააღმდეგ. ბერქა-ყაენის სიკვდილის შემდეგ ნოღაის მმართველობაში აღმოჩნდა უზარმაზარი ტერიტორია დონიდან დუნაიმდე. 1273 წელს იქორწინა ბიზანტიის ...

                                               

ბერნჰარდ ცურ ლიპე-ბისტერფელდი

ბერნჰარდ ცურ ლიპე-ბისტერფელდი - გერმანელი მთავარი. ნიდერლანდების კონსორტი პრინცი 1948-1980 წლებში როგორც დედოფალ იულიანას მეუღლე. ნიდერლანდების დედოფალ ბეატრიქსის მამა და მეფე ვილემ-ალექსანდერის პაპა.

                                               

კლაუს ფონ ამსბერგი

კლაუს ფონ ამსბერგი - გერმანელი დიდგვაროვანი. ნიდერლანდების კონსორტი პრინცი 1980-2002 წლებში როგორც დედოფალ ბეატრიქსის მეუღლე. ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერის მამა.

                                               

მაქსიმა სორეგიეტა

მაქსიმა სორეგიეტა - ნიდერლანდების დედოფალი 2013 წლიდან დღემდე როგორც მეფე ვილემ-ალექსანდერის მეუღლე. იგი ნიდერლანდებისა და სრულიად ევროპის ისტორიაში პირველი ლათინოამერიკელი დედოფალია.

                                               

სოფია ვიურტემბერგელი

სოფია ვიურტემბერგელი - ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I-ის ქალიშვილი. ნიდერლანდების დედოფალი, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია და ლიმბურგის ჰერცოგინია 1849-1877 წლებში როგორც ვილემ III-ის პირველი მეუღლე.

                                               

ჰაინრიხ მეკლენბურგ-შვერინელი

ჰაინრიხ მეკლენბურგ-შვერინელი - გერმანელი მთავარი. ნიდერლანდების კონსორტი პრინცი 1901-1934 წლებში როგორც დედოფალ ვილჰელმინას მეუღლე. ნიდერლანდების დედოფალ იულიანას მამა. იგი ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო კონსორტი.

                                               

ჰორტენზია დე ბოარნე

ჰორტენზია დე ბოარნე - ბოარნეთა გვარის წარმომადგენელი. საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის პირველი ცოლის, დედოფალ ჟოზეფინ დე ბოარნეს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. ნიდერლანდების დედოფალი 1806-1810 წლებში როგორც ლუი I ბონაპარტის მეუღლე. ნიდერლანდე ...

                                               

ვილემ II ორანელი

ვილემ II ორანელი - ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცი 1647-1650 წლებში. ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელისა და ამალია ფონ სოლმს-ბრაუნფელზის ვაჟი. ცოლად შეირთო ინგლისის მეფე ჩარლზ I-ის ასული მერი სტიუარტი, რომელთანაც შეეძინა ინგლისის, ირლა ...

                                               

ვილემ III (ნიდერლანდები)

ვილემ III - ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. მეფე ვილემ II-ისა და დედოფალ ანა პავლეს ასულის უფროსი ვაჟი. ნიდერლანდების მეფე და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი 1849-1890 წლებში. ლიმბურგის ჰერცოგი 1849 წლიდა 1866 წლამდე, როდესაც მან საჰერცოგო ოფიცია ...

                                               

ვილემ IV ორანელი

ვილემ IV ორანელი - ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცი დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციების შტატჰალტერი 1747 წლის 4 მაისიდან გარდაცვალებამდე. ნიდერლანდების მეფე ვილემ I-ის პაპა.

                                               

ვილემ V ორანელი

ვილემ V ორანელი - ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცი 1751-1806 წლებში და ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკის შტატჰალტერი 1751-1795 წლებში. მის დროს განხორციელდა ბატავიის რევოლუცია, რის გამოც ოჯახთან ერთად დევნილო ...

                                               

იოჰან ვილემ ფრისო (ორანის პრინცი)

იოჰან ვილემ ფრისო ვან ორან-ნასაუ - ორან-ნასაუსა და ნასაუ-დიეცის პრინცი, ფრიზიისა და გრონინგენის შტატჰალტერი 1702-1711 წლებში.

                                               

მორიც ორანელი

მორიც ორანელი - ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცი, ჰოლანდიის, ზელანდის, უტრეხტის, ოვერიხლესის, გელდერნისა და გრონინგენის შტატჰალტერი 1618-1625 წლებში. პრინც ვილემ ორანელისა და ანა საქსონიელის ვაჟი.

                                               

ფილიპს ვილემ ორანელი

ფილიპს ვილემ ორანელი - ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცი 1584-1618 წლებში. ვილემ ორანელისა და ანა ვან ეგმონტის უფროსი ვაჟი.

                                               

ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელი

ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელი - ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცი 1625-1647 წლებში. ვილემ ორანელისა და ლუიზ დე კოლინის ვაჟი. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე უილიამ III-ის პაპა.

                                               

ამალია ცუ ზოლმს-ბრაუნფელსი

ამალია ცუ სოლმს-ბრაუნფელზი - გერმანელი არისტოკრატი. ორანის პრინცესა 1625-1647 წლებში როგორც ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელის მეუღლე. ინგლისის მეფე უილიამ III-ის ბებია.

                                               

ანა ვან ეგმონტი

ანა ვან ეგმონტი - ნიდერლანდელი დიდგვაროვანი. ორანის პრინცესა 1551-1558 წლებში როგორც ვილემ ორანელის პირველი მეუღლე.

                                               

ანა საქსონიელი

ანა საქსონიელი - ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის კურფიურსტ მორისის ქალშვილი. ორანის პრინცესა 1561-1571 წლებში როგორც ვილემ ორანელის მეორე ცოლი და მისი ხუთი შვილის დედა.

                                               

ელეონორ დე ბურბონი

ელეონორ დე ბურბონი - ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ანრი I-ისა და მისი ცოლის, შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალის უფროსი ქალიშვილი. საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ის ბიძაშვილი. ორანჟისა და ნასაუს პრინცესა 1606-1618 წლ ...

                                               

ვილჰელმინა პრუსიელი (1751-1820)

ეს სტატია ეხება ორანის პრინცესა ვილჰელმინა პრუსიელს, იმავე სახელის მქონე ნიდერლანდების დედოფლის სანახავად იხილეთ სტატია ვილჰელმინა პრუსიელი. ვილჰელმინა პრუსიელი - ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. პრუსიის პრინცესა დაბადებით და ორანის პრინცეს ...

                                               

ლუიზ დე კოლინი

ლუიზ დე კოლინი - ფრანგი არისტოკრატი. ორანის პრინცესა 1583-1584 წლებში როგორც ვილემ ორანელის მეოთხე ცოლი. ორანის პრინც ფრედერიკ ჰენდრიკის დედა.

                                               

მარია ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი

მარია ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი - ჰესენ-კასელის ლანდგრაფ კარლ I-ის ქალიშვილი. ორანის პრინცესა 1709-1711 წლებში როგორც იოჰან ვილემ ფრისოს მეუღლე. პრინცი ვილემ IV-ის დედა და მისი რეგენტი 1711-1730 წლებში. თავისი შვილიშვილის, პრინცი ვილემ V-ის რეგენტი ...

                                               

შარლოტ დე ბურბონი (1546-1582)

შარლოტ დე ბურბონი - ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცესა 1575-1582 წლებში როგორც ვილემ ორანელის მესამე მეუღლე და მისი ექვსი ქალიშვილის დედა.

                                               

კრისტიან ლანგე

კრისტიან ლუს ლანგე - ნორვეგიელი ისტორიკოსი, პედაგოგი და პოლიტოლოგი. ის იყო ინტერნაციონალიზმის თეორიისა და პრაქტიკის მსოფლიოში ერთ – ერთი უპირველესი განმახორციელებელი. იგი დაიბადა სტავანგერში. მისი მამა სამხედრო ინჟინერი იყო. ლანგე იყო ისტორიკოს ქ ...

                                               

თურ ჰეიერდალი

თურ ჰეიერდალი - ნორვეგიელი სწავლული, მოგზაური და მწერალი. გვევლინებოდა როგორც ეთნოგრაფი, ზოოლოგი და გეოგრაფი, რომელიც ინტენსიურად სწავლობდა კულტურული მემკვიდრეობისა და ტრანსოკეანური მიგრაციების შესაძლებლობას ძველ და ახალ სამყაროს შორის. ჰეიერდალი ...

                                               

ბლანკა ნამიურელი

ბლანკა ნამიურელი - დამპიერების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის დედოფალი 1335-1363 წლებში და ნორვეგიის დედოფალი 1335-1343 წლებში როგორც მაგნუს IV-ის მეუღლე. ნორვეგიის მეფე ჰოკონ VI-ისა და შვედეთის მეფე ერიკ XII-ის დედა.

                                               

დეზიდერია კლარი

დეზიდერია კლარი, აგრეთვე ცნობილია როგორც დეზირე კლარი - ფრანგი არისტოკრატი. ესპანეთის დედოფალ მარი ჯულია კლარის უმცროსი და. შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი 1818-1844 წლებში როგორც კარლ XIV-ის მეუღლე. მეფე ოსკარ I-ის დედა.

                                               

ლუიზა ნიდერლანდელი

ლუიზა ნიდერლანდელი - ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. პრინცი ფრედერიკ ნიდერლანდელისა და პრინცესა ლუიზა პრუსიელის ქალიშვილი. შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი 1859-1871 წლებში როგორც კარლ XV-ის მეუღლე. დანიის დედოფალ ლუიზა შვედის დედა.

                                               

ჟოზეფინა ლოიხტენბერგელი

ჟოზეფინა ლოიხტენბერგელი - ბოარნეების საგვარეულოს წარმომადგენელი. ბოლონიისა და გალიერას ჰერცოგინია დაბადებიდან 1813 წლამდე. საფრანგეთის იმპერატრიცა ჟოზეფინ ბოარნეს შვილიშვილი. შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი 1844-1859 წლებში როგორც ოსკარ I-ის მეუღ ...

                                               

სონია ჰარალდსენი

სონია ჰარალდსენი - ნორვეგიის დედოფალი 1991 წლის 17 იანვრიდან დღემდე როგორც მეფე ჰარალდ V-ის მეუღლე. ნორვეგიის კრონპრინც ჰოკონის დედა.

                                               

სოფია ნასაუელი

სოფია ნასაუელი - ნასაუ-ვაილბურგების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის დედოფალი 1872-1907 წლებში და ნორვეგიის დედოფალი 1872-1905 წლებში როგორც მეფე ოსკარ II-ის მეუღლე. შვედეთის მეფე გუსტავ V-ის დედა.

                                               

ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი

ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი, შემოკლებით შარლოტა - ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ოლდენბურგის ჰერცოგ ფრედერიკ ავგუსტისა და მისი ცოლის, ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელის ქალიშვილი. თავდაპირველად იგეგმებოდა მისი მით ...

                                               

ეირიკ I

ეირიკ I - ნორვეგიის მეფე 930-934- წლებში. ჰარალდ I-ს შვილი და ჰარალდ II-ს მამა. ინგლინგოების დინასტიის წარმომადგენელი. ჩამოგდებული იქნა 934 წელს ძმის ჰაკონ I-ს მიერ. თავისი მეტსახელი სისხლიანი ჩუგლუგუ შეარქვეს მის მიერ ჩადენილი უამრავი სისასტიკის ...

                                               

კარლ XIII

კარლ XIII, ნორვეგიაში ცნობილია როგორც კარლ II - ჰოლშტაინ-გოტორპის დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე 1809-1818 და ნორვეგიის მეფე 1814-1818 წლებში. შვედეთის მეფე ადოლფ ფრედრიკისა და დედოფალ ლუიზა ულრიკა პრუსიელის ვაჟი, ფრიდრიხ II დიდის დისწული.

                                               

კარლ XIV

ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტი, შემდგომში კარლ XIV იუჰანი ; - საფრანგეთის მარშალი, რევოლუციური და ნაპოლეონის ომების მონაწილე, შემდომში შვედეთის და ნორვეგიის მეფე, ბერნადოტების დინასტიის დამაარსებელი.