ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 334




                                               

ეთელვირდი

ანგლო-საქსური ქრონიკების ერთ-ერთი ვერსიით, ვითენაგემოტმა უხუცესთა საბჭო უესექსის მეფედ აირჩია ეთელვირდი, ედუარდ I-ის შვილი 17 ივლისი 924, იმავდროულად, მისმა ერთადერთმა ძმამ, ათელსტანმა მიიღო მერსიის მართვის უფლება. თავის დედაქალაქად ეთელვირდმა ოქ ...

                                               

კნუდ I დიდი

კნუდ დიდი - დანიის მეფე 1018 წლიდან, ინგლისისა 1016 წლიდან და ნორვეგიისა 1028 წლიდან. დანიის მეფის სვენ I წვერფიწალას ძე. მამასთან ერთად მონაწილეობდა ინგლისის დაპყრობაში, სადაც გამეფდა ინგლისის ედმუნდ რკინისგვერდიანის სიკვდილის შემდეგ. დანიაში გა ...

                                               

რიჩარდ III (ინგლისი)

რიჩარდ III - ინგლისის მეფე 1483 წლიდან, იორკების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. ედუარდ IV-ის უმცროსი ძმა. ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი ედუარდ V-ის გადაყენებით, ვარდების ომის დროს. მოკლეს 1485 წელს ბოსუორთის ბრძოლაში დამარცხებისას. XVI საუკუნი ...

                                               

უილიამ I დამპყრობელი

უილიამ I დამპყრობელი - ინგლისის პირველი ნორმანი მეფე 1066 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1087 წლამდე. 1035 წლიდან სიკვდილის ბოლომდე ასევე იყო ნორმანდიის ჰერცოგი უილიამ II-ის სახელით. რადგან ის უკანონო შვილი იყო ინგლისის დაპყრობამდე მას "უილიამ ნაბიჭვა ...

                                               

უილიამ III

უილიამ III - ინგლისის და შოტლანდიის მეფე 1689–1702 წლებში. იქორწინა 1677 წელს მერიზე, ინგლისის მეფის, ჯეიმზ II-ს ასულზე.

                                               

ჩარლზ II

ჩარლზ II სტიუარტი - ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე. შოტლანდიის პარლამენტმა ედინბურგში ჩარლზი 1649 წლის 5 თებერვალს შოტების მეფედ გამოაცხადა. 1651 წლის 1 იანვარს იგი სკონში მეფედ ეკურთხა. ხოლო 1661 წლის 23 აპრილს კი ინგლისისა და ირლანდიის ...

                                               

ჯეიმზ I (ინგლისი)

ჯეიმზ I სტიუარტი - შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI -ის სახელით 1567 წლიდან და ინგლისის და ირლანდიის მეფე ჯეიმზ I -ის სახელით 1603 წლიდან სიკვდილამდე. სტიუარტების დინასტიის პირველი წარმომადგენელი ინგლისის ტახტზე. მარიამ სტიუარტის ვაჟი, გამეფდა ელისაბედ I ...

                                               

ჰაროლდ გოდვინსონი

ჰაროლდ გოდვინსონი, ან ჰაროლდ II - ბოლო ანგლო-საქსონი, რომელიც ინგლისის მეფედ აკურთხეს. იგი ეკუთნოდა გოდვინთა გავლენიან საგვარეულოს. იყო უესექსის გავლენიანი მმართველი. ცნობილია, რომ მისი და ედითი, ცოლად ჰყავდა მეფე ედუარდ აღმსარებელს. იყო ნიჭიერი ...

                                               

ჰენრი V

ჰენრი V ლანკასტერი - ინგლისის მეფე 1413-1422 წლებში. ჰენრი მეხუთე, მეორე ლანკასტერი ინგლისის ტახტზე. დაიბადა 1387 წელს. გამეფდა 1413 წელს, მამის, ჰენრი მეოთხის გარდაცვალების შემდეგ. მან განაახლა ასწლიანი ომი 1415 წელს. ამ დროისთვის საფრანგეთში მდ ...

                                               

გეორგი (ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი)

გეორგი - ჰანოვერის დინასტიის ფუძემდებელი. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და კალენბერგის მთავარი 1635 წლიდან გარდაცვალებამდე. დანიის მეფე კრისტიან III-ის შვილიშვილი დედის, დოროთეა დანიელის მხრიდან. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-ის, დანიის მეფე კრისტ ...

                                               

იოჰან ფრიდრიხი (ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი)

იოჰან ფრიდრიხი - ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და კალენბერგის მთავარი 1665-1679 წლებში. მოდენის ჰერცოგინია შარლოტასა და საღვთო რომის იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალიას მამა.

                                               

შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი

შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი - ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის პრინცესა. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია 1696-1710 წლებში როგორც ჰერცოგ რინალდოს მეუღლე. ჰერცოგ ფრანჩესკო III-ის დედა. საღვთო რომის იმპერატრიცა ვილჰელმინა ...

                                               

ლუტიენსის-დელი

ლუტიენსის-დელი - ადგილი დელიში, ძირითადად ნიუ-დელიში, ინდოეთში. სახელი ეწოდება გამოჩენილი ინგლისელი არქიტექტორის ედვინ ლუტიენსის პატივსაცემად, რომელიც 1920-1930 წლებში როდესაც ინდოეთი შედიოდა ბრიტანეთის იმპერიაში, დელის უმეტესი შენობების დიზაინერ ...

                                               

ანდჰრას სამეფო

ანდჰრას სამეფო - აღმოსავლეთ ინდოეთში სამეფო, ძვ. წ. 221 - ახ. წ. 631 წლებში. დეკანი სამხრეთ ინდოეთი ადრე გაყოფილი იყო ჩრდილო ინდოეთისგან ვინდხრას მთებით და ჯუნგლებით, რის სედეგადაც ეს რეგიონები სხვადასხვა გზებით ვითარდებოდნენ. ირანულ ენოვანი არიუ ...

                                               

კუნინდას სამეფო

კუნინდა, კულინდა - ძველინდური სახელმწიფო. მდებარეობდა ცენტრალურ ჰიმალაებში და არსებობდა ძვ. წ. III საუკუნიდან ძვ. წ. II საუკუნემდე პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ კუნინდას სახელმწიფოს დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ.წ. II საუკუნიდან, კუნინდას ტომებ ...

                                               

შივაჯი

შივაჯი - ინდოელთა ეროვნული გმირი. დასავლეთ დეკანში მუსულმთა ასწლიანი ბატონობის წინააღმდეგ აჯანყების მეთაური და 1674 წლისათვის მაჰარაშტრას შტატის და მისი მეზობელი ტერიტორიების ნაწილზე მარათების სახელმწიფოს დამაარსებელი. შივაჯის მამა - დიდი სამხედრ ...

                                               

აღმოსავლეთის განგთა დინასტია

აღმოსავლეთის განგთა დინასტია წარმოშობით იყო კალინგადან მათი ხელისუფლება ვრცელდებოდა თანამედროვე ინდურ სახელმწიფოს დიდ ტერიტორიაზე და მოიცავდა აღმოსავლეთ ბენგალის, ანდჰრა-პრადეშის, ჩატისგარჰის რეგიონებს. მათი სამეფოს დედაქალაქი ცნობილი იყო სახელით ...

                                               

გუპტას იმპერია

გუპტას იმპერია - ინდოეთის უძლიერესი სახელმწიფო IV-VI საუკუნეებში, რომელიც ცივილიზაციის ერთ-ერთ უდიდეს ცენტრს წარმოადგენდა აზიაში. მისი დამაარსებელი იყო ჩანდრაგუპტა I. გუპტას პერიოდი ხასიათდება ინდოეთის დიდი კულტურული და ეკონომიკური აღმავლობით. გა ...

                                               

დასავლეთ ქშატრაპების სამეფო

ერთ–ერთი ადრეული ინდო–სკვითური სამეფო საურაშტრაში იყო ადრაშტრას სამეფო. ძვ.წ. I ს. ინდისა და ნარბადის შუამდინარეთი შევიდა საკების ინდური წყაროების მიხედვით შაკების, აგრეთვე სკვითების მაუეს ბელადის სამეფოში, რომელმაც განდჰარაში დაიკავა ინდო–ბერძნუ ...

                                               

დასავლეთის განგთა დინასტია

დასავლეთის განგთა დინასტია - IV–XI ს.ს. ძველინდური დინასტია, რომელიც მთავრობდა კარნატაკში. ამ დინასტიას უწოდებენ დასავლეთის განგთა დინასტიას იმ მიზნით, რომ გამოარჩიონ ისინი აღმოსავლეთის განგთა დინასტიისაგან, რომელიც მთავრობდა XI - XV ს.ს. თანამედ ...

                                               

ვიჯაიანაგარის იმპერია

ვიჯაიანაგარის იმპერია ან ვიჯაიანაგარა - ინდუსური იმპერია ინდოეთის სამხრეთში 1336 წლიდან XVII საუკუნის შუა ხანებამდე. წარმოიქმნა დელის სასულთნოს მუსლიმებთან სამხრეთ ინდოელი ინდუსების ბრძოლის შედეგად. სახელმწიფომ განვითარების პიკს მიაღწია დავარაი I ...

                                               

ინდო-სკვითების სამეფო

ინდო-სკვითების სამეფო - ელინიზმის პერიოდში საკების მესაქონლე ტომების აღმოსავლეთ განშტოების მიერ ბაქტრიის, სოგდიანის, არაქოზიის, განდჰარას, ქაშმირის, პენჯაბის, რაჯასტანის და გუჯარათის ტერიტორიებზე შექმნილი, საზღვრების თვალსაზრისით, ამორფული სახელმ ...

                                               

კალინგის სამეფო

კალინგა - ძველი სახელმწიფო ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, თანამედროვე ორისის შტატის ტერიტორიაზე. ცნობილია ძვ. წ. VII საუკუნიდან დაახლოებით ძვ. წ. 260 წლამდე. კალინგა სისხლისმღვრელი ომის შედეგად დაიპყრო აშოკამ და შეუერთა მაურიების იმპერიას. დაახლოებ ...

                                               

პალავა

პალავა - პალავების სახელმწიფო მდებარეობდა ინდოეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ტამილნადში IV –IX ს.ს. პალავების გვარი ჩნდება III ს. ბოლოს პრაკრიტულ წყაროებში, როგორც სატავაჰანების დინასტიის ვასალები. თანდათანობით მათ შექმნეს საკუთარი სახელმწიფო ანანდად ...

                                               

პრატიხარები

პრატიხარები - ინდური დინასტია, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთის დიდ ნაწილს მართავდა VI–XI ს.ს. მათ სამეფოს გუჯარა-პრატიხარა ეწოდებოდა. თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურზე დაახ. 836 - 910 წ.წ. პრატიხარების სამეფო იკავებდა თითქმის გუპტას იმპერიის ხელა ტ ...

                                               

ბიშაპური

ბიშაპური - ირანის ისტორიული ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თანამედროვე ქალაქ კაზერუნიდან სამხრეთით. სპარსეთისა და ელამის ძველ გზაზე, რომელიც აკავშირებდა სასანიდების დედაქალაქ ისთახრსა და ქტესიფონს. ქალაქი ბიშაპური გარკვეულ ...

                                               

გოითეფე

გოითეფე - მრავალფენიანი ნამოსახლარი გორა რეზაიეს ტბის დასავლეთ ნაპირზე, ქ. რეზაიეს მახლობლად. გორის ფართობია 540მ × 450მ. 1948 გათხარა ინგლისელმა არქეოლოგმა ტ. ბარტონ ბრაუნმა. გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის 8 კულტურული ფენა. სავარაუდოა უფრო ადრეუ ...

                                               

ეკბატანა

ეკბატანა - მიდიის უკანასკნელი მეფის ასტიაგეს სავარაუდო სატახტო ქალაქი, რომელიც სპარსეთის მეფემ კიროს II დიდმა დაიპყრო. ქალაქი მდებარეობდა მთა ალვანდის ძირას, მოგვიანებით იგი გახდა პართიის მეფეთა სატახტო ქალაქი და მათი მთავარი ზარაფხანა, სადაც აწა ...

                                               

იანიქ-თეფე

იანიქ-თეფე - მრავალფენიანი ნამოსახლარი გორა. მდებარეობს ურმიის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროდან 30 კმ-ში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, სოფელ ტაზეჰ-კანდის ახლოს, ირანი. ნამოსახლარის ფართობია დაახლოებით 81 ათასი მ². იგი აღმოაჩინა ჩარლი ბარნიემ. ...

                                               

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები (2013)

მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ჩატარდა 2013 წლის 14 ივნისს. არჩევნების პირველივე რაუნდში გაიმარჯვა ჰასან რუჰანიმ, რომელმაც ხმების 50.71% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა თეირანის მერი, მოჰამედ ბაგერ გალიბაფი, მან ხმათა 16.55% ...

                                               

ნეჰავენდის ბრძოლა

ნეჰავენდის ბრძოლა - ერთ-ერთი დიდი ბრძოლა არაბთა სახალიფოსა და სასანიანების იმპერიას შორის. გაიმართა 642 წელს არაბების მიერ ირანის დაპყრობის პერიოდში. წყაროების მიხედვით ბრძოლა 3-4 დღე გრძელდებოდა. მცირე დაპირისპირებების შემდეგ არაბები ნეჰავენდის ...

                                               

შამქორის ბრძოლა (1826)

შამქორის ბრძოლა - ერთ-ერთი დიდი ბრძოლა ირანის არმიასა და რუსეთის ჯარებს შორის 3 სექტემბერს, სოფელ შამქორთან რუსეთ-ირანის ომის დროს. ირანის არმიამ 1826 წელს ალყა შემოარტყა ციხესიმაგრე შუშას და ჯარის ნაწილით თბილისს შეუტია. აგვისტოს დასაწყისში ირან ...

                                               

ირანის ისლამური რევოლუცია

ირანის რევოლუცია - მოვლენათა სერია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1979 წელს და რომლის შედეგად ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა; შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი შეცვალა აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ. რევოლუცია ორ ეტაპად გან ...

                                               

კანადური ხრიკი

"კანადური ხრიკი" - 1979 წლის 4 ნოემბერს, თეირანში კანადის მთავრობისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ 6 ამერიკელი დიპლომატის გადასარჩენად ჩატარებული, ერთობლივი სამხედრო-სამაშველო ოპერაციის პოპულარული სახელწოდება.ირანის ისლამური რევოლუციის ...

                                               

რუჰოლა ხომეინი

სეიდი აიათოლა ალ–უზმა რაჰბარი რუჰოლა მუსავი ხომეინი - ირანელი შიიტი სასულიერო მოღვაწე, პოლიტიკური და სულიერი ლიდერი 1979 წლის ისლამური რევოლუციისა, რომლის შედეგად ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ირანის ბოლო შაჰი. ხომეინი სულიერ წინ ...

                                               

აჰმედ შაჰ ყაჯარი

აჰმედი მუჰამედ ალი შაჰის ვაჟი იყო. 1909 წელს მას შემდეგ, რაც მუჰამედი ტახტიდან ჩამოაგდეს მისი ადგილი 11 წლის აჰმედმა დაიკავა. იგი არ ფლობდა რეალურ ძალაუფლებას, რადგან მისი სახელით სახელმწიფოს ბახტიარების გვარის რეგენტები მართავდნენ. 1923 წელს გან ...

                                               

თემურლენგი

თემურლენგი, ტამერლანი - შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი, გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ვილაიეთის მმართველი გახდა და ცოლად შეირთო ბალხისა და სამარყანდის მფლობელის ჰუსეი ...

                                               

აბას II

აბას II იგივე სულთან მუჰამად მირზა - ირანის შაჰი სეფიანთა დინასტიისა. სეფი I-ისა და ანა ხანუმის ვაჟი, აბას I-ის შვილთაშვილი. ტახტზე ასვლა მამის გარდაცვალების შემდეგ, 10 წლის ასაკში მოუწია. მისი მმართველობის პირველ წლებში ირანს ფაქტობრივად განაგებ ...

                                               

აბას III

აბას III - სეფიანების დინასტიის ბოლო, მეთერთმეტე წარმომადგენელი, ირანის ნომინალური შაჰი 1732-1736 წლებში, შაჰ-თამაზ II-ისა და შაჰფური ბეგუმის ვაჟი. იგი ახლადდაბადებული იყო, როდესაც 1732 წელს, ნადირ ხანმა მომავალში ნადირ-შაჰმა, მამამისი ტახტიდან გ ...

                                               

ადურ ნარსე

ადურ ნარსე - სასანიდური ირანის მე-9 შაჰინშაჰი 309 წელს, ჰორმიზდ II-ის უფროსი ვაჟი. მისი მეფობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. არსებობს ისტორიკოსთა 2 ვერსია მასთან დაკავშირებით. ერთი ვარაუდით, ჰორმიზდ II-ის მკვლელობის შემდეგ სპარსელმა დიდებულე ...

                                               

აზარმედუხტი

აზარმედუხტი - სასანიანთა დინასტიის წარმომადგენელი. სპარსეთის მეფე ხოსრო II-ის ქალიშვილი. სპარსეთის დედოფალი 630-631 წლებში.

                                               

არდაშირ I

არდაშირ I - სასანიანთა სახელმწიფოს ფუძემდებელი და მისი პირველი შაჰინშაჰი 226–241 წლებში, მისი პაპა - ანაჰიტას ტაძრის ქურუმი იყო. არდაშირ I ემსახურებოდა პარტელთა მეფე არტაბან V-ს, შემდეგ ფარსის წარჩინებულთა და ქურუმთა მხარდაჭერით აუჯანყდა მას, 224 ...

                                               

არდაშირ II

არდაშირ II - სასანიანთა დინასტიის წარმომადგენელი. სპარსეთის შაჰინშაჰი 379-383 წლებში. შაჰინშაჰ ჰორმიზდ II-ის ვაჟი.

                                               

არსესი

არტაქსერქსე IV არსესი - სპარსეთის მეფე ძვ.წ. 338 წლიდან ძვ.წ. 336 წლამდე. იგი არტაქსერქსე III-ისა და ატოსას უმცროსი ვაჟი იყო, რის გამოც სპარსეთის ტახტზე მისი ასვლა ნაკლებად იყო მოსალოდნელი. სპარსეთის ერთ-ერთი ძლიერი ვეზირის ბაგოის მიერ, არტაქსერქ ...

                                               

არტაქსერქსე II

არტაქსერქსე II - სპარსეთის მეფე აქემენიდების დინასტიიდან ძვ. წ. 404 - ძვ. წ. 359 წლებში. დარიოს II-ს ვაჟი. იქორწინა სტატირაზე. არტაქსერქსე II არის, დარიოს II-ის და დედოფალი პარისატიდის უმცროსი ვაჟი. ტახტზე ასვლამდე ატარებდა სახელს - არკასს, რომელ ...

                                               

ბალაში

ბალაში - სასანიდური ირანის მე-19 შაჰინშაჰი 484 - 488 წლებში, იეზდიგერდ II-ის ვაჟი, პეროზ I-ის უმცროსი ძმა. ბალაშის მეფობამ მხოლოდ 4 წლამდე გასტანა. ამ ხნის განმავლობაში სპარსელების კავკასიაში ბატონობას საფრთხე შეუქმნა მოძლიერებულმა იბერიის მეფემ, ...

                                               

ბარდია

ბარდია - სპარსეთის მეფე აქემენიდების დინასტიიდან ძვ. წ. 522 წელს. კიროს II-ს ვაჟი. ბარდია საკმაოდ იდუმალებით მოცული ფიგურაა. იგი სპარსეთის სამეფოს დამაარსებლის კიროს II-ს უმცროსი ვაჟი იყო. როგორც დარიოს I-ს წარწერა გვიამბობს, ბარდიას უფროსმა ძმამ ...

                                               

ბაჰრამ I

ბაჰრამ I - სასანიდური ირანის მე-4 შაჰინშაჰი 271-274 წლებში, შაპურ I-ის უმცროსი ვაჟი, ჰორმიზდ I-ის ძმა. ბაჰრამმა ტახტი დაიკავა მისი ძმის გარდაცვალების შემდეგ. მისი მმართველობა გამოირჩეოდა სისასტიკითა და რომის იმპერიასთან გაუთავებელი ბრძოლებით, რის ...

                                               

ბაჰრამ II

ბაჰრამ II - სასანიდური ირანის მე-5 შაჰინშაჰი 274-293 წლებში, ბაჰრამ I-ის ვაჟი. ბაჰრამ მეორე ხუზისტანში გაიზარდა. ის ქრისტიანი სწავლულების მიერ იყო აღზრდილი და არსებობს ვარაუდი, რომ ქრისტიანობას აღიარებდა. 274 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკ ...

                                               

ბაჰრამ III

ბაჰრამ III - სასანიდური ირანის მე-6 შაჰინშაჰი 293 წელს, ბაჰრამ II-ის ვაჟი. მამის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა ფარსში. მისი მმართველობა მხოლოდ 4 თვემდე გაგრძელდა. რომაელთა შემოსევების გამო ხელისუფლება დასუსტდა და სახელმწიფო ხაზინა დაცარიელდა. 293 ...