ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 325




                                               

ალბრეხტ II ჰაბსბურგი

ალბრეხტ II ჰაბსბურგი გერმანიის მეფე ჰაბსბურგების გვარიდან, უნგრეთის, და ჩეხეთის მეფე. ზეობდა 1438-1439 წლებში. 1421 წლიდან დაქორწინებული ელისაბეტზე, იმპერატორ სიგიზმუნდის ასულზე.

                                               

ალფონსო X

ალფონსო X ბრძენი - კასტილიის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი 1257–1273 წლებში. ფერდინანდ III-სა და ბეატრის შვაბიელის ვაჟი. იქორწინა 1246 წელს იოლანდაზე, არაგონის მეფის, ხაიმე I-ს ასულზე.

                                               

არნულფ კარინტიელი

არნულფ კარინტიელი - კაროლინგების გვარიდან. გერმანიის მეფე 887– 899 წლებში, იტალიის მეფე 896 - 899 წლებში, საღვთო რომის იმპერატორი 887 – 899 წლებში. შარლომანის ვაჟი.

                                               

ვენცელი (სრი)

ვენცელი - ლუქსემბურგის დინასტიიდან. გერმანელთა მეფე. 1378 - 1400 წლებში, ჩეხეთის მეფე 1378 - 1419 წლებში, კარლ IV-სა და ანა შვეიდენელის ვაჟი. იქორწინა 1370 წელს იოანაზე, ბავარიის ჰერცოგის, ალბერტის ასულზე და 1389 წელს სოფიაზე, ბავარიის ჰერცოგის, ...

                                               

ვილჰელმ ჰოლანდიელი

ვილჰელმ ჰოლანდიელი გერმანიის მეფე 1247 - 1256 წლებში. იქორწინა 1252 წლის 25 იანვარს ელისაბედ ბრაუნშვაიგელზე. ვილჰელმი, ჰოლანდიის გრაფი ვილჰელმ II 1234–1256 არჩეულ იქნა გერმანიის მეფედ გოგენშტაუფენების მეტოქეების მიერ 1247 წლის სექტემბერში. ამ დრო ...

                                               

კონრად III

კონრად III - გერმანიის პირველი მეფე ჰოენშტაუფენების დინასტიიდან, ფრანკონიის ჰერცოგი. შვაბიის ჰერცოგის, ფრიდრიხ I ფონ შტაუფენისა და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის, ჰაინრიხ IV-ის ქალიშვილის, აგნესა ფრანკონიელის მეორე ვაჟი.

                                               

ლუდვიგ II გერმანელი

ლუდვიგ II გერმანელი - კარლოს დიდის შვილიშვილი და ლუი I ღვთისმოსავის მესამე ვაჟი. მან გარდაცვალებიდან მალევე მიიღო სახელად "გერმანელი" იმის აღსანიშნავად, რომ მისთვის გადაცემული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობდა სწორედ გერმანულ მიწებზე. ეპითეტი ...

                                               

ფერდინანდ IV (უნგრეთი)

ფერდინანდ IV - ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ისა და დედოფალ მარია ანა ესპანელის უფროსი ვაჟი. უნგრეთისა და ხორვატიის მეფე 1647-1654, ბოჰემიის მეფე 1646-1654 და გერმანიის მეფე 1653-1654 წლებში, როგორც მამ ...

                                               

ფილიპ შვაბიელი

ფილიპ შვაბიელი - ვიურცბურგის ეპისკოპოსი, ტოსკანის მარკგრაფი, შვაბიის ჰერცოგი, გერმანიის მეფე, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის, ფრიდრიხ I ბარბაროსასა და ბურგუნდიის პფალცგრაფის, ბეატრის I ბურგუნდიელის უმცროსი ვაჟი. კარგად განათლებული და პატივცემუ ...

                                               

ფრიდრიხ I ბარბაროსა

ფრიდრიხ I ბარბაროსა - გერმანიის მეფე 1152 წლიდან, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1155 წლიდან. მიეკუთვნებოდა შტაუფენების დინასტიას. ფრიდრიხ I ცდილობდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებას. მას სურდა საკუთარი გავლენა აღედგინა იტალიაზე, ამიტომ 5-ჯერ ი ...

                                               

ფრიდრიხ III (სრი)

ფრიდრიხ მშვიდობიანი - 1424 წლიდან ავსტრიის ჰერცოგი, როგორც ფრიდრიხ V, 1440 წლიდან გერმანიის მეფე, როგორც ფრიდრიხ IV, და 1452 წლიდან საღვთო რომის იმპერატორი, როგორც ფრიდრიხ III. 1452 წელს, 37 წლის ასაკში ის დაქორწინდა პორტუგალიის მეფე დუარტე I-ის ...

                                               

ჰაინრიხ I ფრინველმჭერი

ჰაინრიხ I - გერმანიის მეფე 919 წლიდან, საქსონიის ჰერცოგი ლიუდოლფინგების გვარიდან, საქსონიური დინასტიის დამაარსებელი. 925 წელს ბრძოლით დაიბრუნა ლოთარინგია. უნგრელთა თარეშის აღსაკვეთად შექმნა სიმაგრეთა სისტემა და მძლავრი კავალერია. 933 წელს რიადის ...

                                               

Constitutio Criminalis Carolina

კაროლინა - 1532 წელს მიღებული და 1533 წელს გამოცემული გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის დანაშაულებრივ-სამართლებრივი დადგენილება. სახელწოდება მიიღო იმპერატორ კარლ V-ის პატივსაცემად. კაროლინას მიზანი იყო ადგილობრივ სასამართლოებში სისხლის სამართლ ...

                                               

დადგენილება მთავრების სასარგებლოდ

"დადგენილება მთავრების სასარგებლოდ" - საღვთო რომის იმპერიის კანონი, რომელიც დაამტკიცა იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ 1232 წლის მაისში. კანონმა გერმანიის უმაღლეს არისტოკრატიას ფართო პრივილეგიები მიანიჭა ტერიტორიული მართვის, სამართალწარმოებისა და საბაჟო ...

                                               

იმპერიის კამერალური სასამართლო

იმპერიის კამერალური სასამართლო - საღვთო რომის იმპერიის უმაღლესი სასამართო ორგანო, რომელიც შეიქმნა "საიმპერიო რეფორმის" ფარგლებში, 1495 წელს. სასამართლოს შტაბ-ბინა მდებარეობდა ქალაქ ვეცლარში. იმპერიის კამერალური სასამართლო განიხილავდა უდაბლესი ინს ...

                                               

მიწის ზავი

მიწის ზავი, სამშვიდობო შეთანხმება - საღვთო რომის იმპერიაში კონფლიქტების გადასაჭრელად სამხედრო ძალის გამოყენების საკანონმდებლო აკრძალვა. იმპერატორების გადაწყვეტილება მიწის ზავის მიღებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი წესრიგისა და ი ...

                                               

ოქროს ბულა (1356)

1356 წლის ოქროს ბულა - საღვთო რომის იმპერიის საკანონმდებლო აქტი, რომელიც მიიღო იმპერიის რაიხსტაგმა 1356 წელს. ყველაზე ცნობილი იმ დოკუმენტებიდან, რომელთაც ეწოდებოდა "ოქროს ბულა". დოკუმენტის ლათინურ ენაზე შედგენილი ტექსტი დამტკიცდა იმპერატორ კარლ I ...

                                               

ზალმი (დინასტია)

ზალმი - გერმანელი გრაფების დინასტია. მათი სამფლობელო მდებარეობდა მდ. მოზელიის რეგიონში და ლუქსემბურგების დიანასტიის გვერდით შტოს წარმოადგენენ. სახელი ეწოდათ არდენებში მდებარე ფილზალმის ციხესიმაგრის მიხედვით. დინასტია დააარსა ვიდრიკუსმა 877-926, რ ...

                                               

რიხტჰოფენი

სახელს რიხტჰოფენი ატარებდნენ: ვოლფრამ ფონ რიხტჰოფენი 1895-1945, გენერალ-ფელდმარშალი "მესამე რაიხის" დროს. კარლ ფონ რიხტჰოფენი 1811-1888, სამართალმცოდნეობის ისტრიკოსი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი. კარლ-ბოლკო ფონ რიხტჰოფენი 1903-1971, "წინთელი ...

                                               

ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები

ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენი - ჰოენცოლერნთა დინასტიის შვაბიური და კათოლიკე შტო. იგი ერთ-ერთი უძველესი გერმანული არისტოკრატული საგვარეულოა, რომელიც პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება გრაფების ტიტულით. დინასტია სავარაუდოდ ბურხარდინგების საჰერცოგო საგვარუ ...

                                               

ვიტელსბახები

ვიტელსბახები - გერმანული ფეოდალური გვარი, რომელიც XII საუკუნის დასაწყისიდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე მართავდა ბავარიას, კურპფალცს, ასევე რამდენიმე სხვა ახლომდებარე მიწას. გვარმა სახელწოდება მიიღო ვიტელსბახის ციხე-სიმაგრისგან, რომელიც XII ...

                                               

ადელგუნდა ბავარიელი

ადელგუნდა ბავარიელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ისა და დედოფალ ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელის ასული. მოდენისა და რეჯიოს უკანასკნელი ჰერცოგინია 1846-1859 წლებში როგორც ფრანჩესკო V-ის მეუღლე.

                                               

ავგუსტა ბავარიელი

ავგუსტა ბავარიელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის ასული და მეფე ლუდვიგ I-ის და. ნაპოლეონ ბონაპარტის გერის, ლოიხტენბერგის ჰერცოგ ევგენი დე ბოარნეს მეუღლე.

                                               

ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელი

ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელი - გერმანელი არისტოკრატი და ჰესენ-დარმშტადტის პრინცესა. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის პირველი ცოლი და მეფე ლუდვიგ I-ის დედა.

                                               

ალბრეხტ V (ბავარია)

ალბრეხტ V - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის ჰერცოგი 1550-1579 წლებში. ვილჰელმ IV-ისა და მარია იაკობა ბადენელის ვაჟი.

                                               

ამალია ავგუსტა ბავარიელი

ამალია ავგუსტა ბავარიელი - ვიტელსბახთა დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და დედოფალ კაროლინა ბადენელის ასული. პრუსიის დედოფალ ელიზაბეთ ლუდოვიკას ტყუპისცალი. საქსონიის დედოფალი 1854-1873 წლებში როგორც მეფე იოჰანის მეუღლე. ს ...

                                               

ამალია ცვაიბრიუკენ-ბირკენფელდელი

ამალია ცვაიბრიუკენ-ბირკენფელდელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის და. საქსონიის დედოფალი 1769-1827 წლებში და ვარშავის ჰერცოგინია 1807-1815 წლებში როგორც ფრიდრიხ ავგუსტ I-ის მეუღლე.

                                               

ანა ბავარიელი

ანა ბავარიელი, ან პფალცელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. გერმანიისა და ბოჰემიის დედოფალი 1349-1353 წლებში როგორც კარლ IV-ის მეორე ცოლი.

                                               

ანა ჰენრიეტა კურპფალცელი

ანა ჰენრიეტა კურპფალცელი, ან ბავარიელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჯეიმზ VI-ის ასულ ელიზაბეთ სტიუარტისა და მისი ქმრის, ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V-ის ვაჟ ედუარდ კურპფალცელისა და მისი მეუღლის, ანა გონძაგას ქალიშვილი. კონდეს ...

                                               

ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელი

ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. სიმერნის პფალცგრაფ ედუარდის ასული. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ იოჰან ფრიდრიხის მეუღლე 1668-1679 წლებში. მოდენის ჰერცოგ შარლოტასა და საღვთო რომის იმპერატრიცა ვილჰელმინა ამა ...

                                               

დოროთეა სოფია ნოიბურგელი

დოროთეა სოფია ნოიბურგელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. პფალც-ნოიბურგის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმისა და მისი მეუღლის, ლანდგრაფინია ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელის ასული. მისი დები ესპანეთის, პორტუგალიისა და საღვთო რომის დედოფლები გახ ...

                                               

ედუარდი (სიმერნის პფალცგრაფი)

ედუარდ პფალცელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. პფალცის კურფიურსტ ფრიდრიხ V-ისა და ელიზაბეთ სტიუარტის ძე. სიმერნის პფალცგრაფი.

                                               

ელიზაბეთ ლუდოვიკა ბავარიელი

ელიზაბეთ ლუდოვიკა ბავარიელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და დედოფალ კაროლინა ბადენელის ასული. პრუსიის დედოფალი 1840-1861 წლებში. მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის მეუღლე.

                                               

ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი

ელიზაბეტ შარლოტა კურპფალცელი, მეტსახელად ლიზელოტა - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. კურპფალცის პრინცესა. ორლეანის ჰერცოგინია 1671-1701 წლებში როგორც ფილიპ I-ის მეორე მეუღლე.

                                               

ვილჰელმ V (ბავარიის ჰერცოგი)

ვილჰელმ ღვთისმოსავი იყო ალბრეხტ V-ის და ანა ავსტრიელის ვაჟი. მან მიიღო იეზუიტური განათლება და იყო კონტრფორმაციის პრინციპების ერთგული. მან მიიღო "ღვთისმოსავის" წოდება, რადგანაც მთელ თავისუფალ დროს უთმობდა წირვას, ლოცვას და სასულიერო ლიტერატურას. მ ...

                                               

ვიოლანტე ბეატრიქს ბავარიელი

ვიოლანტე ბეატრიქს ბავარიელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის დიდი პრინცესა როგორც ფერდინანდო მედიჩის მეუღლე. ბავარიის კურფიურსტ ფერდინანდ მარიასა და ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელის ქალიშვილი. სიენის გუბერნატორი 1717-1731 წლებში.

                                               

ვოლფგანგ ვილჰელმი (ნოიბურგის პფალცგრაფი)

ვოლფგანგ ვილჰელმი - ნოიბურგის პფაცლგრაფი და იულიხ-ბერგის ჰერცოგი. ფილიპ ლუდვიგ ფონ პფალც-ნოიბურგისა და ანა ფონ იულიხ-კლევ-ბერგის შვილი. ვოფლგანგმა კათოლიკობა მიიღო და კათოლიკური ლიგისა და ესპანეთის დახმარებით გახდა იულიხ-ბერგის მემკვიდრეობისთვის ...

                                               

იოჰან ვილჰელმი (პფალცის კურფიურსტი)

იოჰან ვილჰელმ ფონ პფალცი - პფალცის პფალცგრაფ-კურფიურსტი და პფალც-ნოიბურგის პფალცგრაფ-ჰერცოგი 1690 წლიდან, იულიხისა და ბერგის ჰერცოგი 1679 წლიდან. იოჰანი იყო ვიტელსბახების საგვარეულოს უმცროსი, ნოიბურგის ხაზის წარმომადგენელი.

                                               

კარლ I ლუდვიგი

კარლ I ლუდვიგი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V-ისა და დედოფალ ელიზაბეთ სტიუარტის ძე. პფალცის კურფიურსტი 1648-1680 წლებში.

                                               

კარლ II (პფალცის კურფიურსტი)

კარლ II - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. პფალცის კურფიურსტი 1680-1685 წლებში. კურფიურსტ კარლ I ლუდვიგისა და ლანდგრაფინია შარლოტა ფონ ჰესენ-კასელის ვაჟი.

                                               

კარლ III ფილიპი

კარლ III ფილიპი - ნოიბურგის პფალცგრაფი, იულიხისა და ბერგის ჰერცოგი და პფალცის კურფიურსტი 1716 წლიდან, ასევე 1716 წლიდან 1728 წლამდე იყო მეგენის გრაფი, ვიტელსბახების საგვარეულოს წარმომადგენელი.

                                               

კარლ X გუსტავი

კარლ X გუსტავი - პფალც-ცვაიბრიუხენელთა დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე 1654-1660 წლებში. მან თავი გამოიჩინა ჩრდილოეთის ომში, რომელშიც ებრძოდა პოლონეთ-ლიტვისა და დანია-ნორვეგიის უნიებს.

                                               

კარლ XI

კარლ XI - პფალც-ცვაიბრიუხენის დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე 1660-1697 წლებში. მეფე კარლ X გუსტავისა და დედოფალ ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელის ერთადერთი ვაჟი. მონაწილეობდა სკანდინავიურ ომში და ცდილობდა ქვეყანაში აბსოლუტიზმის დამყარებას.

                                               

კაროლინა ავგუსტა ბავარიელი

კაროლინა ავგუსტა ბავარიელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის ასული. ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა 1816-35 წლებში როგორც ფრანც I-ის მეოთხე ცოლი.

                                               

კრისტოფერ III (დანია)

კრისტოფერ III ბავარიელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე 1440-48, შვედეთის მეფე 1441-48 და ნორვეგიის მეფე 1442-48 წლებში როგორც მეფე ერიკ VII-დის შვილი.

                                               

ლუდოვიკა ბავარიელი

ლუდოვიკა ბავარიელი - ბავარიის მეფის, მაქსიმილიან I ბავარიელის და მისი მეორე ცოლის, კაროლინა ბადენელის მეექვსე შვილი. იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელის დედა.

                                               

მაგდალენა ბავარიელი

მაგდალენა ბავარიელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ V-ისა და რენატა ლოთარინგიელის ასული. ნოიბურგის პფალცგრაფ ვოლფგანგ ვილჰელმის ცოლი და პფალცის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმის დედა.

                                               

მარგარეტ ბავარიელი

მარგარეტ ბავარიელი - ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის ჰერცოგ ალბერტ I-ისა და მისი პირველი ცოლის, მარგარეტე ბრიუგელის შუათანა ასული. ბურგუნდიის ჰერცოგინია 1404-19 წლებში როგორც ჟან I უშიშის მეუღლე. თავისი ვაჟის, ჰერცოგ ფილიპ III-ის ...

                                               

მარია ანა ბავარიელი (1551-1608)

მარია ანა იყო ბავარიის ჰერცოგ ალბრეხტ V-ის და ანა ავსტრიელის ქალიშვილი. ის იყო ოჯახში მეოთხე შვილი. მის და-ძემბს შორის იყვნენ ვილჰელმ V, ერნესტ ბავარიელი, ფერდინანდ ბავარიელი და მარია მაქსიმილიანა. მამის მხრიდან მისი ბებია და პაპა იყვნენ ვილჰელმ ...

                                               

მარია ანა ბავარიელი (1805-1877)

მარია ანა ბავარიელი - ვიტელსბახთა დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და დედოფალ კაროლინა ბადენელის ასული. ავსტრიის ერცჰერცოგინია სოფია ბავარიელის ტყუპისცალი. საქსონიის დედოფალი 1836-1854 წლებში როგორც ფრიდრიხ ავგუსტ II-ის მ ...