ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 303




                                               

ვიტამინი K

ვიტამინი K - ბუნებაში არსებობს ორი ფორმით რომელსაც ადამიანი ითვისებს 1) K 1 შეიცავს ბოსტნეული, ხილი და საკვების სხვა ფორმები. K 2 მიიღება ნაწლავებში არსებული ბაქტერიული ფლორისგან. K ვიტამინი აუცილებელია პროთრომბინის II ფაქტორის, VII - ფაქტორის, I ...

                                               

მეთხეობა

მეთხეობა - მეცხოველეობის დარგი. იძლევა მრავალფეროვან პროდუქციას. თხის რძე ადვილი მოსანელებელია, განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვების საკვებად და კუჭის დაავადებულებისათვის. იყენებენ აგრეთვე ყველის, კარაქის და რძის მჟავე ნაწარმის მისაღებად. თხის ხორ ...

                                               

მუხლუხი (ზოოლოგია)

მუხლუხი, მატლი - პეპლის მატლური სტადია, რომელიც ინტენსიურად იკვებება და იკეთებს მარაგს შემდგომი განვითარებისათვის. სხეულს ჭიისმაგვარი ფორმა აქვს, პირის აპარატი - მღრღნელი. აქვს მკერდის 3 წყვილი და 8 წყვილი "ცრუ" ფეხი, აბრეშუმის გამომყოფი ჯირკვლებ ...

                                               

ნაყოფიერება

ნაყოფიერება - ცხოველთა ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბებული ყოველი სახეობისათვის დამახასიათებელი უნარი ნამატის მოცემისა, რაც ნორმალურ პირობებში ბუნებრივი სიკვდილიანობის კომპენსაციას ახდენს. სხვადასხვა სახეობისათვის გამრავლების სხვადასხვა ტიპია დამახ ...

                                               

ნისკარტი

ნისკარტი - ფრინველთა ორგანო, რომელსაც ქმნის მოგრძო უკბილო ყბები და ფარავს რქოვანი შალითა - რამფოთეკა. ფრინველთა ემბრიონში ნისკარტის ზედა ნაწილში დროებით ვითარდება წაწვეტებული რქოვანი ბორცვაკი, რომელიც გამოჩეკისას ეხმარება ნაჭუჭის გატეხაში. მრავალ ...

                                               

ორნითოლოგია

ორნითოლოგია - ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც სწავლობს ფრინველებს. მათ ეკოლოგიას, სისტემატიკას, ქცევებს, ხმებს, მიგრაციებს და სხვა. ტერმინი "ორნითოლოგია" შემოიღო იტალიელმა ბუნებისმეტყველმა ულისე ალდროვანდიმ XVI საუკუნის ბოლოს. ორნითოლოგიის ისტო ...

                                               

პრიმატების ქცევა

სპერმის შეჯიბრი - მამრის სათესლეების ზომა ხშირად განსაზღვრავს შეჯვარების მოდელს. პრომისკუიტეტულ სახეობებში ბევრი მამრი ჯვარდება ბევრ მდედრთან და საჭიროა რომ საკვერცხეები შედარებით დიდი იყოს. ეს არის "სპერმის შეჯიბრის" კონკურენცია, რომელიც არსებობ ...

                                               

პრიმატოლოგია

პრიმატოლოგია - ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის პრიმატებს, მათ ანატომიას, ემბრიოლოგიას, ფიზიოლოგიას, წარმოშობას, სისტემატიკას, გავრცელებსასა და ცხოვრების ნირს.

                                               

სხივარები

სხივარები - უმარტივესთა ქვეკლასი ფესვფეხიანების კლასისა. ზღვის პლანქტონური ორგანიზმების დიდი ჯგუფია, 7 ათ-ზე მეტ სახეობას მოიცავს. მათი სხეულის სიგრძე 40 მკმ-იდან 1 მმ და მეტს აღწევს, აქვთ შინაგანი ჩონჩხი ტყავისებრი ცენტრალური კაფსულის სახით, რომ ...

                                               

ფაშვი

ფაშვი - მცოხნელების ოთხკამერიანი კუჭის პირველი, ყველაზე დიდი განყოფილება. ფაშვის მოცულობა მოზრდილ ცხოველებში კუჭის მთელი მოცულობის 4-ია. ფაშვის კედელი შედგება სამი გარსისაგან: სერიოზული, კუნთოვანი და ლორწოვანი. ფაშვის ლორწოვანი გარსი ამოფენილია მ ...

                                               

ჩიჩახვი

ჩიჩახვი - საყლაპავი მილის გაფართოებული ნაწილი; წარმოადგენს საკვების რეზერვუარს; ზოგჯერ აქვე ხდება საჭმლის ქიმიური გადამუშავება. ჩიჩახვები აქვთ მოლუსკებს, მწერებსა და ფრინველებს, აგრეთვე რგოლოვან, მრგვალ ჭიებსა და ნემერტინებს. ჩიჩახვში გამოიყოფა ლ ...

                                               

ცხოველთა მიგრაცია

ცხოველთა მიგრაცია - ცხოველთა გადაადგილება, რომელიც გამოწვეულია საარსებო პირობების შეცვლით ან დაკავშირებულია მათი განვითარების ციკლთან. პირველი შეიძლება იყოს რეგულარული ან არარეგულარული. მეორე ხელს უწყობს სახეობის განსახლებას და შეიძლება დაემთხვეს ...

                                               

ცხოველთა სისტემატიკა

ცხოველთა სისტემატიკა - სისტემატიკის ნაწილი. პირველად დაამუშავა არისტოტელემ, აღწერა ცხოველთა 450-ზე მეტი ფორმა და დაყო სისხლიანებად და უსისხლოებად. სისხლიანები მან ასევე დაანაწილა ჯგუფებად, რომლებიც დაახლოებით თანამედროვე კლასებს შეესაბამებიან. უს ...

                                               

გენი

გენი - წარმოადგენს მემკვიდრეობის ფიზიკურ და ფუნქციურ ერთეულს, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გადატანა ორგანიზმების ერთი თაობიდან მეორეში. მოლეკულურ დონეზე იგი არის დნმ–ს მონაკვეთი, რომელიც მოიცავს ფუნქციური ცილის ან რნმ–ის სინთეზისათვის საჭ ...

                                               

მიკოლოგია

მიკოლოგია - მეცნიერება სოკოების შესახებ. ბოტანიკის ერთ-ერთი დარგი. მიკოლოგიის მთავარი მიზანია სოკოების მორფოლოგია, ფლორისა და სისტემატიკის, ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის, რკოლოგიია, გეოგრაფიის და ფილოგენიის შესწავლა, აგრეთვე მათი როლის დადგენა ბუნებასა ...

                                               

ლიქენები

ლიქენები, მღიერები, ქარაგოზები - ორგანიზმები, რომლებიც შედგება სოკოსა და წყალმცენარეებისაგან. ბოტანიკოსების ნაწილი ლიქენებს მცენარეთა დამოუკიდებელ ჯგუფად მიიჩნევს. მეცნიერებას ლიქენების შესახებ ლიქენოლოგია ეწოდება. ლიქენები აერთიანებენ 400-ზე მეტ ...

                                               

სპორა

სპორა - უმდაბლეს და უმაღლეს მცენარეთა მიკროსკოპული, ჩვეულებრივ ერთუჯრედიანი, იშვიათად ორ ან რამდენიმე უჯრედიანი სტრუქტურა, რომელიც გამრავლებას ემსახურება. ბევრი მცენარის სპორას აქვს რთული აღნაგობის გარსი, შეიცავს საკვების მარაგს და ხანგრძლივად ინ ...

                                               

Francisella tularensis

Francisella tularensis - გრამუარყოფითი, კოკობაცილური, პათოგენური, აერობული ბაქტერია, რომელიც Francisella -ს გვარს მიეკუთვნება. იგი სპორებს არ წარმოქმნის და უძრავია. F. tularensis ტულარემიის გამომწვევი აგენტია, რომლის პნევმონურ ფორმას, თუ არ მოხდა ...

                                               

ბაქტერიები

ბაქტერია - 0.1–10 მიკრონის სიგრძის, სფეროსებრი, ჩხირისებრი ან სპირალისმაგვარი პროკარიოტული ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, დღეისათვის აღწერილია ათი ათასამდე ბაქტერიათა სახეობა და ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება. ბაქტერიების ...

                                               

ბაქტერიოლოგია

ბაქტერიოლოგია, მეცნიერება ბაქტერიების შესახებ, მიკრობიოლოგიის ნაწილი. ბაქტერიოლოგიას ყოფენ რამდენიმე დამოუკიდებელ დარგად: ზოგადი ბაქტერიოლოგია შეისწავლის ბაქტერიების მორფოლოგიას, ფიზიოლოგიას, ბიოქიმიას, მათ ცვალებადობასა და მემკვიდრულობას, ევოლუც ...

                                               

ბაქტერიოფაგები

ბაქტერიოფაგები, ფაგები - ვირუსები, რომლებიც შერჩევით ანადგურებენ ბაქტერიულ უჯრედებს. ფაგები ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. დღეისათვის შესწავლილია 100-მდე ბაქტერიული გვარის მიმართ სპეციფიკური 4000-მდე ბაქტერიოფაგის იზოლატი. მათგან ყველა ...

                                               

ვირუსები

ვირუსები - 20–300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ნაწილაკები, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი აქვთ. სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები - ვირუსები არსებობს ცოცხალ არსებათა დიდი ჯგუფი, რომელსაც არ აქვს უჯრედოვანი აგებულება. ამ არსებებს ვირუსე ...

                                               

ვირუსოლოგია

ვირუსოლოგია - ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ვირუსებს. პირველად ვირუსის, როგორც დაავადებათა გაამომწვევის არსებობა, 1892 წელს დაამტკიცა რუსმა მეცნიერმა დავით ივანოვსკიმ. 1901 წელს სამხედრო ექიმმა უ. რიდმა აღმოაჩინა ადამიანის პირველი დაავადება ...

                                               

მიკრობიოლოგია

მიკრობიოლოგია - მეცნიერება თვალით უხილავ ცოცხალ ორგანიზმების შესახებ. მიკრობიოლოგია შეისწავლის მიკროორგანიზმთა სიცოცხლის და განვითარების კანონზომიერებებს, იმ ცვლილებებს, რომლებსაც იწვევენ ადამიანის, ცხოველის, მცენარის ორგანიზმში და არაცოცხალ ბუნე ...

                                               

მიკროორგანიზმები

მიკროორგანიზმი, მიკრობები mikrós, "პატარა" და ὀργανισμός "ორგანიზმი") - მიკროსკოპული ორგანიზმი, რომელიც შედგება როგორც ერთი უჯრედი. მიკროორგანიზმები არსებობენ ნიადაგში, წყალში, ჰაერში, ცოცხალ ორგანიზმებზე და მათ შინაგან ორგანოებში. მიკროორგანიზმე ...

                                               

ფაცია

ფაცია - ტაქსონომიური კატეგორია ფიტოცენოლოგიაში. რუსი გეობოტანიკოსის ვასილი ალიოხინის მიხედვით, ფაცია ასოციაციის გეოგრაფიული ვარიანტია, რაშიც ასოციაციის იდენტური დომინანტებია, მაგრამ ფლორისტიკული შემადგენლობით განსხვავდება მისგან. შვეიცარიელი გეობ ...

                                               

ფერმენტაცია

ფერმენტაცია არის საკვები პროდუქტების წარმოების პროცესი, როდესაც ნახშირწყლები ალკოჰოლად გარდაიქმნება და კარბონ დიოქსიდები ან ბუნებრივი მჟავეები დროჟის, ბაქტერიების გამოყენებით მიდიან ანაერობულ კონდიციამდე. ფერმენტაციის უფრო ვიწრო განმარტება არის: ...

                                               

ჯილეხი

ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული, ანუ ანტრაქსი, ხუზარა - ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა. ჯილეხი ზოონოზების ტიპური წარმომადგენელია. ამ ტიპის ინფექციის გადატანა შესაძლებელია ტრანსმისიული, ალიმენტური დ ...

                                               

ენცეფალიტი

ენცეფალიტი - თავის ტვინის ანთება. ის შესაძლოა იყოს პირველადი ან მეორეული. პირველად მიეკუთვნება ეპიდემიური, ტკიპისმიერი, კოღოსმიერი, ენტეროვირუსული, ჰერპესული და სხვა ენცეფალიტი. მეორეული ენცეფალიტი კი აღმოცენდება გრიპის, წითელას, თავის ტვინის აბს ...

                                               

ვეგეტატიური ნერვული სისტემა

ვეგეტატიური ნერვული სისტემა - ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს შინაგანი ორგანოების მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ამით - ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას. შედგება ორი ნაწილისაგან - ...

                                               

თავის ტვინი

თავის ტვინი - ადამიანის ნერვული სისტემის ცენტრი. მდებარეობს თავის ქალაში. ადამიანის თავის ტვინი და სხვა ძუძუმწოვრის ტვინი რაიმე ძირეულით არ განსხვავდება, მაგრამ არის სამჯერ დიდი, ვიდრე სხეულით იმავე ზომის სხვა ძუძუმწოვრზე.

                                               

თავის ტვინის ხიდი

თავის ტვინის ხიდი - ტვინის ღეროს უბანი, რომელიც ერთმანეთთან ზურგისა და თავის ტვინის და ტვინის სხვადასხვა ნაწილს აკავშირებს. მდებარეობს ტვინის ზემოთ, ნათხემისა და მეოთხე პარკუჭის ქვემოთ. მას აქვს მარკუთხა ფორმა, რომელიც მკვეთრად არის გამოყოფილი შუ ...

                                               

ნევროპათოლოგია

ნევროპათოლოგია - კლინიკური დისცილინა, რომელიც შეისწავლის ნერვული სისტემის დაავადების მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას; ნევროლოგიის ერთ-ერთი დარგი. აშშ-ში ნევროპათოლოგია ეწოდება ნევროლოგიის იმ ვიწრო დ ...

                                               

ნერვული სისტემა

ნერვული სისტემა - ბიოლოგიური სისტემა, რომელიც ცენტრალური და პერიფერიული ანუ ვეგეტატიური ნაწილებისგან შედგება. ცენტრალურ ნაწილს მიეკუთვნება თავისა და ზურგის ტვინი; პერიფერიულს – ნერვული კვანძები, მათგან გამომავალი ნერვები და ნერვული წნულები. ვეგეტ ...

                                               

სინაფსური პლასტიურობა

ნეირომეცნიერებაში სინაფსური პლასტიურობა არის სინაფსების უნარი გაძლიერდნენ ან შესუსტდნენ მათი აქტივობის გაზრდის ან შემცირების საპასუხოდ. რადგან მეხსიერება წარმოადგენს ტვინში სინაფსების მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ ქსელს, სინაფსური პლასტიურობა მეხსი ...

                                               

ტვინი

ტვინი - ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების რეგულაციისა და უმაღლესი ნერვული მოქმედების განხორციელების ყველაზე სრულყოფილ ფორმებს. ტვინის ძირითადი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია ნეირონი. ფილოგენე ...

                                               

ჰიდროცეფალია

ჰიდროცეფალია - პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის რაოდენობა. ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება.

                                               

სქესი

სქესი - ორგანიზმის მორფოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მის მონაწილეობას ახალ თაობათა წარმოქმნაში და შთამომავლობისათვის მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემაში. მამრობითი და მდედრობითი გამეტების შერწყმით მიიღება ...

                                               

ქემოსინთეზი

ქემოსინთეზი ეწოდება ისეთ პროცესს, რომლის დროსაც ავტოტროფული ორგანიზმები, კერძოდ კი, ბაქტერიები არაორგანულიდან ორგანული ნივთიერების წარმოსაქმნელად მინერალურ ნივთიერებათა დაჟანგვის შედეგად გამოყოფილ ენერგიას იყენებენ. ქემოსინთეზის უნარი გააჩნია: გო ...

                                               

გამრავლება

გამრავლება - ცოცხალ ორგანიზმთა ერთ-ერთი ძირითადი თვისება, წარმოქმნან თავისივე მსგავსი ახალი არსებები. მისი მეოხებით ხდება სახეობის შენარჩუნება და რიცხობრივი ზრდა. არსებობს გამრავლების ორი ფორმა - უსქესო და სქესობრივი. უსქესო გამრავლების დროს ახალ ...

                                               

განაყოფიერება

განაყოფიერება - ქალისა და მამაკაცის გამეტების ერთ უჯრედად შეერთება. მიღებული უჯრედი უკვე ახალი ორგანიზმია და მას ზიგოტა ეწოდება. ზიგოტა არა მარტო უჯრედია, არამედ ახალი ორგანიზმია განვითარების ერთუჯრედოვან სტადიაზე. მაშასადამე, განაყოფიერების ბიოლ ...

                                               

კვერცხსადები

კვერცხსადები - მრავალი მწერისა და ზოგი თევზის კვერცხის დასადები გარეგანი სასქესო ორგანო. მწერების კვერცხსადები წარმოადგენს მუცლის მე-8 და მე-9 სეგმენტის სახეცვლილ კიდურებს. შედგება 3 წყვილი საგდულისაგან, რომელიც ესობა სუბსტრატში და კვერცხი მათ შუ ...

                                               

კვერცხცოცხლადშობა

კვერცხცოცხლადშობა - შთამომავლობის მოცემის წესი, რომლის დროსაც ჩანასახი სრულ განვითარებას დედის სხეულში მყოფ კვერცხში აღწევს, მაგრამ კვერცხის გარსებისაგან მხოლოდ კვერცხის დადების შემდეგ თავისუფლდება. გვხვდება იშვიათად, მაგ., უხერხემლოებიდან კვერცხ ...

                                               

მაკეობა

მაკეობა - დედალი ცხოველის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როდესაც მის ორგანიზმში ნაყოფი ვითარდება. ნამდვილი მაკეობა მხოლოდ ძუძუმწოვრებს ახასიათებს, თუმცა ზოგჯერ სხვა ცხოველების კვერცხსავალში კვერცხის განვითარების შემთხვევასაც მაკეობას უწოდებენ. მაკეობა ...

                                               

ბელა მეტრეველი

ბელა მეტრეველი - ქართველი მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი. სწავლობდა ქალაქ სამარყანდის ივანე პავლოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა 1986 წელს. ამჟამად, ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. მუშ ...

                                               

სასიცოცხლო ციკლი (ბიოლოგია)

სასიცოცხლო ციკლი, განვითარების ციკლი - განვითარების ფაზათა ერთობლიობა, რომელთა გავლის შემდეგ ინდივიდი ზრდასრულ ფორმას აღწევს და ახალი თაობის მოცემის უნარი აქვს. სასიცოცხლო ციკლში ერთმანეთს ენაცვლება ჰაპლოიდური და დიპლოიდური ფაზები. მრავალუჯრედიან ...

                                               

სქესობრივი აქტი

სქესობრივი აქტი ან უბრალოდ სექსი - გენიტალური კონტაქტი ორ ინდივიდს შორის გამრავლების მიზნით ან სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილებისთვის. ბიოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის აქტი, რომლის დროსაც მამაკაცის რეპროდუქციული ორგანო შეიყვანება ქალის რეპროდუქციუ ...

                                               

ტყუპები

ტყუპები - ძუძუმწოვრებისა და ადამიანის ორი ან მეტი ნაშიერი. ტყუპები ჩნდებიან თითქმის ერთდროულად ერთი დედისგან. არსებობს ტყუპების ორი ტიპი: ერთკვერცხისეული იდენტური და სხვადასხვაკვერცხისეული არიდენტური. არაიდენტური ტყუპები დროს ნაყოფიერდება 2 ან მე ...

                                               

ქვირითი

ქვირითი - თევზების, მოლუსკების, კანეკლიანებისა და წყლის ზოგიერთი სხვა ცხოველის, აგრეთვე ამფიბიების კვერცხები, რომლებსაც დედალი ცხოველი ყრის წყალში ლორწოვანი გროვების სახით. მას მკვრივი გარსია არ გააჩნია და წყალშივე ვითარდება მამლის მიერ სათესლე ს ...

                                               

Neogastropoda

Neogastropoda - მუცელფეხიანი მოლუსკების რიგი ცენოგასტროპოდების ჯგუფიდან, რომელიც მოიცავს დაახლოებით 16 000 სახეობას. უპირატესად იკვებებიან ცხოველებით.