ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 296




                                               

აბელ ტასმანის ეროვნული პარკი

აბელ ტასმანის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთის კუნძულის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე. შეიქმნა 1942 წელს, ორნითოლოგებისა და მწერალ პერინ მონკრიეფის დიდი ძალისხმევის შედეგად. 225.3 კმ² ფართობით იგი ახალი ზელანდიის უმცირესი ეროვნულ ...

                                               

აბისკუს ეროვნული პარკი

აბისკუ - ეროვნული პარკი შვედეთში. გეოგრაფიულად, აბისკო მდებარეობს ლაპლანდიის რეგიონში, ნორვეგიასთან საზღვრის სიახლოვეს და მიეკუთვნება კირუნის მუნიციპალიტეტს, რომელიც უდიდესია შვედეთში და ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. პარკი შვედეთი ...

                                               

აგტელეკის ეროვნული პარკი

აგტელეკის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ჩრდილოეთ უნგრეთში, ბორშოდ-აბაუი-ზემპლენის მედიეში, ამ სახელის ასევე პატარა სოფელი პარკის ტერიტორიაზე. რომელიც სლოვაკეთის კარსტთან ერთად წარმოადგენს აგტელეკის ერთიანი მღვიმის ნაწილს. იგი უნგრეთში დაფუძნებუ ...

                                               

აზინარის ეროვნული პარკი

აზინარის ეროვნული პარკი - დაცული ტერიტორია იტალიაში, სარდინიის რეგიონში. მდებარეობს კუნძულ აზინარაზე, სარდინიის ჩრდილოეთით. შეიქმნა 1997 წელს და მოიცავს 5170 ჰა ხმელეთს და 21 790 ჰა ზღვას. პარკის შექმნამდე, კუნძულზე მდებარეობდა მაღალი უსაფრთხოები ...

                                               

ათასი კუნძული (ინდონეზია)

ათასი კუნძული - კუნძულთა ჯაჭვი ჯაკარტის სანაპიროს ჩრდილოეთით. არის ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის ერთადერთი სარეგენტო. შედგება 342 კუნძულისგან და ჯაკარტის ყურის დასავლეთით, ბანტენის პროვინციის ჩრდილოეთით, იავის ზღვაში 45 კმ-ის მანძილზეა გადაჭიმული ...

                                               

ალა-არჩის ეროვნული პარკი

ალა-არჩის ეროვნული პარკი მდებარეობს ტიან-შანის მთებში, ამ ტერიტორიაზე ეროვნული პარკი დაარსდა 1976 წელს და ის დედაქალაქ ბიშკეკიდან დაახლოებით 40 კილომეტრითაა დაშორებული. პარკი მოიცავს მდინარე ალა-არჩას ხეობას და აქ არსებულ მთებს, ეს ადგილები განას ...

                                               

ალანიის ეროვნული პარკი

ალანიის ეროვნული პარკი - ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე მდებარე ეროვნული პარკი. მოიცავს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ირაფსკის რაიონის მესამედ ნაწილს. ეროვნული პარკი ორი მიზნით შეიქმნა: ერთი მხრივ მაღალი ბიომრავალფეროვნებისა და დიდი რაო ...

                                               

ალას-პურვოს ეროვნული პარკი

ალას-პურვო - ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს ბლამბანგენის ნახევრეკუნძულზე, აღმოსავლეთ იავის პროვინციის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. ცნობილია ბანტენგის ველური სახეობებითა და გრაჯაკენის უბეში არსებული ტალღებზე საცურაო ადგილებით. პარკის სახელ ...

                                               

ალგეთის ეროვნული პარკი

ალგეთის ეროვნული პარკი, ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი - ეროვნული პარკი საქართველოში. მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქალაქ თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და მოიცავს თრიალეთის ქედის ა ...

                                               

ალტა-მურჯიის ეროვნული პარკი

ალტა-მურჯია - ეროვნული პარკი სამხრეთ იტალიაში, აპულიის რეგიონში. გადაჭიმულია მურჯიის გეოგრაფიულ არეალში. დაარსდა 2004 წელს. პარკის ფართობი 677.39 კმ²-ია. წარსულში ეს ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ახლა კი მხოლოდ აქა-იქ, განცალკევებით მდგომი მოგზ ...

                                               

ამბოროს ეროვნული პარკი

ამბოროს ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 300-3500 მეტრზე. მისი ფართობი 4 425 კმ²-ია. პარკი დაცულია ადამიანების დასახლებისგან, ნადირობისგან, ტყის გაჩეხვისა და შემგროვებლობისგან. მიუხედ ...

                                               

ამერიკის სამოის ეროვნული პარკი

ამერიკული სამოის ეროვნული პარკი მდებარეობს ამერიკულ ტერიტორია სამოაზე. პარკი მოქცეულია სამ კუნძულზე: ტუტუილაზე, ოფუ-ოლოსეგაზე და ტაუზე. იგი მოიცავს მარჯნის რიფებს, წვიმიანი ტყეებს და თეთრ ქვიაშიან სანაპიროებს. ეს ადგილები განსაკუთრებით პოპულარული ...

                                               

ანრი-პიტიეს ეროვნული პარკი

ანრი-პიტიე - ვენესუელის უძველესი ეროვნული პარკი. შეიქმნა 1937 წელს. ცნობილია ფრინველთა სამყაროს მრავალფეროვნებით. მისი ეკოსისტემა იცვლება ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით. თავდაპირველად პარკს რანჩო-გრანდე ერქვა, მაგრამ შემდეგში, შვეიცარიელი ბიოლოგ ...

                                               

აო-პჰანგ-ნგის ეროვნული პარკი

აო-პჰანგ-ნგის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი სამხრეთ ტაილანდში, პჰანგ ნგას პროვინციაში. პარკის ტერიტორია მოიცავს მუეანგ პჰანგ ნგას რაიონისა და ტაკუა თჰუნგის რაიონის სანაპიროებს. პარკის დიდი ნაწილი მოიცავს მალაკის სრუტესა და იქ მდებარე კირქვის კლ ...

                                               

ართურს-პასის ეროვნული პარკი

ართურს-პასის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე. შეიქმნა 1929 წელს. იგი პირველი ეროვნული პარკი იყო სამხრეთ კუნძულზე და მესამე ახალ ზელანდიაში. შუაზე ჰყოფს სახელმწიფო გზატკეცილი 73. აღნიშნული გზა გადაკვეთს სოფელ ართუ ...

                                               

ასპაირინგის მთის ეროვნული პარკი

ასპაირინგის მთის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე, სამხრეთ ალპებში. მდებარეობს ფიორდლანდის ეროვნული პარკის ჩრდილოეთით, ოტაგოსა და უესტ-კოსტის რეგიონებს შორის. მიეკუთვნება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს - ტე- ...

                                               

ასპრომონტეს ეროვნული პარკი

ასპრომონტეს ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი იტალიაში, აპენინების სამხრეთ ნაწილში, კალაბრიის რეგიონში. გადაჭიმულია ზღვის სიახლოვეს და ის მოიცავს მწვერვალებს, რომელთა სიმაღლეს 2 000 მეტრამდე აღწევს. პარკის ტერიტორიას მრავალი მდინარე გადაკვეთს. გავრ ...

                                               

აუქშტაიტიის ეროვნული პარკი

აუქშტაიტია - ეროვნული პარკი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დედაქალაქ ვილნიუსიდან 100 კილომეტრის დაშორებით. ეს არის ლიეტუვის პირველი ეროვნული პარკი, რომელიც 1974 წელს დაარსდა. თავდაპირველად ამ ტერიტორიას ერქვა ლიტვის სსრ-ს ეროვნული პარკი. 1991 წელს ...

                                               

ბა-ბეს ეროვნული პარკი

ბა-ბეს ეროვნული პარკი - დაცული ტერიტორია ვიეტნამის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ბაკ-კანის პროვინციაში. შეიქმნა მტკნარი წყლის ტბისა და გარშემორტყმული კირქვისა და მარადმწვანე ტყეების დასაცავად. მდებარეობს დედაქალაქ ჰანოიდან დაახლოებით 240 კმ-ის დაშო ...

                                               

ბავარიის ტყე

ბავარიის ტყე - დაბალმთიანი ტყიანი ზონა გერმანიაში, ბავარიაში. იშლება ჩეხეთის საზღვართან და გრძელდება ჩეხეთის მხარეს, ბოჰემიის ტყეში. გეოგრაფიულად, ბავარიისა და ბოჰემიის ტყეები ერთი მთის მასივის ნაწილებია. ბავარიის ტყის ნაწილი მიეკუთვნება ბავარიის ...

                                               

ბალატონის მთიანეთის ეროვნული პარკი

ბალატონის მთიანეთის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი უნგრეთში. 1997 წელს დაარსებული დაცული ეკოლოგიური სისტემა, რომელიც მოიცავს მიმდებარე ბალატონის მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიას. დაარსდა უკვე დაცული ტერიტორიების კავშირით, რომელიც არსებობდა ცალკედ ...

                                               

ბალი-ბარატის ეროვნული პარკი

ბალი-ბარატი - ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ ბალის ჩრდილო–დაავლეთ ნაწილში. მოიცავს დაახლოებით 190 კმ² ტერიტორიას, საიდანაც 158 კმ² ხმელეთია, დანარჩენი კი ზღვა. ეს ბალის ხმელეთის დაახლოებით 5%-ია. ჩრდილოეთით მოიცავს 1000 მ სიგრძის პ ...

                                               

ბალურანის ეროვნული პარკი

ბალურანი - ეროვნული პარკი ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავის პროვინციაში. კლიმატი შედარებით მშრალია. პარკი მოიცავს დაბლობის ტყეებს, სავანებს, მანგროს ტყეებსა და ბორცვებს, ასევე ბალურანის მთას. ეროვნული პარკი მდებარეობს კუნძულ იავის უკიდურეს ჩრდილო–აღმ ...

                                               

ბანინის ეროვნული პარკი

ბანინის ეროვნული პარკი - დაცული ტერიტორია მოზამბიკში, გაზის პროვინციის ჩიგუბუს რაიონში. შეიქმნა 1973 წლის 26 ივნისს. პარკის ფართობი 7 000 კმ²-ია და მოიცავს ვრცელ ჭარბტენიან არეალებს, რაც წყლის მნიშვნელოვანი წყაროა ირგვლივ მდებარე მშრალი მიწებისთვ ...

                                               

ბანტიმურუნგ-ბულუსარაუნგის ეროვნული პარკი

ბანტიმურუნგ-ბულუსარაუნგი - ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სულავესის სამხრეტ ნაწილში. მოიცავს მაროს–პანგკეპის ქვიშაქვის ბორცვებს - მეორე უდიდეს კარსტულ არეალს მსოფლიოში, სამხრეთ–აღმოსავლეთ ჩინეთის კარსტების შემდეგ. პარკი მდებარეობს ...

                                               

ბანფის ეროვნული პარკი

ბანფის ეროვნული პარკი - კანადის უძველესი ეროვნული პარკი, დაარსდა 1885 წელს კანადის კლდოვან მთებში. ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქ კალგარის დასავლეთით 110-180 კილომეტრის დაშორებით, ალბერტის პროვინციაში, მისი ფართობი შეადგენს 6 641 კმ²-ს, მოიცავს ...

                                               

ბარიტუს ეროვნული პარკი

ბარიტუს ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი არგენტინაში. მდებარეობს სანტა-ვიქტორიას დეპარტამენტში, სალტის პროვინციის ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ-დასავლეთ არგენტინაში. პარკი ესაზღვრება ბოლივიას და სწორედ ამ ქვეყნიდან უფრო ადვილი მისადგომია. მისი ფართობი შეად ...

                                               

ბატანგ-აის ეროვნული პარკი

ბატანგ-აის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი მალაიზიაში, სარავაკის შტატში. მდებარეობს ქალაქ კუჩინგიდან 250 კმ-ით აღმოსავლეთით მოიცავს სულ 24 კმ²-ზე გადაჭიმულ ტროპიკულ წვიმის ტყეებს, სადაც გავრცელებულია რამდენიმე უიშვიათესი, დაცული ცხოველი. პარკში მ ...

                                               

ბატანგ-გადისის ეროვნული პარკი

ბატანგ-გადისი - ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრის დასავლეეთ ნაწილში. მოიცავს 1 080 კმ²–ს. პარკში გავრცელებულია საფრთხის ქვეშ მყოფი სუმატრის ვეფხვი, აზიური ოქროსფერი კატა, ბენგალური კატა, წინწკლებიანი ლეოპარდი. ბატანგ-გადისის ...

                                               

ბელოვეჟის ტევრის ეროვნული პარკი

ბელოვეჟის ტევრის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ბელარუსში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბელარუსის საზღვართან. მოიცავს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესულ უნიკალურ ბელოვეჟის ტევრს. ეროვნული პარკი შეიქმნა 1932 წელს და მისი ...

                                               

ბერბაკის ეროვნული პარკი

ბერბაკის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრაზე, ჯამბის პროვინციაში. მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდეს ჭაობის ტყესა და ტორფიანი ჭაობის ტყეს, ისევე როგორც დიდი რაოდენობით პალმის სახეობებს. დაცულ ტერიტორიად 1 ...

                                               

ბეტუნგ-კერიჰუნის ეროვნული პარკი

ბეტუნგ-კერიჰუნი - ეროვნული პარკი ინდონეზიაში, კუნძულ ბორნეოზე, დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში. მდებარეობს შიდა ნაწილში, მაიალიზიის საზღვრის გასწვრივ. შეიქმნა 1995 წელს. მოიცავს 8 000 კმ²-ს. მალაიზიის მხარეს მდებარე ლანჯაგ-ენტიმაუს ველური ბუნებ ...

                                               

ბისკეინის ეროვნული პარკი

ბისკეინის ეროვნული პარკი - მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში, ფლორიდის შტატის აღმოსავლეთით. ეროვნული პარკი წარმოადგენს ბისკეინის ყურის ტერიტორიას, ეს დაცული ტერიტორია ტურისტებში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. პარკის 95% წყა ...

                                               

ბლო-იუნგფრუნი

ბლო-იუნგფრუნი - შვედეთის კუნძული ბალტიის ზღვაში. უფრო ზუსტად, ის მდებარეობს კალმარის სრუტეში, სმოლანდისა და ელანდის პროვინციებს შორის. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ოსკარსჰამნის მუნიციპალიტეტს. კუნძული დაუსახლებელია და მისი ფართობი 0.7 კმ²-ია, უმა ...

                                               

ბოგანი-ნანი-ვარტაბონეს ეროვნული პარკი

ბოგანი-ნანი-ვარტაბონე - ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სულავესიზე, მინაჰასის ნახევარკუნძულზე. ფართობი 2 871.15 კმ². შეიქმნა 1991 წელს და სახელი ეწოდა ადგილობრივ ნანი ვარტაბონეს პატივსაცემად, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იაპონელებს ებ ...

                                               

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით. ის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის მ ...

                                               

ბრომო-ტენგერ-სემერუს ეროვნული პარკი

ბრომო-ტენგერ-სემერუ - ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, ქალაქ მალანგის აღმოსავლეთითა და პროვინციის დედაქალაქ სურაბაიის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ერთადერთი კონსერვაციული ტერიტორიაა ინდონეზიაში, სადაც წარმოდგენილია ერ ...

                                               

ბუდო-სუნგაიპადის ეროვნული პარკი

ბუდო-სუნგაიპადის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ტაილანდში, ნარატჰივატის პროვინციაში. პარკი ტიტივანგსას მთებისა და ტენასერიმის მთიანეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილშია მოქცეული. 1974 წელს სამეფო სატყეო დეპარტამენტმა პაჩოს ჩანჩქერის პაკი დააარსა, რომელ ...

                                               

ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნული პარკი

ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე. მისი ფართობი 3 568 კმ²-ია. 2004 წლიდან გუნუნგ-ლიოსერისა და კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკებთან ერთად, შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში საერთო სახელით ...

                                               

ბუკიტ-დუაბელასის ეროვნული პარკი

ბუკიტ-დუაბელასი - შედარებით პატარა ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრაზე. ფართობი 605 კმ². პარკში წარმოდგენილია დაბლობის ტროპიკული წვიმის ტყეები. ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებულია პირველადი წვიმის ტყეები, დანარჩენ ნაწილშ კი მეორეულ ...

                                               

ბუკიტ-ტიგაპულუჰის ეროვნული პარკი

ბუკიტ-ტიგაპულუჰი - ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრის აღმოსავლეთ ნაწილში. მოიცავს 143 223 ჰექტარს. ძირითადად შედგება დაბლობის ტროპიკული ტყეებისაგან. გავრცელებულია საფრთხის ქვეშ მყოფი მრავალი სახეობა, მათ შორის სუმატრის ორანგუტ ...

                                               

ბუნაკენის ეროვნული პარკი

ბუნაკენის ეროვნული პარკი - საზღვაო პარკი ინდონეზიაში, კუნძულ სულავესის ჩრდილოეთით. მდებარეობს მარჯნის სამკუთხედის ცენტრის სიახლოვეს. გავრცელებულია 390 სახეობის მარჯნის პოლიპი, ისევე როგორც მრავალი სახის თევზი, მოლუსკი, რეპტილია და ზღვის სხვა ძუძუ ...

                                               

გალიჩიცის ეროვნული პარკი

გალიჩიცის ეროვნული პარკი - ჩრდილოეთ მაკედონიის სამი ეროვნული პარკიდან ერთ-ერთი. მდებარეობს რესენისა და ოჰრიდის თემების ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის უდიდეს ტბებს - ოჰრიდსა და პრესპას შორის. ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს ქალაქები ოჰრიდი და რ ...

                                               

გარგანოს ეროვნული პარკი

გარგანოს ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი სამხრეთ იტალიაში. მდებარეობს გარგანოს ნახევარკუნძულზე, ფოჯის პროვინციაში. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვრცელდება გარგანოს მთა, აქვეა ტრემიტის არქიპელაგი. პარკი ცნობილია თავისი უძველესი ფიჭვის ტყეებით. დაარს ...

                                               

გარფიუტანის ეროვნული პარკი

გარფიუტანის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი შვედეთში, კარლსბეგების ქედზე, ქალაქ ერებრეს დასავლეთით, ლეკებერგის მუნიციპალიტეტში. მოიცავს 1.11 კმ² ტერიტორიას. პარკი 1909 წელს დაარსდა, შვედეთის სხვა პირველ 8 ეროვნულ პარკთან ერთად, რომლებიც ამავე დრო ...

                                               

გლასიერ-ბეის ეროვნული პარკი

გლასიერ-ბეის ეროვნული პარკი - მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში, ალასკის შტატში. პირველად აქ დაცული ტერიტორია შეიქმნა 1925 წლის 25 თებერვალს და ის ეროვნული მონუმენტის სტატუს ატარებდა, 1980 წელს შეიცვალა სტატუსი და ამ ტერიტო ...

                                               

გლენვეჰის ეროვნული პარკი

გლენვეჰი - ეროვნული პარკი დონეგალის საგრაფოს ტერიტორიაზე, ირლანდიაში. ფართობი - დაახლოებით 110 კმ². ნაკრძალის მთავარი ღირსშესანიშნაობა - ეს არის გლენვეჰის ციხე-სიმაგრე, რომელიც 1873 წელს ააგო კაპიტანმა ჯონ ჯორჯ ედეირმა, რომლის მიზანიც იყო ისეთი ნ ...

                                               

გოტსკა-სანდენის ეროვნული პარკი

გოტსკა-სანდენი - შვედეთის კუთვნილი დაუსახლებელი კუნძული ბალტიის ზღვაში, კუნძულ ფორედან 38 კმ-ით ჩრდილოეთით. მისი სიგრძე დაახლოებით 9 კმ-ია, სიგანე − 6 კმ, მთლიანი ფართობი კი 36 კმ². გოტსკა-სანდენი მთლიანად ქვიშისგან შედგება და მისი პეიზაჟისთვის დ ...

                                               

გრან-პარადიზოს ეროვნული პარკი

გრან-პარადიზოს ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი იტალიაში, გრაის ალპებში. მდებარეობს ვალე-დ-აოსტის და პიემონტის რეგიონებში. პარკის ტერიტორიაზეა მთა გრან-პარადიზო. იცავს იშვიათ სახეობებს, მათ შორის ალპურ თხას. XIX საუკუნეში უწესრიგო ნადირობის შედეგა ...

                                               

გრან-სასო-ე-მონტი-დელა-ლაგა

გრან-სასო-ე-მონტი-დელა-ლაგა - ბუნების პარკი იტალიაში. შეიქმნა 1991 წელს და მოიცავს 2 014 კმ² ტერიტორიას. ლანდშაფტი ძირითადად მთიანია. პარკის სამმართველო მდებარეობს ლაკვილის პროვინციაში. პარკის ტერიტორიაზე, გრან-სასოს მწვერვალსა და მონტი-დელა-ლაგი ...