ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 293




                                               

ანტიგონიდების დინასტია

ანტიგონიდების დინასტია - ელინისტური ხანის მაკედონიის სამეფო დინასტია. მეფობდა ძვ. წ. 306 -168 წწ. დინასტიის დამაარსებელია ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარი ანტიგონე მონოფთალმოსი.

                                               

ანტონინუსების დინასტია

ანტონინების დინასტია, რომის საიმპერატორო დინასტია, რომლის სახელწოდება მომდინარეობს ანტონინუს პიუსისაგან. დინასტია ისტორიაში "ხუთი კარგი იმპერატორის" სახელითაც შევიდა. მისი წარმომადგენლები არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები. დინასტიის პირველი იმპერატ ...

                                               

არპადები

არპადები - სამთავრო და სამეფო დინასტია უნგრეთში. შუა საუკუნეებში არპადების სახლს უწოდებდნენ "წმინდა მეფეების დინასტიას".

                                               

არშაკიდების დინასტია

არშაკიდების დინასტია, არშაკიანები პართიული დინასტია ირანში ძვ. წ. 250 - ახ. წ. 228 წლებში. არშაკიდები იყვნენ პართიული მოდგმის პარნების ტომისა, რომლებიც ადრიდანვე დამკვიდრდნენ კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ძვ. წ. 250 წელს პარნებმა მეფე ...

                                               

არშაკუნიანები

არშაკუნიანები - სამეფო დინასტიის სომხეთში, პართელ არშაკიდთა უმცროსი შტო. დააარსა პართიის მეფე ვალარშ I-ის ძმამ თრდატ I-მა. თავდაპირველად ტახტის პრეტენდენტს რომის იმპერატორის საბოლოო ნებართვით პართია აგზავნიდა. პართელი არშაკიდების დაცემის შემდეგ კ ...

                                               

ბაგრატიონები

ბაგრატიონები - საქართველოს სამეფო დინასტია ახ. წელთაღრიცხვით 575 - 1810 წლებში. ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის პროვინციიდან იყვნენ. ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რ ...

                                               

გირეის დინასტია

გირეის დინასტია - მონღოლურ-თურქული დინასტია. ჩინგიზ-ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის მეცამეტე შვილის შთამომავალმა, მუსლიმმა ჰაჯი-გირეიმ, 1441 წელს დააარსა ყირიმის სახანო და გირეის დინასტია, რომელიც მართავდა ყირიმს 1441 წლიდან მის დაცემამდე, 1783 წლამდე ...

                                               

დუკები

დუკები - ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია, მცირეაზიელი პროვინციული არისტოკრატიის შთამომავალნი. მართავდნენ 1059-1067 და 1071-1078 წლებში. დუკები წყაროებში IX საუკუნიდან იხსენიებიან. X საუკუნის დამდეგს იმპერატორის წინააღმდეგ გამოვიდნენ, მაგრამ დამარც ...

                                               

ვანგჩუკების დინასტია

ვანგჩუკების დინასტია - ბჰუტანის სამეფო დინასტია. მათი მმართველობის დროს მოხდა ბჰუტანის ხელახალი გაერთიანება. თავიდან ისინი წარმოადგენდნენ ტრონგსას მმართველებს, თუმცა შეძლეს სხვა ლოკალური მმართველების დამორჩილება და ბრიტანეთის იმპერიის კეთილგანწყო ...

                                               

ველფები

ველფები - ფრანკული წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი ევროპული დინასტია, რომლის წარმომადგენლებიც რიგი ევროპული სახელმწიფოების ტახტს იკავებდნენ, კერძოდ, გერმანული და იტალიური სამთავროების, ასევე რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის.

                                               

იაგელონები

იაგელონები - სამეფო დინასტია, რომელიც მართავდა ცენტრალური ევროპის ქვეყნებს XIV - XVI სს-ში. ამ დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ ლიეტუვის დიდი მთავრები 1377-1392 წლებში, 1386-1572 წლებში პოლონეთის მეფეები, 1440-1444 და 1490-1526 უნგრეთის მეფეები, ...

                                               

იორკები

იორკები - ინგლისური სამეფო დინასტია. პლანტაგენეტების სამეფო სახლის ერთ-ერთი შტო. მონაწილე მხარე ვარდების ომში, ლანკასტერების დინასტიის წინააღმდეგ. იყვნენ იორკის პირველი ჰერცოგის ედმუნდ ლანგლის შთამომავლები. მათი სიმბოლო იყო თეთრი ვარდი.

                                               

ისავრიელთა დინასტია

ისავრიელთა დინასტია სირიელთა დინასტია – ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია, მეფობდნენ 717-802 წლებში. სახელი ეწოდა დინასტიის დამფუძნებლის ლეონ III "ისავრიელის" მიხედვით, თუმცა როგორც შემდეგ დადგინდა ლეონ III სირიელი იყო და არა ისავრიელი. ისავრიელთა დ ...

                                               

კარაგეორგიევიჩების დინასტია

კარაგეორგიევიჩები – XIX საუკუნეში სამთავრო, ხოლო 1903-1918 წლებში სამეფო დინასტია სერბეთში. შემდეგ სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოსა და იუგოსლავიაში. დინასტიის დამაარსებელი იყო გეორგე კარაგეორგიევიჩი სერბიის პირველი აჯანყების ხელმძღვან ...

                                               

კლავდიუსი (გვარი)

კლავდიუსების - საბინური წარმოშვების პატრიციული გვარი ერთ-ერთი უძველესია ძველ რომში. ვარაუდობენ რომ, გვარი კლავდიუსი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Claudeo, რაც კოჭლობას ნიშნავს, შესაძლოა პირველი კლავდიუსი კოჭლი იყო.

                                               

კომნენოსები

კომნენოსები - ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია. სავარაუდებელია, წარმოშობით მცირეაზიელ მსხვილ ფეოდალთა წრიდან იყვნენ. მამულები ჰქონდათ პაფლაგონიაშიც და მაკედონიაშიც. გამოხატავდნენ მსხვილი პროვინციული ფეოდალების ინტერესებს. კომნენოსების მიერ გატარებუ ...

                                               

კორიო

კორიო, ასევე გორიო - კორეული დინასტია, რომელიც 918 წელს ტახეჯომ ჩამოაყალიბა. თანამედროვე კორეის სახელი ამ სამეფოდან მომდინარეობს. ამ სამეფომ გააერთიანა 936 წელს გვიანდელი სამი სამეფო გააერთიანა, მის შემადგენლობაში კორეის ნახევარკუნძულის უდიდესი ნ ...

                                               

კურფიურსტები

კურფიურსტები - "საღვთო რომის იმპერიაში" მთავრები, რომელთაც XIII საუკუნიდან მიენიჭათ მეფის არჩევის უფლება. კურფიურსტები იყვნენ: ტრირის, კელნის და მაინცის არქიეპისკოპოსები, საქსონიის, პფალცის, ბრანდენბურგის საერო მთავრები და ბოჰემის მეფე. კურფიურსტ ...

                                               

ლასკარისები

ბიზანტიის ისტორიის ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით, "ყველაზე მეტად სავარაუდოა”, რომ სახელი მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან ლაშგარი, რაც "მეომარს”, "ჯარისკაცს” ნიშნავს. დ. პოლემისი ვარაუდობს, რომ სახელის წარმოსდგება δάσκαρης-დან, "მასწავლებლის” კაბა ...

                                               

ლუქსემბურგები

ლუქსემბურგები - დინასტია, რომელიც მართავდა საღვთო რომის იმპერიას, ჩეხეთს, უნგრეთსა და ლუქსემბურგს, ლიმბურგიული სახლის შტო. დინასტიას სათავე დაუდო ლიმბურგის ჰერცოგმა, ვალერან III-მ, რომელმაც, ლუქსემბურგის გრაფის ასულთან, ერმეზიდა I-თან ქორწინების ...

                                               

მაკედონელთა დინასტია

მაკედონელთა დინასტია – ბიზანტიელ იმპერატორთა დინასტია 867–1056 წწ. დააარსა ბასილ I წარმოშობით მაკედონელმა გლეხმა.

                                               

მამლუქების დინასტია

მამლუქების დინასტია იგივე ღულამების დინასტია - მამლუქების დინასტია, რომელიც მართავდა ჩრდილოეთ ინდოეთს 1206-1290 წლებში. მისი დამაარსებელია კუტბ ად-დინ აიბაკი. მამლუქების დინასტია დელის სასულთნოს პირველი მმართველი დინასტიაა. მისი უკანასკნელი წარმო ...

                                               

მეროვინგები

მეროვინგების დინასტია - ფრანკთა სახელმწიფოს პირველი სამეფო დინასტია V-VIII საუკუნეებში. გადმოცემის თანახმად მეროვინგების ქალის ხაზით წინაპრად იესო ქრისტე სახელდება, რომელიც, თითქოს, მარიამ მაგდალინელზე იყო დაქორწინებული და მასთან ქალიშვილი სარა შ ...

                                               

მინის დინასტია

მინის დინასტია - ჩინეთის იმპერატორთა დინასტია. დააარსა ჭუ იუანჭანმა მონღოლური დინასტიის იუანის დამხობის შემდეგ. XV საუკუნის დასაწყისში ატარებდა ექსპანსიონისტურ საგარეო პოლიტიკას. 1407 წელს ჩინეთის ჯარებმა მიიტაცეს ვიეტნამი. პორტუგალიელები ცდილობდ ...

                                               

პალეოლოგოსები

პალეოლოგოსები - ბიზანტიის იმპერიის უკანასკნელი და ყველაზე ხანგრძლივად მმართველი სამეფო დინასტია. იმპერიას განაგებდნენ 2 საუკუნის განმავლობაში 1261 წლიდან - მიხეილ VIII-ს მიერ კონსტანტინოპოლის ჯვაროსნებისაგან გათავისუფლების მომენტიდან, 1453 წლამდე ...

                                               

პიასტები

პიასტები – პირველი პოლონური სამთავრო და სამეფო დინასტია. დინასტიის დამაარსებლად ითვლება ლეგენდარული პიროვნება პიასტი. დინასტიის პირველი ისტორიულად დადასტურებული წარმომადგენელია მიეშკო I, რომელიც ქვეყანას მართავდა 960-992 წწ. მისმა შვილმა ბოლესლავ ...

                                               

რაშტრაკუტები

რაშტრაკუტები - ინდური სამეფო დინასტია, რომელთა წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ადრეული მმართველები იყვნენ ჩალუკიების ვასალები, მაგრამ VIII საუკუნიდან რაშტრაკუტებმა დაამარცხეს ისინი და ორი საუკუნის მანძილზე მართვადნენ სამხრეთ ინდოეთს. რაშტრაკ ...

                                               

რომანოვები

რომანოვი ძველი რუსული არისტოკრატიული გვარი. 1613 წლიდან სამეფო გვარი, ხოლო 1721 წლიდან - იმპერატორთა დინასტია. რომანოვების დინასტიის წინაპრად ითვლება ანდრია ივანეს ძე კობილა, XIV საუკუნის მოსკოველი ბოიარი. XVI საუკუნიდან იწოდებოდნენ კოშკინებად, შ ...

                                               

საუდები

საუდები - საუდის არაბეთის მმართველი სამეფო ოჯახი. ოჯახს ჰყავს ათასობით წევრი. ისინი წარმოადგენენ მუჰამად იბნ საუდისა და მისი ძმების შთამომავლებს, თუმცა მმართველ კლასს წარმოადგენენ მხოლოდ იბნ საუდის პირდაპირი შთამომავლები. ოჯახის ყველაზე გავლენიან ...

                                               

სელჩუკიდები

სელჩუკიდები - ოღუზთა თურქული დინასტიის სულთანები. სახელი მომდინარეობს ტომის მეთაურის სელჩუკის სახელისაგან, რომელიც ცხოვრობდა X-XI საუკუნეების მიჯნაზე. სელჩუკიდები მართავდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებს ახლო და შუა აღმოსავლეთში XI-XIV საუკუნეებში, კე ...

                                               

სეფიანთა იმპერია

სეფიანთა დინასტია - ფეოდალური სახელმწიფო ირანის ისტორიაში. სეფიანების დინასტია აზერბაიჯანული წარმომავლობის იყო, თუმცა მოციქულ მუჰამედისა და სასანიანთა სპარსული დინასტიის შთამომავლობაზე აცხადებდა პრეტენზიას და ამით გამოხატავდა საკუთარი ძალაუფლების ...

                                               

სიას დინასტია

სიას დინასტია - ლეგენდარული დინასტია, ტრადიციული შეხედულებების თანახმად, მმართველობა ძველ ჩინეთში, ძვ. წ. 2070 წლიდან ძვ. წ. 1765 წლამდე. ჩინელი არქეოლოგები სიას დინასტიას ხშირად უკავშირებენ ერლიტოუს კულტურას. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც იდენტიფიცირ ...

                                               

სპარტოკიდები

სპარტოკიდები - ბოსფორის სამეფოს მმართველი დინასტია ძვ. წ. 438-109 წლებში. დინასტიის დამაარსებელი იყო სპარტოკ I. სპარტოკიდების დინასტიის წევრთა სახელები თრაკიული და ბერძნულია. სპარტოკიდები მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ. მათ დროს ათენელებთან დადებ ...

                                               

სტიუარტები

სტიუარტები - შოტლანდიისა და შემდეგ ინგლისის სამეფო დინასტია. წარმოდგა შოტლანდიური წარჩინებულთა საგვარეულოდან, რომელსაც XII საუკუნეში სამეფოს მმართველის - სტიუარტის თანამდებობა ეკავა. სტიუარტები განსაკუთრებით აღზევდნენ მას შემდეგ, რაც უოლტერ სტიუა ...

                                               

ტიუდორები

ტიუდორების დინასტია - უელსური წარმოშობის სამეფო დინასტია ინგლისში, რომელიც მართავდა ინგლისს და ირლანდიას 1485-1603 წლებში. ტიუდორთა დინასტიას სათავე დაუდო ოუენ ტიუდორმა, რომელიც თავის მხრივ ედნიფედ ფიჩანისა და კატრინ დე ვალუას შთამომავალი იყო. ოუ ...

                                               

ტოკუგავა

ტოკუგავა, იაპონიის სამხედრო ფეოდალ-გამგებელი - შოგუნთა მესამე დინასტია. დააარსა ტოკუგავა იეიასუმ. სახელმწიფოს გაძლიერების მიზნით ტოკუგავამ გაატარა შემდეგი რეფორმები: შემოიღო ყველა წოდების ვალდებულებებისა და უფლებების მკაცრი რეგლამენტაციის სისტემა ...

                                               

უინძორის დინასტია

უინძორები - სამეფო დინასტია გაერთიანებულ სამეფოში. დაიწყო 1901 წელს, როდესაც სამეფო ტახტზე ავიდა ედუარდ VII - დედოფალ ვიქტორიასა და გერმანული საქსენ-კობურგ-გოთას საგვარეულოს წარმომადგენლის პრინც ალბერტის შვილი. 1917 წლამდე უინძორის დინასტია საქსე ...

                                               

ფლავიუსები

ფლავიუსები - დინასტია რომის იმპერიაში, მათი მმართველობა გრძელდებოდა 69 წლიდან 96 წლამდე. დინასტიის პირველი წარმომადგენელი ვესპასიანე ფლავიუსი ტახტზე ავიდა ოთხი იმპერატორის წელს და წინამორბედებისგან განსხვავებით შეძლო არა მხოლოდ ტახტის შენარჩუნება ...

                                               

ფრანკონიული დინასტია

ფრანკონიული დინასტია, სალიკური დინასტია - გერმანიიის მეფეებისა და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორების დინასტია 1024-1125, შეცვალა საქსონიური დინასტია. ფრანკონიული დინასტია დააარსა კონრად მეორემ, რომელიც წარმოშობით წარჩინებული ფრანკონიული საგვარეუ ...

                                               

ყარახანიდები

ყარახანიდები, ილექ-ხანები - თურქთა მუსლიმანური დინასტია; მართავდა ყარახანიდების სახელმწიფოს სახელწოდება მომდინარეობს პირველი ხანის აბდულქარიმ სათუქ ყარახანიდან. ამ დინასტიის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ნასრი, იბრაჰიმი, არსლანი. უკანასკნელი ...

                                               

შავლიანები

შავლიანები - სამეფო დინასტია "აფხაზთა სამეფოში" დაახლოებით 868-887 წლებში. გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი უნდა დარჩენოდა მისი ძმის, დემეტრეს მცირეწლოვან ვაჟს - ბაგრატს. მის გამეფებას წინ აღუდგა გიორგის ქვრივი, რომელიც ტახტის მემკვიდრის მო ...

                                               

შანის დინასტია

შანის იმპერია, ან ინის იმპერია, ან შან-ინის იმპერია - სახელმწიფო ფორმირება ძვ. წ. 1600-დან ძვ. წ. 1027-მდე წლებში, მდინარე ხუანხეს ჩრდილოეთის ველებზე. შანის დინასტია წინ უძღოდა ჯოუს დინასტიას. შანის იმპერია არის პირველი ჩინური სახელმწიფო წარმონაქ ...

                                               

ცინი

ცინი - იმპერატორთა დინასტია ჩინეთში, ძვ. წ. 221-207 წწ. დინასტიის დამაარსებელია ცინ შიხუანდი. დედაქალაქი - ქალაქი სიანიანი. ცინის განმგებლობის პერიოდში შეიქმნა ჩინეთის ისტორიაში პირველი ცენტრალიზებული სახელმწიფო. ქვეყანა დაიყო 36 მხარედ, რომელთაც ...

                                               

ცინის დინასტია

ცინის დინასტია - ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია. დააარსეს მანჯურიელებმა, რომლებიც იყვნენ ციმბირიდან მანჯურიაში ჩასახლებული ხალხები. ცინის დინასტია ჩინეთს 1644-1911 წლებში მართავდა.

                                               

ძინის დინასტია (1115-1234)

ძინის დინასტია - სახელმწიფო და დინასტია ჯურჯენებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთის ტერიტორიაზე. სახელმწიფო აღმოცენდა კიდანების წინააღმდეგ ჯურჯენების ბრძოლის პროცესში, რომლებსაც ეს უკანასკნელნი ხარკს უხდიდნენ. 1125 წელს ...

                                               

ჭანიხიტები

ჭანიხიტები - ლაზური წარმოშობის არისტოკრატიული საგვარეულო ტრაპიზონის იმპერიაში; ხალდიის პროვინციიდან, კერძოდ ჭანიხიდან. დიდი კონეტაბლის თანამდებობასთან ერთად, ისინი 1355 წელს ქალდიის დუქსის ტიტულსაც ღებულობენ, რომელიც აქამდე კავასიტების საგვარეულო ...

                                               

ხანის დინასტია

ხანის დინასტია - საიმპერატორო დინასტია ჩინეთში განაგებდა ძვ. წ. 206 წლიდან ახ. წ. 220 წლამდე. იყოფა დასავლეთის ანუ ადრინდელ ხანად და აღმოსავლეთის ანუ გვიანდელ ხანად. დინასტიის დამაარსებელია ლიუ ბანი, რომელმაც გააერთიანა ქვეყანა და ძლიერი ცენტრალი ...

                                               

ჯაფარიანები

ჯაფარიანები - თბილისის მაჰმადიან ამირათა საგვარეულო IX საუკუნის 80-იანი წლებიდან XI საუკუნის 80-იან წლებამდე. გვარ-სახელი მოდის სახლის ერთ-ერთი პირველი ამირას ჯაფარის სახელიდან. ჯაფარიანებმა მოიპოვეს ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემის უფლება და ...

                                               

ჯოუს დინასტია

ჯოუს დინასტია - ჩინეთის დინასტია, რომელიც მოსდევდა შანის დინასტიას და წინ უსწრებდა ცინის დინასტიას. ჩინეთის ისტორიის განმავლობაში ამ დინასტიამ ყველაზე ხანგრძლივად იმეფა, თუმცა ჯოუს დინასტიის მმარველობა იყოფა დასავლეთ ჯოუს და აღმოსავლეთ ჯოუს დინას ...

                                               

ჰერაკლიდების დინასტია

ჰერაკლიდების დინასტია - ბიზანტიის იმპერატორების დინასტია, მეფობდნენ 610-711 წლებში. სახელი ეწოდა დინასტიის დამფუძნებლის, იმპერატორ ჰერაკლეს მიხედვით, რომელმაც 610 წელს ძალაუფლება სამხედრო გადატრიალების გზით ჩაიგდო ხელში. ჰერაკლიდების დინასტიის მმ ...