ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 275




                                               

ორი დღე, ერთი ღამე

სანდრას ბედი დამოკიდებულია მისივე თანაშმრომლების გადაწყვეტილებაზე. მათ უნდა აირჩიონ, ან პრემია 1000 ევროს ოდენობით, ან სანდრას დარჩენა სამსახურში. კენჭისყრა ორშაბათსაა დანიშნული. შაბათ-კვირის განმავლობაში სანდრა ხალხის დაარწმუნებას ცდილობს, რომ ხ ...

                                               

ორი მხიარული ბატი

"ორი მხიარული ბატი" - მოკლემეტრაჟიანი ნახატი მულტფილმი, სამსიუჟეტიანი მულტიპლიკაციური ალმანახის - "მხიარული კარუსელის" მესამე სიუჟეტი. გადაღებულია 1970 წელს სტუდია სოიუზმულტფილმის მიერ. რეჟისორი - ლეონიდ ნოსირიევი. ეფუძვნება უკრაინული ხალხური ხელ ...

                                               

ორმაგი გათვლა (1999 წლის ფილმი)

ორმაგი გათვლა არის 1999 წლის ტრილერი, რომელიც გადაღებულია რეჟისორ ბრიუს ბერესფორდის მიერ. მთავარ როლებში არიან ტომი ლი ჯონსი და ეშლი ჯადი.

                                               

ორმაგი სახე

ნარკოტიკები, ფული, მკვლელობა, ციხე. ცოდვებით დამძიმებული, ნაადრევად დაბერებული გიოს წინაშე მოულოდნელად სულის გადარჩენისკენ მიმავალი გზა იხსნება – თურმე როგორ სჭირდება მამობრივი სიყვარული და განკურნების რწმენა მის პატარა, ხეიბარ ბიჭს, რომლის არსებ ...

                                               

ორმაგი ფორსაჟი

ორმაგი ფორსაჟი - 2003 წლის მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი, რომლის რეჟისორია ჯონ სინგლტონი, ხოლო სცენარის ავტორი მაიკლ ბრანდტი და დერეკ ჰაასი. ფილმი ფორსაჟი- ის პირდაპირი გაგრძელებაა, ასევე ფორსაჟის ფრანჩაიზის მეორე ნაწილი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ...

                                               

ორმაგი ცხოვრება

ორმაგი ცხოვრება - ჯორჯ კიუკორის 1947 წლის ფილმი. რონალდ კოლმანმა მიიღო ოსკარის და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი კაცისთვის.

                                               

ორნი გზაზე (ფილმი)

ორნი გზაზე - 1967 წლის ბრიტანული ფილმი. ფილმის მთავარი გმირები არიან 12 წლიანი ქორწინების მქონე მეუღლეები, რომლებიც სამხრეთ საფრანგეთში მიემგზავრებიან. ფილმი იმ დროისთვის ექსპერიმენტული იყო, რადგან არათანმიმდევრული თხრობის სტილი იყო გამოყენებული.

                                               

ორფეოსის სიკვდილი

ენტომოლოგიის პროფესორი ვახტანგ ითრიელი აქვეყნებს რამდენიმე სტატიას, სადაც მკაცრად აკრიტიკებს ქართულ ნაციონალიზმს. ამის გამო მას ნაციონალისტები სდევნიან და უნივერსიტეტიდან გაგდებით ემუქრებიან. ამავე დროს ვახტანგი ხვდება მეძავ ნინოს, უყვარდება ის დ ...

                                               

ოსტატი ჰაროლდი. და ბიჭები (2010 წლის ფილმი)

ოსტატი ჰაროლდი. და ბიჭები - 2010 წლის ამერიკული დრამატული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ატოლ ფუგარდის ამავე სახელწოდების პიესაზე, ხოლო გადაღებულია რეჟისორ ლონი პრაისის მიერ. ფილმში მონაწილეობენ ფრედი ჰაიმორი და ვინგ რეიმსი.

                                               

ოქროს ტბორზე (1981 წლის ფილმი)

ოქროს ტბორზე - 1981 წლის ამერიკული ფილმი. გადაღებულია ამავე სახელწოდების პიესის მოხედვით. 2001 წელს გამოვიდა პიესის კიდევ ერთი ეკრანიზაცია

                                               

ოქროს ციებ-ცხელება

ოქროს ციებ-ცხელება - 1925 წლის მუნჯი კომედიური ფილმი, რომლის სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელია ჩარლი ჩაპლინი. ფილმში ჩაპლინი განასახიერებს ყველასთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟს მაწანწალას. ფილმში ასევე თამაშობენ ჯორჯია ...

                                               

ოქროსთვალი

ოქროსთვალი - რიგით მეჩვიდმეტე ფილმი ჯეიმზ ბონდის ფილმების სერიიდან და რიგით მეორე ფილმი ამ სერიიდან, რომელშიც მონაწილეობს მსახიობი პირს ბროსნანი. ფილმი გამოვიდა 1995 წელს. მისი რეჟისორია მარკ კემპბელი. ბონდის სხვა ფილმებისგან განსხვავებით, იგი არ ...

                                               

ოცნებების სასაფლაო

ოცნებების სასაფლაო - 1997 წლის ქართული მხატვრული ფილმი. ფილმი გადაღებულია აფხაზეთში და მასში ომის დოკუმენტური კადრებია გამოყენებული. 2015 წელს "ოცნებების სასაფლაოს" ნეგატივს რესტავრაცია ჩაუტარდა. გოგა ხაინდრავას ცნობილ ნამუშევარის აქამდე ერთადერთ ...

                                               

ოცნების რეკვიემი

"ოცნების რეკვიემი" - ამერიკელი რეჟისორის, დარენ არონოფსკის 2000 წლის ფსიქოლოგიური დრამა. მთავარ როლებში მონაწილეობენ ელენ ბიურსტინი, ჯარედ ლეტო და ჯენიფერ კონელი. გადაღებულია 1978 წლის ჰუბერტ სელბი უმცროსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფი ...

                                               

ოცნების ქალაქი

ფილმის სიუჟეტი აგებულია სიყვარულზე და თანამედროვე ცხოვრებაზე. თუკი სასიყვარულო ოცნება ახალი წლის ღამეს არ ხდება, ნუ იდარდებთ, წინ ვალენტინობის დღესასწაულია. ამ მარტივ ჭეშამრიტებაში ადვილად დაგარწმუნებთ სანდროსა და ნინის სიყვარულის ისტორია, რომელი ...

                                               

ოჯახური პორტრეტი ინტერიერში

ოჯახური პორტრეტი ინტერიერში - რეჟისორ ლუკინო ვისკონტის 1974 წლის ფილმი. ფილმის მოქმედება მიმდინარეობს ასაკოვანი პროფესორის ბინის ინტერიერში, რომლის მეზობლადაც ახალგაზრდა ოჯახი დასახლდება. ფილმი ინგლისურად გადაიღეს, თუმცა იტალური დუბლიაჟი რეჟისორი ...

                                               

პადინგტონი (ფილმი)

პადინგტონი - 2014 წლის მოქმედებითი ანიმაციური კომედიური ფილმი, რომლის ავტორი და რეჟისორია პოლ კინგი და პროდიუსერი დევიდ ჰეიმანი. ფილმი დაფუძნებულია მაიკლ ბონდის მიერ შექმნილი პერსონაჟის, დათვი პადინგტონის ისტორიაზე. ფილმში მთავარ პერსონაჟს ახმოვა ...

                                               

პადინგტონი 2

პადინგტონი 2 - 2017 წლის მოქმედებითი ანიმაციური კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია პოლ კინგი, სცენარის ავტორები კი - კინგი და სიმონ ფარნაბი. ფილმი შექმნილია მაიკლ ბონდის დათვი პადინგტონის ისტორიებზე დაყრდნობით. ეს არის პადინგტონის გაგრძელება და წა ...

                                               

პალიასტომი (ფილმი)

სოციალური უთანასწორობის მძიმე უღელქვეშ გმინავს რევოლუციამდელი გურული გლეხი ივანე, რომელიც უკიდურესი ფიზიკური დატვირთვით, ხე-ტყის დამზადებით ცდილობს გამოკვებოს გაღატაკებული ოჯახი, გაისტუმროს სახელმწიფო და საიჯარო გადასახადები. მომავლის მცირე იმედი ...

                                               

პარაზიტი (2019 წლის ფილმი)

პარაზიტი - 2019 წლის სამხრეთ კორეული შავი კომედიის ჟანრის თრილერი, რომლის რეჟისორია ბონგ ჯუნ-ჰო. იგი ამასთანავე ჰან ჯინ-ვონთან ერთად ფილმის თანასცენარისტია. "პარაზიტი" ღარიბი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლის წევრებიც შეძლებულ ოჯახში აპირებენ და ...

                                               

პარანორმალური მოვლენა (ფილმი)

პარანორმალური მოვლენა - 2007 წლის ზებუნებრივი ფსევდოდოკუმენტურ სტილში გადაღებული მცირებიუჯეტიანი საშინელებათა ფილმი და რიგით პირველი ფილმი "პარანორმალური მოვლენის" სერიიდან, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი და თანაპროდიუსერია უორენ პელი. ფი ...

                                               

პატარა დიდი კაცი (ფილმი)

პატარა დიდი კაცი არის ამერიკული კინოაკადემიის ოსკარზე ნომინირებული ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ: დასტინ ჰოფმანი, ფეი დუნავეი, დან ჯორჯი და სხვები.

                                               

პატარა ვერა

პატარა ვერა - 1988 წლის საბჭოთა კინოფილმი, რომლის რეჟისორია ვასილი პიჩული. გადაღებულია "პერესტროიკის" პერიოდში და მისი ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. იყო ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ფილმი, სადაც დემონსტირებულია სექსუალური სცენები, რითაც მეტი ყურადღება მიიპ ...

                                               

პატარა ვუკი (ფილმი)

პატარა ვუკი - 2008 წლის უნგრულ-ბრიტანული ანიმაციური ფილმი, რომელიც წარმოადგენს 1981 წლის ფილმის "ვუკი" გაგრძელებას. ინგლისურენოვანი ვერსიის გამხმოვანებლები არიან ფრედი ჰაიმორი, მირანდა რიჩარდსონი, ბილ ნაიი და სიენა მილერი. ფილმი უნგრეთში თეატრალუ ...

                                               

პატარა ქალთევზა (1989 წლის ფილმი)

პატარა ქალთევზა - Walt Disney Feature Animation-ის 1989 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, Buena Vista Pictures-ის დისტრიბუციით. იგი ეფუძნება დანიელი მწერალ ჰანს კრისტიან ანდერსენის ამავე სახელწოდების ზღაპარს. პატარა ქალთევზაში მოთხრობილია ქალ ...

                                               

პეპლის ეფექტი (ფილმი)

"პეპლის ეფექტი" - 2004 წლის ამერიკული ფილმი. სცენარი დამყარებულია პეპლის ეფექტზე ქაოსის თეორიიდან. ნომინირებულია სანდენსის კინოფესტივალის მთავარ პრიზზე 2003 წელს.

                                               

პერსონაჟი (ფილმი)

"პერსონაჟი" - 2006 წლის ამერიკული ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ დასტინ ჰოფმანი, კუინ ლატიფა, უილ ფერელი, მეგი ჯილენჰოლი, ემა ტომპსონი და სხვები. ფილმი გადაღებულია ზახ ჰელმის რეჟისურით, კინოსტუდია Columbia Pictures-ის მიერ.

                                               

პი (ფილმი)

პი ― 1998 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი, დარენ არონოფსკის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. სათაურში ნახულისხმებია მათემატიკური მუდმივა პი. ფილმი იკვლევს რელიგიას, მისტიციზმსა და მათემატიკის ურთიერთმიმართებას სამყაროსადმი. ფილმი მოგვითხრობს ახა ...

                                               

პიანისტი (2002 წლის ფილმი)

პიანისტი - რომან პოლანსკის 2002 წლის ფილმი. ის დაფუძნებულია პოლონელი ებრაელი პიანისტის, ვლადისლავ შპილმანის ამავე სახელწოდების მოგონებებზე.

                                               

პინოქიო (1940 წლის ფილმი)

პინოქიო - Walt Disney Productions-ის 1940 წლის სტულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი გადაღებულია მწერალ კარლო კოლოდის წიგნის "პინოქიოს თავგადასავლები. ხის თოჯინას ამბავი" მიხედვით. მისი პროდიუსერია უოლტ დისნეი, ხოლო დისტრიბუტორი - RKO Radio Pictur ...

                                               

პირველი სისხლი

პირველი სისხლი - 1982 წლის ამერიკული მოქმედებითი ჟანრის სათავგადასავლო მხატვრული ფილმი, გადაღებული რეჟისორ ტედ კოტჩეფის მიერ. ფილმის სცენარის თანაავტორი და მთავარი როლის შემსრულებელია სილვესტერ სტალონე. იგი განასახიერებს ჯონ რემბოს, განაწყენებულ ...

                                               

პიტერ პენი (1953 წლის ფილმი)

პიტერ პენი - Walt Disney Productions-ის 1953 წლის ანიმაციური ფილმი, რომლის დისტრიბუტორი იყო RKO Radio Pictures. იგი ეფუძნება ჯეიმზ მეთიუ ბარის რომანს "პიტერ პენი, ანუ ბიჭუნა, რომელიც არ იზრდებოდა". "პიტერ პენი" დისნეის სტუდიების რიგით მეთოთხმეტე ...

                                               

პლანეტა 51

პლანეტა 51-ზე თვლიან, რომ გალაქტიკა ძალიან ვიწრო არის. მაგრამ მოულოდნელად ჩამოდის ადამიანი პლანეტა დედამიწიდან, რომელიც ყველას ჰგონია საზარელი დამპყრობელი - სინამდვილეში კი მისი ამოცანა მხოლოდ ამ პლანეტაზე ამერიკული დროშის დადგმაა. მხოლოდ ლემი, მ ...

                                               

პოკაჰონტასი (1995 წლის ფილმი)

პოკაჰონტასი - Walt Disney Feature Animation-ის 1995 წლის ანიმაციური ფილმი, რომლის დისტრიბუტორია Buena Vista Pictures. ეს არის დისნეის 33-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. პოკაჰონტასი წარმოადგენს დისნეის რენესანსის ნაწილს. გადაღებული რეჟისორების, ...

                                               

პოკერი სიყვარულის წესებით

"პოკერი სიყვარულის წესებით" - სომხური კინოფილმი, რომლის პრემიერა შედგა 2012 წლის 4 ოქტომბერს. ფილმის რეჟისორია დავიდ ბაბახანიანი. ფილმი სომხურ ენაზეა გადაღებული, რუსული და ინგლისური სუბტიტრებით. იგი აგრეთვე დუბლირებულია ქართულ და რუსულ ენებზე.

                                               

პოლიციის კომისრის აღსარება რესპუბლიკის პროკურორის წინაშე (ფილმი)

პოლიციის კომისრის აღსარება რესპუბლიკის პროკურორის წინაშე იტალიური კრიმინალური დრამა, გადაღებული 1971 წელს, რეჟისორ დამიანო დამიანის მიერ, მთავარ როლებში ფრანკო ნერო და მარტინ ბელსამი.

                                               

პონიო კლდეზე

პონიო კლდეზე - 2008 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმე, დაწერილი და გადაღებული ჰაიაო მიაძაკის მიერ Studio Ghibli-სთვის. ეს არის მიაძაკის ორიგინალური სცენარი. ფილმის სიუჟეტით თევზი პონიო დაუმეგობრდება ხუთი წლის ბიჭუნა სოსუკეს და ოცნებობს გოგონად გადაქცევას.

                                               

პრესტიჟი (ფილმი)

ორიგინალური რომანისგან განსხვავებით, სიუჟეტი მოწოდებული ფრაგმენტულად, ე.წ. ’ფლეშბეკების’ დახმარებით. ორი ბრიტანელი ილუზიონისტი, რობერტ ენჯეირი ჰიუ ჯეკმენი და ალფრედ ბორდენი კრისტიან ბეილი მეგობრობდა მანამ, სანამ ბორდენის შეცდომის გამო ენჯეირის ცო ...

                                               

პრინცესა და ბაყაყი

პრინცესა და ბაყაყი - Walt Disney Animation Studios-ის 2009 წლის ანიმაციური მუსიკალური ფილმი. ფილმის დისტრიბუტორი იყო Walt Disney Studios Motion Pictures. "პრინცესა და ბაყაყი" არის დისნეის სტუდიების რიგით 49-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი ...

                                               

პრინცესა კაგუიას ამბავი (ფილმი)

პრინცესა კაგუიას ამბავი - 2013 წლის იაპონური ანიმაციური ფილმი, გამოშვებული Studio Ghibli-ს მიერ. მისი რეჟისორია ისაო ტაკაჰატა. ფილმი ეფუძნება იაპონურ ხალხურ ზღაპარს ამბავი ბამბუკის მჭრელისა. ეს არის ტაკაჰატას მიერ Studio Ghibli-სთვის გადაღებული მ ...

                                               

პრინცესა მონონოკე

პრინცესა მონონოკე - 1997 წლის იაპონური ეპიკური ისტორიული ფენტეზი ანიმაციური ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჰაიაო მიაძაკი. წარმოებულია "Studio Ghibli" -ის მიერ. ფილმის პერსონაჟებს ახმოვანებენ: იოძი მაცუდა, იურიკო ისიდა, იუკო ტანაკა, კა ...

                                               

პრომეთე (2012 წლის ფილმი)

პრომეთე - რეჟისორ რიდლი სკოტის 2012 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, გადაღებული ჯონ სპეიტსის და დეიმონ ლინდელოფის სცენარის მიხედვით, ნუმი რაპასის, მაიკლ ფასბენდერის, იდრის ელბას, ლოგან მარშალ-გრინის და შარლიზ თერონის მონაწილეობით. მისი მ ...

                                               

პროფესია: რეპორტიორი (ფილმი)

პროფესია:რეპორტიორი - მიქელანჯელო ანტონიონის 1975 წლის ფილმი. ეს არის ისტორია კაცზე, რომელსაც უნდა თავისივე ცხოვრებიდან გაიქცეს. მთავარი გმირი არის გამოფიტული ჟურნალისტი, რომელსაც ჯეკ ნიკოლსონი ანსახიერებს. ფილმი წარდგენილი იყო 1957 წლის კანის ფე ...

                                               

ჟამი (ფილმი)

ფილმში მრავალი პლასტი იკვეთება და კინემატოგრაფიული მეტაფორებით, მხატვრულ სურათად იკვრება. ჟამი. როგორც დროჟამი და ჟამი, როგორც სახადი. ჟამიანობა დარევია სოფელს. აქ მოყოლილ ამბავში დიდი სიყვარულიცაა და დიდი სიძულვილიც, ერთგულებაც და ღალატიც. ერთ–ე ...

                                               

ჟანგი და ძვალი

ჟანგი და ძვალი - რეჟისორ ჟაკ ოდიარის 2012 წლის ფილმი. ფილმის მთავარი გმირები არიან 25 წლის უმუშევარი ალი, რომელსაც მცირეწლოვან შვილი ჰყავს და ვეშაპების მომთვინიერებელი, მომხიბვლელი სტეფანი, რომელსაც უბერდური შემთხვევის გამო ორივე ფეხის ამპუტაციას ...

                                               

რადიოაქტიური (ფილმი)

რადიოაქტიური - 2019 წლის ბრიტანული ბიოგრაფიული დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია მარჯან სატრაპი. ფილმშ მთავარ, მარი კიურის როლს ასრულებს როზამუნდ პაიკი. რადიოაქტიური დაფუძნებულია ლორენ რედისის 2010 წლის გრაფიკულ რომანზე. ფილმის პრემიერა შედგა 201 ...

                                               

რაიანის ქალიშვილი

ფილმის მოქმედება ვითარდება პირველი მსოფლიო ომის დროს, ირლანდიის პატარა სოფელში, სანაპიროზე. როზი რაიანი, მკვიდრი ტრაქტორისტის ქალიშვილი და სკოლის უემოციო მასწავლებლის მეუღლე, რომანს გააბამს ახალგაზრდა ბრიტანელ ოფიცერთან, რომელიც ჩამოსულია, რომ გა ...

                                               

რალფი ტეხავს ინტერნეტს: გამანადგურებელი რალფი 2

რალფი ტეხავს ინტერნეტს: გამანადგურებელი რალფი 2 - ამერიკული კომიკური ანიმაციური ფილმი, რომელიც დამზადებულია Walt Disney Animation Studios– ის მიერ. მისი დისტრიბუტორია Walt Disney Pictures. ეს არის სტუდიის მიერ წარმოებული 57-ე ანიმაციური ფილმი, რო ...

                                               

რამდენიმე დოლარით მეტი

რამდენიმე დოლარით მეტი - 1965 წლის ვესტერნი. გადაღებულია სერჯო ლეონეს მიერ. ეს არის რეჟისორის "დოლარის ტრილოგიის" მეორე ფილმი.

                                               

რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე

ფილმი ეძღვნება ქალების ცხოვრებას - მათ როლს ოჯახსა და საზოგადოებაში, პროფესიისა და ოჯახის შეთავსების საკითხს. მთავარი პერსონაჟი - სოფიკო - ჟურნალისტია და გაზეთში მოქალაქეთა წერილების განყოფილებას განაგებს. მას არაერთი ადამიანი წერს და უამბობს თავ ...