ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 24




                                               

გლოსოფილია

გლოსოფილია - ენების სიყვარული, იქნება ეს მშობლიური თუ უცხო. ტერმინი გამოხატავს პიროვნებას ვისაც უყვარს ენები და ენათა სტრუქტურა. გლოსოფილები ხშირად ღრმად სწავლობენ ლიტერატურულ ტერმინოლოგიას, გრამატიკას, პუნქტუაციასა და ენის აგებულებას. გლოსოფილებ ...

                                               

ენათა ოჯახები

ენათა ოჯახები - დედამიწაზე გავრცელებული ენების დაჯგუფება მათი ისტორიული ნათესაობის მიხედვით. ენები, რომლებიც ერთი საერთო წინარე ენიდან არიან წარმოქმნილნი, ერთ ოჯახში არიან გაერთიანებულნი. ენათა ოჯახები თავის მხრივ იყოფიან ჯგუფებად და ქვეჯგუფებად ...

                                               

ნავი (ენა)

ნავი ენა - ხელოვნური ენა, რომელიც შეიქმნა ჯეიმზ კამერონის ფილმ "ავატარისთვის". ენის შემქნელია ცნობილი ლინგვისტი პოლ ფრომერი, რომელმაც ენის შემუშავებას ოთხი წელიწადი მოანდომა. ნავი დაახლოებით 1500 სიტყვას შეიცავს.

                                               

ნოვიალი

ნოვიალი - ხელოვნური ენა, რომელიც შექმნილია დანიელი ლინგვისტის ოტო ესპერსენის მიერ 1928 წელს. იდეის თანახმად, უნდა ყოფილიყო საერთაშორისო დამხმარე ენა ეროვნებათაშორის საკომუნიკაციოდ. სიტყვების დიდი ნაწილი წარმოებულია რომანული და გერმანიკული ენებიდა ...

                                               

საერთაშორისო ენა

საერთაშორისო ენა - ენა, რომელსაც იყენებს ხალხის მნიშვნელოვანი რაოდენობა კომუნიკაციისთვის. ამავე მნიშვნელობით გამოიყენება ასევე ტერმინი მსოფლიო მნიშვნელობის ენა. ტერმინი გულისხმობს ასევე ე. წ. ხელოვნურ ენებს, მაგალითად ესპერანტოს. XVII-XVIII საუკუ ...

                                               

სახელმწიფო ენა

სახელმწიფო ენა - ენა, რომელიც ამ სტატუსით არის განსაზღვრული ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციაში, ან კონსტიტუციის არარსებობის შემთხვევაში - სახელმწიფოს კანონებში. ეს არის ენა, რომელსაც სახელმწიფოს მოქალაქეები იყენებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთ ...

                                               

სახელმწიფო ენების სია

ჰაიტიური ენა: ჰაიტი - ფრანგულთან ერთად. ჰინდი ფიჯი - ინგლისურთან და ფიჯიურთან ერთად. ინდოეთი - სხვა 15 ენასთან ერთად.

                                               

ხელოვნური ენა

ხელოვნურ ენას უწოდებენ სპეციალურად შექმნილ ენებს, რომლებშიც ლექსიკა, ფონეტიკა და გრამატიკა საგანგებოდ არის შემუშავებული გარკვეული მიზნების განსახორციელებლად. სწორედ ფუნქციის ეს მიზანმიმართულობა განასხვავებს ხელოვნურ ენას ბუნებრივი ენებისგან. ზოგჯ ...

                                               

ჰერერო ენა

ჰერერო ენა - ჰერერო ხალხის ენა. გავრცელებულია, ძირითადად, ნამიბიაში. აგრეთვე, ანგოლასა და ბოტსვანაში. ეს არის ეთნიკური ჯგუფების საურთიერთობო ენა. 1999 წლის მონაცემებით, ამ ენაზე საუბრობდა 150 ათასი ადამიანი. ჰერერო ენა - ბანტუს ჯგუფის ერთ-ერთი ენ ...

                                               

უმცირესობათა ენა

უმცირესობის ენა - ენა, რომელზეც საუბრობს ტერიტორიის მოსახლეობის უმცირესობა. ასეთ ხალხს ენობრივ უმცირესობებს უწოდებენ. მსოფლიოში საერთაშორისოდ აღიარებული 196 სუვერენული სახელმწიფო და დაახლოებით 5000-დან 7000 ენაა, რომელთა უმეტესობა უმცირესობათა ენ ...

                                               

ბოტანიკური ლექსიკონი

ბოტანიკური ლექსიკონი - ქართული, რუსული და ლათინური მცენარეების სახელწოდებების მრავალენოვანი სიტყვარი, რომლის ავტორია ქართველი ბოტანიკოსი ალექსანდრე მაყაშვილი. ალ. მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონში მცენარეთა კუთხურ სახელებს და ომონიმებს, ლექსიკონში ...

                                               

ლეკსიკონ ვოკაბულამ ნოვიმ პო ალფავიტუ

Лексикон вокабулам новым по алфабиту - პეტრე პირველის დროინდელი რუსეთის ლექსიკონი. იგი სიტყვათა შეგნებული, ცნობიერი სესხების ნიმუშია, რომელიც როგორც ეტყობა, პეტრე პირველის განკარგულებითაა შექმნილი. იგი წარმოადგენს სია-ლექსიკონს იმ უცხოური ტერმინე ...

                                               

ლექსიკა

ლექსიკა - ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის პირველი და ძირითადი წყარო. ლექსიკა ეწოდება ამა თუ იმ ენის სიტყვათა ერთობლიობას. ლექსიკა ენის გრამატიკულ სტრუქტურასთან ერთად ქმნის ენას, როგორც სისტემას. ენის ლექსიკა, სიტყვა, წარმოდგენილია არა მხოლოდ ნიშ ...

                                               

ლექსიკონი

ლექსიკონი) - წიგნი, რომელშიც გარკვეული წესით ჩამოთვლილია ამა თუ იმ ენის სიტყვები ან რომელიმე დარგის ცნებები და მოცემულია მათი განმარტება. მთელი ლექსიკური ფონდის ამგვარი აღწერა დაახლოებით XVII საუკუნიდან იწყება მანამდე არსებული ლექსიკონები მხოლოდ ...

                                               

ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი

ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონი, ან ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი - ვრცელი ლექსიკონი ინგლისური ენისა, რომელიც გასული საუკუნის მთელს ინგლისურ ლექსიკასა და ენის განვითარებას მოიცავს. ოქსფორდისეული ინგლისური ენის ლექსიკონი მოიცავს როგორც ეტიმოლოგ ...

                                               

ქართლის ცხოვრების სიმფონია-ლექსიკონი

ქართლის ცხოვრების სიმფონია-ლექსიკონი - ქართლის ცხოვრების ერთი ნაწილის, კერძოდ, ლეონტი მროველის თხზულებათათვის შედგენილ სიმფონია-ლექსიკონს ნაშრომში აღნუსხულია ძეგლში დაცული ყველა სიტყვა, როგორც სრულმნიშვნელოვანი, ასევე დამხმარე სიტყვები და მოტანილ ...

                                               

ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629)

ქართულ-იტალიური ლექსიკონი - 1629 წელს ქალაქ რომში გამოცემული პირველი ქართულენოვანი ნაბეჭდი წიგნი. შეიცავს 3084 სიტყვას. ლექსიკონი შედგენილია სტეფანო პაოლინის მიერ ნიკიფორე ირბახის დახმარებით, რომელიც თეიმურაზ I–ის ელჩი იყო საქართველოდან დასავლეთი ...

                                               

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი - ქართული სალიტერატურო ენის რვატომიანი აკადემიური ლექსიკონი. მასზე მუშაობდა 150 მეცნიერი, მთავარი რედაქტორი იყო არნოლდ ჩიქობავა. ენათმეცნიერთა გარდა, მონაწილეობდნენ მწერლები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. ...

                                               

ძველი ქართული ენის ლექსიკონი

ძველი ქართული ენის ლექსიკონი - ავტორი ქართული და ძველი სომხური ფილოლოგიის გამოჩენილი მკვლევარი ილია აბულაძე. ძველი ქართული ენის ლექსიკონში შეტანილია 11 800-მდე სიტყვა. ავტორს წყაროებად გამოყენებული აქვს 150-მეტი, უკვე გამოქვეყნებული ან მხოლოდ ხელ ...

                                               

ძმები გრიმების გერმანული ლექსიკონი

ძმები გრიმების ლექსიკონი - გერმანული ენის ყველაზე ვრცელი ლექსიკონი, რომლის ავტორები არიან გამოჩენილი გერმანელი ფილოლოგები ძმები იაკობ და ვილჰელმ გრიმები. გრიმები 1838 წელს შეუდგნენ XVI საუკუნიდან მოყოლებული გერმანულ ენაში არსებულ სიტყვათა მნიშვნე ...

                                               

TestDaF

უცხო ენის ტესტი გერმანულ ენაში წარმოადგენს მთავარ სტანდარტიზებულ ენობრივ ტესტს მათთვის, ვინც გერმანულს შეისწავლის, როგორც უცხო ენას. გამოცდის ზედმიწევნითი, სიტყვასიტყვითი თარგმანი სწორედ ასე ითარგმნება გერმანულის, როგორც უცხო ენის ტესტი. გამოცდა ...

                                               

არაბიკუმი

არაბიკუმი - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში არაბული ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. არაბიკუმის გამოცდაზე ირკვევა გამოსაცდელი პირის უნარი თავი გაართვას არაბულ ...

                                               

ბერძნული კოინე (გამოცდა)

გამოცდა ბერძნული კოინეში არის გამოცდა ბერძნული ბიბლიის ენაში. იგი წარმოადგენს ლატინუმისა და ჰებრაიკუმის მსგავს გამოცდას, რომელზეც უნდა გამოვლინდეს, თუ რამდენად კარგად ფლობს გამოსაცდელი პირი ძველ ბერძნულ ენას. გამოცდამ ბიბლიის ბერძნულ ენაში საბოლო ...

                                               

გერმანული ენა (DSH)

გამოცდა გერმანულ ენაში, ანუ ე.წ. დე-ეს-ჰა - გამოცდის ერთი ნაირ-სახეობა იმ მოქალაქეთათვის, რომელთაც სურთ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიიღოს განათლება. გამოცდის სრული გერმანული სახელწოდებაა Die Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang, ...

                                               

ებრაული ენა (Hebraicum)

ჰებრაიკუმი ეწოდება გამოცდას ებრაულ ენაში. გამოცდაზე ჩამბარებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ შესწევს უნარი გაიგოს ძველი აღთქმის ებრაულად შესრულებული ტექსტები. ჰებრაიკუმი, ისევე როგორც გრეკუმი, ან ლატინუმი წარმოადგენს გამოცდის ერთ-ერთ ტიპს, რომლის წარმატ ...

                                               

ესპანური ენის ტესტი (DELE)

ესპანური ენის დიპლომი - ოფიციალური, ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ესპანურად Diploma de Español como Lengua Extranjera, ხოლო შემოკლებით კი ჰქვია DELE და სიტყვასიტყვით ითარგმნება "ესპანურის, როგორც უცხო ენის დიპლომი". სერტიფიკატ ...

                                               

იაპონური ენა (T.JL)

იაპონური ენის ტესტი არის გამოცდის ერთ-ერთი სახე, რომელიც მიზნად ისახავს არაიაპონელ, უცხოელ მოქალაქეთა ენობრივი კომპეტენციების შემოწმებას წინასწარ შემუშავებული გარკვეული სტანდარტის მიხედვით. ტესტის სახელწოდება გავრცელებულია ინგლისური შემოკლების T. ...

                                               

იაპონური ენის უნარ-ჩვევათა ტესტი (JLPT)

იაპონური ენის ცოდნის დონეთა ტესტი არის გამოცდის ერთ-ერთი ნაირ-სახეობა იაპონურ ენაში. ტესტი განკუთვნილია იმ უცხოელთათვის, ვისთვისაც იაპონური არ არის მშობლიური ენა, არამედ შეისწავლის მას, როგორც მეორე, მესამე და ა.შ. უცხოურ ენას. იაპონური ენის ცოდნ ...

                                               

იაპონური ენის ცოდნის დონეთა ტესტი (JLPT)

იაპონური ენის ცოდნის დონეთა ტესტი არის გამოცდის ერთ-ერთი ნაირ-სახეობა იაპონურ ენაში. ტესტი განკუთვნილია იმ უცხოელთათვის, ვისთვისაც იაპონური არ არის მშობლიური ენა, არამედ შეისწავლის მას, როგორც მეორე, მესამე და ა.შ. უცხოურ ენას. იაპონური ენის ცოდნ ...

                                               

იაპონური კანჯის კომპეტენციათა ტესტი

იაპონური კანჯის კომპეტენციათა ტესტი, ანუ კანჯი კენტეი - გამოცდის ერთ-ერთი ტიპი იაპონიაში, რომელმაც უნდა გამოავლინოს გამოსაცდელ პირთა ცოდნა-უნარები კანჯიში. კანჯი კენტეი ზოგჯერ შემოკლებული ფორმითაც, – "კანკენ" გვხვდება, მაგრამ ამ ტესტის სრული იაპო ...

                                               

იაპონური საქმიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევათა ტექსტი

იაპონური საქმიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევათა ტექსტი წარმოადგენს საერთაშორისო ლეგიტიმაციის მქონე გამოცდას, რომელზეც ირკვევა გამოსაცდელი პირის უნარი თავი გაართვას იაპონურ ენაზე კომუნიკაციას საქმიან, სავაჭრო, ბიზნესგარემოში. ტესტს იაპონიის საგარეო სა ...

                                               

ინგლისური ენა (PET)

PET, იგივე ფი-ი-თი არის Preliminary English Test -ის აბრევიაცია და წარმოადგენს საშუალო დონის სირთულის გამოცდას ინგლისურ ენაში, ანუ ე.წ. ფი-ი-თი არის გამოცდის ერთი ნაირ-სახეობა იმ მოქალაქეთათვის, რომელთაც სურთ რომელიმე ინგლისურენოვან ქვეყანაში მიი ...

                                               

კორეული ენა (KLPT)

კორეული ენის უნარ-ჩვევების ტესტი - ენობრივი კომპეტენციის შესამოწმებელი გამოცდა უცხოელთათვის კორეულ ენაში. ტესტირება ტარდება Korean Language Society -ის ორგანიზებით.

                                               

ლატინუმი

ლატინუმი არის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ლათინური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. ლატინუმის გამოცდაზე ირკვევა გამოსაცდელი პირის უნარი თავი გაართვას ლათი ...

                                               

ფრანგული ენა (DELF - DALF)

DELF-ისა DALF-ის პროგრამები წარმოადგენს ფრანგული ენის შემსწავლელთა სასერთიფიკაციო პროგრამებს. ამ პროგრამათა გავლის შემდეგ, რომელიც გამოცდით სრულდება, შესაძლებელია იმის დადგენა, თუ სწავლების რომელ საფეხურზე რა წარმატებას მიაღწია ენის შემსწავლელმა. ...

                                               

ჩინური ენა (HSK)

ჩინურის ენის გამოცდა არის მთავარი სტანდარტიზებული ტესტი ჩინურ ენაში მათთვის, ვინც ჩინურს როგორც უცხო ენას შეისწავლის. ამ ტესტის მიხედვით დგინდება თუ ენის შემსწავლელი რამდენად კარგად ფლობს ენას. გამოცდა ტარდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მის ...

                                               

ავტობიოგრაფია

ავტობიოგრაფია, ავტოგრაფი - საკუთარი ხელმოწერა ან რაიმე ნაწარმოების ხელნაწერი, თვით ავტორის ხელით შესრულებული, ავტოპორტრეტი - მხატვრის მიერ დახატული საკუთარი პორტრეტი. ამიტომ სიტყვებთან ავტობიოგრაფია, ავტოპორტრეტი, ავტოგრაფი კუთვნილებითი ნაცვალსახ ...

                                               

ალიტერაცია

ალიტერაცია - ერთი და იმავე მსგავსი თანხმოვანი ბგერების განმეორებაა სალექსო სტრიქონში. გამოსახვის პოეტური ხერხი, ემოციური ზეგავლენის საშუალება, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმა. ქმნის ლექსის კეთილხმოვანებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკურ თვალს ...

                                               

არაბესკი

არაბესკი - გეომეტრიული ფორმების შერწყმა, რომლებიც ასახავს მცენარეებისა და ცხოველების ფორმებს. ისლამურ რელიგიაში არაბესკი არის დეკორაცია რომლებიც დამახასიათებელია მეჩეთის მოხატულობისათვის. გამოსახულების ფორმა დამოკიდებულია ისლამური სამყაროს შეხედუ ...

                                               

ბიოგრაფია

ბიოგრაფია - ადამიანის ცხოვრების აღწერა. ბიოგრაფია ლიტერატურისა და ზოგიერთი მედიის ერთ-ერთი ჟანრია, რომელსაც ინდივიდუალური ცხოვრების წერილობითი აღწერა უდევს საფუძვლად. ბიოგრაფია ძირითადად დოკუმენტურ წყაროებს ეყრდნობა და გამოგონილი არ არის. კურიკულ ...

                                               

გროტესკი

გროტესკი: - მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც მორთული იყო ორნამენტით, რომელშიც სასაცილოდ იყო შერწყმული მცენარეების, ცხოველების და ადამიანების გამოსახულებანი. სტილი, როცა უსაზღვრო კარიკატურულ გაზვიადებაზე, ურთიერთგამომრიცხავ კონტრასტებზე, პარადოქსებ ...

                                               

დემაგოგია

დემაგოგია: 1. ცრუ დაპირებით, ფარისევლობით გავლენის მოხდენა პოლიტიკურად შეუგნებელ მასებზე მათი ნდობის მოსაპოვებლად. 2. საკითხის არამართებული გაშუქება, შეგნებულად ფაქტების დამახინჯება. სიტყვა "დემაგოგია" ძველბერძნულად ნიშნავს "ხალხის ხელმძღვანელობა ...

                                               

დვრინი

დვრინი, 1. საპენტის ლარი; მის მიერ გამოცემული გაბმული, დაბალი ბგერა. 2. დაბალი ბანი. საფიქრებელია, რომ საპენტის ბგერის მიმსგავსებით უწოდა ხალხმა მამაკაცის დაბალ ხმას დვრინი. ეს ტერმინი გვხვდება საისტორიო ლიტერატურაში, პოეზიასა და ხალხურ შემოქმედე ...

                                               

ეპიგრაფი

ეპიგრაფი - თხზულებას ან მის ცალკეულ ნაწილებს წამძღვრებული ციტატა, ანდაზა, აფორიზმი და მისთანა. მისი დანიშნულებაა მკითხველს ყურადღება გაუმახვილოს ნაწარმოების ან მისი ნაწილის დედააზრზე, ავტორისეულ ჩანაფიქრზე. ეპიგრაფს ხშირად იყენებდა ილია ჭავჭავაძე ...

                                               

ეპითეტი

ეპითეტი - მხატვრული განსაზღვრა, პოეტური განმარტება, დახასიათება, რომელიც მიგვიგებს კითხვაზე "როგორი?". უხშირესად ზედსართავი სახელით. მაგალითად: ანკარა წყალი და ა.შ. განსაზღვრებისგან გამოირჩევა. განსაზღვრება ხაზს უსვამს საგნისა თუ მოვლენის ძირითად ...

                                               

ერი (ისტორიული)

ერი - ძველი ქართული ტერმინი, ერთდროულად აღნიშნავდა ხალხსაც და ჯარსაც; წარმოშობილი უნდა იყოს სამხედრო დემოკრატიის ხანაში, როდესაც ხალხი და ჯარი ერთმანეთისაგან განუყრელი იყო. სტრაბონის მესამე გენოსის ქართული სახელწოდება "ერი" უნდა ყოფილიყო. სტრაბონ ...

                                               

ეროვნება

ეროვნება - ერის, ხალხის გამაერთიანებელი სახელი. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეროვნება და მოქალაქეობა ყოველთვის არ არის იდენტური. ეროვნება მოქალაქეობის არმქონე პირებსაც აქვთ, თუმცა არსებობს ქვეყნები, რომლებშიც მოქალაქეობასა და ეროვნებას შორის, სამა ...

                                               

ექსპერტი

ექსპერტი - სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირი, რომელსაც იწვევენ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების და სხვა საკითხების გადასაყვეტად და რომლის არგუმენტაცია ავტორიტეტითა და სტატუსით სარგებლობს საზოგადოებისა თუ ინდუსტრიის შესაბამის წრეებში. ექსპერტებს ა ...

                                               

ექსპოზიცია (ლიტერატურა)

ექსპოზიცია - ლიტერატურული ნაწარმოების სიუჟეტის შემადგენელი ელემენტი. ემსახურება გარკვეული განწყობის შექმნას. ექსპოზიციაში ხდება მოქმედი პირების განლაგება და ხდება სასიუჟეტო კონფლიქტის შემქმნელი მოვლენების აღწერა. ფოლკლორში ექსპოზიცია არის ასევე კ ...

                                               

იგავ-არაკი

იგავ-არაკი - ლირიკულ-ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, ზნეობრივ დამრიგებლური ხასიათის თხზულება. მისი გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები. საფუძვლად უდევს შედარება. ახასიათებს ნართაული თქმა, ალეგორიულობა, სატირულ ...