ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 217




                                               

აფრა (არქიტექტურა)

აფრა, პანდატივი - კონსტრუქციული ელემენტი, სამკუთხედის ფორმის სფერული კამარა, რომელიც შესაძლებელს ხდის ოთხკუთხა ფუძიდან გუმბათოვან გადახურვაზე თანდათან გადასვლას, ავსებს ოთხკუთხა სადგომის კედლებზე ამოყვანილ თაღებს შორის კუთხეებში დარჩენილ სივრცეს. ...

                                               

გალერეა

გალერეა, შენობის სხვადასხვა ნაწილის დამაკავშირებელი გრძელი გადახურული სათავსი, რომელსაც ერთ-ერთი გრძივი კედლის ნაცვლად სვეტები ან ბოძები, ზოგჯერ კი მათთან ერთად ბალუსტრადაც აქვს. XVI საუკუნის I ნახევრიდან ევროპის სასახლეთა არქიტექტურაში შეიქმნა გ ...

                                               

გუმბათის ყელი

გუმბათის ყელი - ცილინდრული ან მრავალწახნაგა მოცულობა, რომელსაც გუმბათი აგვირგვინებს. ჩვეულებრივ, ასეთ მოცულობაში შიგა სივრცის გასანათებლად სარკმლებია გაჭრილი. დამახასიათებელია უმეტესად ეკლესიებისათვის. იგი ძველი ქართული გუმბათოვანი ტაძრების აუცილ ...

                                               

დედაბოძი

დედაბოძი - მთლიანი ხისაგან გამოთლილი დიდი, თავფართო სვეტი, ქართული დარბაზული სახლის ცენტრალური ბოძი, რომელსაც ეყრდობოდა გვირგვინიანი გადახურვა. დედაბოძზე იყო განიცი კოჭი, თავხე. ბოძსა და თავხეს შორის სიმძიმის გასანაწილებლად დებდნენ ე. წ. "ბუღაურა ...

                                               

ერკერი

ერკერი - კედლის სიბრტყიდან გამოწეული ნახევარწრიული, სამკუთხა ან წახნაგოვანი შემინული ნაწილი. ხშირად ასდევს რამდენიმე სართულს, ზოგჯერ - მთელ ფასადსაც. ერკერი ზრდის ძირითადი სათავსის ფართობს, აუმჯობესებს მის განათებასა და ინსოლაციას. ერკერში ყველაზ ...

                                               

თაღი

თაღი - არქიტექტურული დეტალი, კედლის ღიობის ან ორ საყრდენს შორის მრუდწირული გადახურვა. თაღის საყრდენ კვეთს ქუსლი ეწოდება, ხოლო მის უმაღლეს შუა კვეთას კლიტე. მალის ზომის, დატვირთვისა და დანიშნულების მიხედვით თაღს აგებენ ქვისაგან, ლითონისა და ხისაგა ...

                                               

კამარა

კამარა - მრუდწრიული მოხაზულობის მზიდი სივრცული კონსტრუქცია, რომელსაც ახასიათებს განმბჯენი ძალვის წარმოქმნა და უმეტესად კუმშვაზე მუშაობა. განმჯენი ძალვა ჩვეულებრივ გადაეცემა შემკვრელს, კონტრფორსს, განივ კედელს და ა. შ. კამარის მასალად იყენებენ რკი ...

                                               

კაპიტელი

კაპიტელი, სვეტისთავი. ვერტიკალური საყრდენის დამაგვირგვინებელი ნაწილი, რომელიც პლასტიკურად არის გამოყოფილი. კაპიტელი საყრდენს გადასცემს არქიტრავისა და მის ზემოთ მდებარე ნაწილების დატვირთვას. კაპიტელი ცნობილია უძველესი დროიდან. მას ჯერ კიდევ ძველ ა ...

                                               

კარიბჭე

კარიბჭე - შენობის წინ გამოწეული ნაწილი, რომელიც სახურავის საყრდენი სვეტებით ან თაღებით არის შექმნილი და ღიაა ერთი მხრიდან. ქალაქის, სასახლის და სხვა საზეიმო შესასვლელი. დაგვირგვინებულია ფრონტონით და ატიკით. ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკურ ეპოქაში ...

                                               

კოლოსალური ორდერი

კოლოსალური ორდერი - კლასიკურ არქიტექტურაში ორდერი, რომლის სვეტები და პილასტრები ორ ან მეტ სართულს სცილდება. ამ ფორმის ერთ-ერთი ადრეული გამოყენების ნიმუშია სანტ ანდრეა დი მანტოვას ბაზილიკა, აგებული ლეონ ბატისტა ალბერტის მიერ 1472 წელს. რაფაელის ნა ...

                                               

პორტალი (არქიტექტურა)

პორტალი - არქიტექტურულად გაფორმებული ღიობი, რომელიც მეტწილად შენობაში შესვლელად არის გამოყენებული. ძვ. ეგვიპტისა და ანტიკური ხანის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელია ბრტყელი კოჭით გადახურული პორტალი; ძველი მესოპოტამიისათვის - თაღოვანი, ახლო და ...

                                               

როტონდა

როტონდა - მრგვალი ფორმის ნაგებობა, ჩვეულებრივ დაბოლოებულია გუმბათით. ხშირად როტონდის პერიმეტრზე განთავსებულია სვეტები. როტონდის ფორმები აქვთ ძველბერძნულ თოლოსებსა და მონოპტეროსებს, ზოგიერთ ძველრომაულ ტაძრებსა მაგ. პანთეონი და მავზოლეუმებს, ბაფტის ...

                                               

სანდრიკი

სანდრიკი - დეკორატიული არქიტექტურული დეტალი შენობის ფასადზე ან ინტერიერში, მცირე ზომის კარნიზი, ხშირად ფრონტონით, კარების ან ფანჯრის თავზე. სანდრიკი თავდაპირველად ფანჯრის და კარის წვიმისგან დასაცავად გამოიყენებოდა. დროთა განმავლობაში კი ფანჯრის უ ...

                                               

ფრიზი

ფრიზი - დეკორატიული კომპოზიცია ჰორიზონტალური ზოლის ან ლენტის სახით, რომელიც აგვირგვინებს ან გარს აკრავს არქიტექტურული ნაგებობის ამა თუ იმ ნაწილს. სკულპტურული, ფერწერული და სხვა გამოსახულებებით შექმნილი ერთიანი დეკორატიული ზოლი ხშირად ორნამენტული ...

                                               

ჩუქურთმა

ჩუქურთმა - მხატვრული სამკაული, რომლითაც ამშვენებენ არქიტექტურულ ნაგებობათა ფასადებსა და ინტერიერებს, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს ან სხვადასხვა საგანს. შედგება რიტმულად განმეორებული სკულპტურული, გრაფიკული, ფერწერული, ჭედური, ამოტვიფრული, ქარგ ...

                                               

ისლამური არქიტექტურა

ისლამური არქიტექტურა შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა არაბთა სახალიფოს ტერიტორიაზე. მას ქმნიდნენ როგორც არაბები, ასევე მის შემადგენლობაში შემავალი სხვა ქვეყნები: ეგვიპტე, ირანი, სირია, პალესტინა, მესოპოტამია და შუა აზია.

                                               

ბარდის მავზოლეუმი

ბარდის მავზოლეუმი, ასევე ცნობილი როგორც "ალაჰ-ალაჰის" ტიურბე - აზერბაიჯანის ქალაქ ბარდაში განლაგებული მავზოლეუმი, რომელიც შედგება მიწისქვეშა აკლდამისგან და ათწახნაგოვანი ფორმის მისაძინებელი საკნისგან რამდენიმე შესასვლელით.

                                               

დივან-ხანე (შირვანშაჰების სასახლე)

დივან-ხანე - შირვანშაჰების სასახლის ანსამბლის ნაწილი. მდებარეობს ბაქოში, იჩერი-შეჰერში. გარდა სასახლისა და დივან ხანისა, კომპლექსში ასევე შედის შირვანშაჰთა სამარხი, სასახლის მეჩეთი მინარეთით, აბანო და სეიდ იაჰია ბაკუვის მავზოლეუმი. სასახლის კომპლ ...

                                               

თავრიზის ცისფერი მეჩეთი

თავრიზის ცისფერი მეჩეთი - ისტორიული მეჩეთი თავრიზში, ირანი. აგებულ იქნა 1465 წელს აკ კოუნლუს სულთანი იაყუბ იბნ უზუნ ჰასანის მმართველობის პერიოდში, სალეჰე ხათუნის სურვილით. მეჩეთი მძიმედ დაშავდა 1778 წლის მიწისძვრის დროს, რასაც მხოლოდ მისი მთავარი ...

                                               

იეზიდაბადის ციხე

იეზიდაბადის ციხე ან ძველი ციხე - ძველი შუასაუკუნის ციხე ქალაქ ნახიჩევანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სავარაუდოდ, ციხე აშენდა სასანიდთა მმართველის იეზდეგერდ III-ის ბრძანების საფუძველზე.

                                               

იმამ-ზადეს მავზოლეუმი

იმამ-ზადეს მავზოლეუმი - XIV საუკუნის მავზოლეუმი. განლაგებულია აზერბაიჯანში, ქალაქ განჯიდან 5 კილომეტრის მოშორებით, ძველი განჯის მახლობლად. სასაფლაოზე, სადაც აღმართულია მავზოლეუმი ასევე აღმართულია რიგი მეჩეთი, მინარეთი და სხვა ძეგლი.

                                               

კლდის გუმბათი

კლდის გუმბათი, იგივე გუმბათი კლდეზე - მეჩეთი, წმინდა ტაძარი დაარსებული ძველ ქალაქ იერუსალიმში ტაძრების მთაზე. მდებარეობს მსოფლიოში უძველესი მუსლიმური ტაძრის - ალ-აქსას სიახლოვეს. ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი ძეგლია. ტაძარი მდიდარია არაბ ...

                                               

მედინა-ასაჰარა

მედინა-აზაჰარა - სასახლეების ქალაქი ესპანეთში. აგებულია X საუკუნეში ომაიანების დინასტიის ხალიფა აბდ ალ-რაჰმან III-ის ბრძანების შესაბამისად. მდებარეობს კორდობიდან დასავლეთით 8 კილომეტრში, სიერა-მორენას მთიანი ქედის რაიონში. ქალაქის აგების ძირითადი ...

                                               

მიჰრაბი

მიჰრაბი - სალოცავი ნიშა ისლამურ მეჩეთებში, რომელიც უჩვენებს მიმართულებას ქააბასკენ, საითაც მლოცველი უნდა იყურებოდეს ლოცვისას. წარმოადგენს ორი ან მეტი სვეტით კედლისგან გამოყოფილ ნახევარწრიული აფსიდის ფორმის ჭრილს. პირველი მიჰრაბი ვალიდ I–ის მიერ მ ...

                                               

ნახიჩევანის ხანების სასახლე

ნახიჩევანის ხანების სასახლე - წარმოადგენს XVIII საუკუნის ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლს ქალაქ ნახიჩევანში. XX საუკუნის დასაწყისამდე იგი ნახიჩევანელი ხანების საცხოვრებელს წარმოადგენდა. XVIII საუკუნის ბოლოს სასახლე ააშენა ქელბალი-ხან კენგერლიმ, ნახიჩე ...

                                               

რამანის ოთხკუთხედი კოშკი

ციხე-სიმაგრე გამოყენებული იქნა ისეთი მხატვრული ფილმების გადაღების პროცესში, როგორებიცაა: "ქოროღლი", "ნასიმი" და "ბაბექი". "ქოროღლის" გადაღებამდე ციხე იმყოფებოდა დანგრეულ მდგომარეობაში და ამ ფილმის გადაღების მიზნით აღდგენილ იქნა. აღდგენითი სამუშაო ...

                                               

სამოცი გუმბათის მეჩეთი

სამოცი გუმბათის მეჩეთი - მსოფლიო მემკვიდრეობის მეჩეთი ბანგლადეშში. სულთანატის პერიოდის ბანგლადეშის უდიდესი მეჩეთი. მას ინდოეთის სუბკონტინენტის ყველაზე შთამბეჭდავ ისლამურ მონუმენტს უწოდებენ.

                                               

სულთან შაჰ ჰუსეინის მეჩეთი

სულთან შაჰ ჰუსეინის მეჩეთი - XVIII საუკუნის მეჩეთი, განლაგებულია დაბა ნოვხანაში, აზერბაიჯანის აფშერონის რაიონში, ბაქოდან 21 კილომეტრის მოშორებით. XX საუკუნის 30-იან წლებში მეჩეთი დახურა საბჭოთა ხელისუფლებამ და აკრძალა მისი მონახულება, რის გამოც შ ...

                                               

შაქირაღას მავზოლეუმი

შაქირაღას მავზოლეუმი მდებარეობს ბალახანის სასაფლაოზე და აშენდა 1427-1428 წლებში. იგი დაშორებულია ექვსი მეტრის მანძილზე ჰაჯი შაჰლას მეჩეთიდან, რომელიც აშენდა 1385–1386 წლებში. ძეგლის შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. ძეგლი ერთხანს განადგურდა საბჭოთა ...

                                               

შაჰბულაგის ციხესიმაგრე

მეჩეთი სასახლის მშენებლობის პარალელურად აიგო, ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. იგი მოიცავს ქვისგან აგებულ პატარა სალოცავ დარბაზს, რომელის გევრდით 5.1 მეტრის გუმბათით ბოლოვდება, ხოლო მეორე მხარეს 5.1-2.5 მეტრის ვერანდაა, სახით აღმოსავლეთით. ...

                                               

შექიხანოვების სახლი

შექიხანოვების სახლი - ორსართულიანი შენობა, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ქალაქ შაქში. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აგებული სახლი ეკუთვნოდა შექის ხანთა ნათესავებს. ხამი აგურისგან აშენებულ შენობას გააჩნია 6 ოთახი, 4 დერეფანი და 2 აივანი. ინტერი ...

                                               

ეიფელის კოშკი

ეიფელის კოშკი - ლითონის კონსტრუქცია მარსის ველზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერ გიუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარულ ...

                                               

ვარშავის რადიოანძა

ვარშავის რადიოანძა - ყველაზე მაღალი სტრუქტურული ნაგებობა იყო დედამიწაზე, რომელიც კი ოდესმე ადამიანს შეუქმნია. მდებარეობდა ქ. კონსტანტინოვთან, პოლონეთში. რადიოანძის პროექტი სიმაღლით 646.38 მ შეიმუშავა ინჟინერმა იან პოლაკმა გრძელ ტალღაზე რადიომაუწყ ...

                                               

კულტურისა და მეცნიერების სასახლე

კულტურისა და მეცნიერების სასახლე - ყველაზე მაღალი შენობა ვარშავასა და პოლონეთში. შენობა მერვე ადგილზეა ევროპის კავშირის უმაღლეს შენობებს შორის, ხოლო 187-ზე მსოფლიოში.

                                               

ოსტანკინოს ტელეანძა

ოსტანკინოს ტელეანძა - ცალკე მდგომი სატელევიზიო და რადიო გადამცემი ანძა მოსკოვში, რუსეთი. 540 მ სიმაღლის ოსტანკინოს პროექტი ეკუთვნის ნიკოლაი ნიკიტინს და გაწევრიანებულია უდიდესი კოშკების საერთაშორისო ფედერაციაში. 2005 წლისთვის ის რჩებოდა ევრაზიაში ...

                                               

რუსეთის კოშკი

რუსეთის კოშკი - ზემაღალი ცათამბჯენის პროექტი მოსკოვის საერთაშორისო ბიზნეს ცენტრში. მშენებლობა დაიწყო 2007 წლის სექტემბერში და გეგმით 2012 წელს უნდა დასრულებულიყო. შენობის სიმაღლე 612.2 მეტრი, შენობა კი ევროპაში ყველაზე მაღალი და მსოფლიოში მეორე შ ...

                                               

ტოკიოს ტელეანძა

ტოკიოს ტელეანძა - ლითონის კოშკი ტოკიოს შიბას პარკში, იაპონია. 333 მ სიმაღლით ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი თავისუფლად მდგომი ლითონის კონსტრუქციაა და ყველაზე მაღალი, ადამიანის მიერ შექმნილი, ნაგებობა იაპონიაში. შენობის დიზაინი პარიზის ეიფელის კოშ ...

                                               

ტორონტოს ტელეანძა

ტორონტოს ტელეანძა, ასევე კანადის ეროვნული ტელეანძა ყველაზე მაღალი ცალკე მდგომი სტრუქტურაა მსოფლიოში, 553.33 მეტრი სიმაღლით. მდებარეობს ტორონტოში, ონტარიო, კანადა და ქალაქის სიმბოლოდ ითვლება. მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს ...

                                               

სააბაზანო

სააბაზანო - საცხოვრებელი ბინის ან სახლის ნაწილი, ერთ-ერთი ოთახი, რომელშიც ბანაობა ან შხაპის მიღებაა შესაძლებელი. ნორმალურ შემთხვევაში სააბაზანოში განთავსებულია საშხაპე, დასაბანი ნიჟარა და აბაზანა. სააბაზანოს აქსესუარებია საპონი, შამპუნი და სხვა დ ...

                                               

სამზარეულო

სამზარეულო - საცხოვრებელი ბინის ან სახლის ნაწილი, ერთ-ერთი ოთახი, რომელიც განკუთვნილია საჭმლის მოსამზადებლად. ჩვეულებრივ სამზარეოლოში განთავსებულია ქურა, მაცივარი, წყლის ონკანი, ასევე სამზარეულო მაგიდა და სხვა ავეჯი, რომელიც გამოიყენება საკვები პ ...

                                               

33 ტომას სტრიტი

33 ტომას სტრიტი - ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ტომას სტრიტის 33-ში მდებარე 167.5 მ სიმაღლის ცათამბჯენია. შენობა ჩარჩ სტრიტის აღმოსავლეთ მხარეს, ტომასისა და უორზის ქუჩებს შორის დგას, სივიკ ცენტრის უბანში. შენობა ბრუტალისტური არქიტექტურული სტილის უ ...

                                               

აბერდურის ციხესიმაგრე

აბერდურის ციხესიმაგრე - მდებარეობს სოფელ ეასტერ აბერდურში, ფაიფი, შოტლანდია. ციხესიმაგრის ნაწილი XIII საუკუნით თარიღდება, რის გამოც ის ერთ-ერთი უძველესი დღემდე შემორჩენილი ციხესიმაგრეა შოტლანდიაში სუიინის ციხესთან ერთად, რომელიც დაახლოებით იმავე ...

                                               

ათასწლეულის ხიდი

ლონდონის ათასწლეულის ხიდი - რკინის დაკიდებული საცალფეხო ხიდი მდინარე თემზაზე ლონდონში, ინგლისი, საუზუარკისა და ბლაფრაირსის ხიდებს შორის და ლონდონის ბენკსაიდს სიტისთან აერთებს. ეს იყო პირველი ახალი ხიდი თემზაზე ლონდონში 1894 წელს ტაუერის ხიდის აგე ...

                                               

აქუა (ცათამბჯენი)

აქუა - 87-სართულიანი მშენებარე ცათამბჯენი ჩიკაგოში ; დასრულებისას ეს იქნება არქიტექტორი ჯინ განგის პირველი ცათამბჯენი. ეს ასევე უდიდესი სამშენებლო პროექტი იქნება ამერიკაში, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობდა.

                                               

ახალი ხიდი (პარიზი)

ახალი ხიდი - პარიზის უძველესი დღემდე შემონახული ხიდი მდინარე სენაზე; პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო. მისი სახელი, რომელიც მას ძველი გარდიგარდმო სახლებმიჯრილი ხიდებისგან განასხვავებდა, აგების პერიოდიდან შემორჩა. შუასაუკუნეების პარიზის გულში მდებარე კუნძ ...

                                               

კონსტანტინეს ბაზილიკა

ტრირის კონსტანტინეს ბაზილიკა წარმოადგენდა რომაულ სასახლე–დარბაზს. დარბაზი მოიცავს ანტიკური ხანიდან მემორჩენილ დიდ სივრცეს. ნაგებობის შიდა სივრცის განზომილებები ასეთია; 33 მ. სიმაღლე, სიგრძე 67 მ., სიგანე 27.2. ბაზილიკა შედის იუნესკოს მსოფლიო კულტ ...

                                               

ბერძნული ტაძარი

ბერძნული ტაძარი - ნაგებობები ანტიკურ საბერძნეთში, რომლებიც საკულტო ქანდაკებებისთვის იგებოდა, როგორც ბერძნული აკლდამის ნაწილი. თვით ეს ტაძრები საკულტო მნიშვნელობას არ ატარებდა, ვინაიდან მსხვერპლშეწირვა და რიტუალები შესაბამისი ღვთაებისათვის ტაძრის ...

                                               

ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი

ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი - შიიტური მეჩეთი ბაქოში, მდებარეობს ბაქოს ყურეს სანაპიროზე, აზერბაიჯანში. თავდაპირველად აგებულია XIII ს-ში შირვანშაჰ აბუ-ლ-ფათხ ფარუხზადის მიერ, რომელმაც იარსება 1936 წლამდე ვიდრე ბოლშევიკები დაანგრევდნენ. ამჟამინდელი შენობა, ...

                                               

ბრანდენბურგის კარიბჭე

ბრანდენბურგის კარიბჭე - ყოფილი ქალაქის კარიბჭე და ბერლინის სიმბოლო. მდებარეობს პარიზერ პლაცზე და ერთადერთი შემორჩენილი შემოსასვლელი კარიბჭეა ისტორიულ ქალაქში. ჩრდილოეთით ერთ ბლოკში რაიხსტაგი მდებარეობს. კარიბჭე მონუმენტური დასასრულია უნტერ დენ ლი ...

                                               

ბრიჰადეშვარას ტაძარი

ბრიჰადეშვარას ტაძარი, ასევე ბრიჰადეესვარარის ტაძარი - X საუკუნის ინდუისტური ტაძარი თანჯავურთან, ტამილნადუს შტატში, ინდოეთი; დრავიდული სტილის ტაძრების არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში; იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ...