ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 143




                                               

წითელი და შავი

"წითელი და შავი" - ისტორიული და ფსიქოლოგიური რომანი. მისი ავტორია სტენდალი. გამოქვეყნდა 1830 წლის ნოემბერში. ნაწარმოებში აღწერილია პროვინციელი, ახალგაზრდა ბიჭის მცდელობას სოციალურად ამაღლდეს თავის პლებურ წარმომავლობაზე საკუთარი ნიჭითა და შრომით.

                                               

ჯადოქრის დისწული

ჯადოქრის დისწული - ფენტეზის ჟანრის საბავშვო რომანი, რომლის ავტორია კლაივ ლუისი. იგი არის ნარნიის ქრონიკების ციკლის რიგით მეექვსე წიგნი. ქრონოლოგიური მოვლენების მიხედვით იგი არის რიგით პირველი ამ წიგნებს შორის.

                                               

ჯეიმზ ბონდი

ჯეიმზ ბონდი - მწერალ იენ ფლემინგის რომანების პერსონაჟი. კოდური ნომრის "007" მატარებელი ეს გამოგონილი პერსონაჟი არაერთი წიგნისა თუ ეკრანიზაციის გმირად იქცა. ძირითადად ცნობილია 23 ფილმი მისი თავგადასავლების შესახებ.

                                               

ჯეინ ეარი

"ჯეინ ეარი" დაწერილია შარლოტ ბრონტეს მიერ. პირველად გამოქვეყნდა 1847 წელს ლონდონში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ინგლისურ რომანს. თავიდან ბრონტემ მას ასე უწოდა: ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია, რომელიც მან კურერ ბელის ფსევდონიმით გამოსცა. ეს ავტო ...

                                               

ჯუნგლების წიგნი

"ჯუნგლების წიგნი" - ინგლისელი მწერალ რადიარდ კიპლინგის მოთხრობების კრებული. 1893-1894 წლებში მათი ნაწილი გამოიცემოდა სხვადასხვა ჟურნალში. წიგნის სახით გამოვიდა 1894 წელს. ორიგინალური ილუსტრაციები შესრულებულია რადიარდის მამის, ჯონ ლოკვუდ კიპლინგის ...

                                               

ჰაგიოგრაფია

ჰაგიოგრაფია - სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც წმინდანების ცხოვრების, ღვთისმეტყველებისა და წმინდანობასთან დაკავშირებულ ისტორიულ-ეკლესიურ ასპექტებს შეისწავლის. ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში მოთხრობილია იმ პირთა შესახებ, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით იმეო ...

                                               

ალადინი

ალადინი - ხალხური ზღაპარი, სავარაუდოდ შუა აღმოსავლური წარმოშობის. მიუხედავად იმისა, რომ "ალადინი" არ არის "ათას ერთი ღამის წიგნის" ორიგინალური არაბული ტექსტის ნაწილი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზღაპარია, რომელიც ამ კრებულთან ასოცირდება. რეალურად ...

                                               

დიდების ხელი

დიდების ხელი, აგრეთვე ცნობილი როგორც ჩამოხრჩობილის ხელი - მაგიის დახმარებით შენახული ჩამოხრჩობილი მკვლელის მოკვეთილი ხელი. ოდესღაც გამოიყენებოდა თილისმად შავი მაგიის შელოცვებში. ამბობდნენ, რომ ეს ეხმარებოდა მძარცველებს სახლებში შეღწევაში. ”დიდები ...

                                               

კუდიანთა შაბათობა

კუდიანთა შაბათობა – გარკვეული დღე, როდესაც ღამით იკრიბებოდნენ კუდიანები, რათა თაყვანი ეცათ სატანისათვის. ასეთი შეკრების დროს ისინი მსხვერპლს სწირავდნენ, ცეკვავდნენ თავიანთ სატრფოებთან და შემდეგ ღრეობდნენ. ასეთ შემთხვევებს მუდამ ესწრებოდა თვით სატ ...

                                               

ლაშქრულ-მგზავრული სიმღერები

ლაშქრულ-მგზავრული სიმღერები, ლაშქრობასა და მგზავრობასთან დაკავშირებული ფოლკლორული მუსიკის ორი სხვადასხვა სახეობა, რომელსაც აერთიანებს მუსიკალურ-გამომსახველობით საშუალებათა მთელი რიგი მხარეები: ტემპი, მკვეთრი რიტმი, კუპლეტური ფორმა, მარტივი და ხალ ...

                                               

ლეგენდარული არსება

ლეგენდარული არსება - ყველა ის ფოლკლორული თუ მითოლოგიური არსება, რომელიც მითებსა და ლეგენდებში, თითქმის ყველა წამყვან ეპოქაში გვხვდება. ლეგენდარული არსება აგრეთვე არის არსება, რომელიც არ განეკუთვნებოდეს არც ერთ კონკრეტულ მითოლოგიათა ჯგუფს. ტერმინე ...

                                               

მეშვიდე ძის მეშვიდე ძე

მეშვიდე ძის მეშვიდე ძე - ხალხური თქმულებების მიხედვით დიდი მაგიური და მაკურნებელი თვისებებით უნდა დაბადებულიყო. ასეთი ადამიანები არიან ნათელმხილველები და შეუძლიათ ერთი ხელის დადებით ადამიანის განკურნება. ნიდერლანდელთა რწმენით, ჯადოქართა ანუ "ბრაუ ...

                                               

მთვარის კურდღელი

მთვარის კურდღელი - მითიური ფიგურა. კირდღელი, რომელიც მთვარეზე ცხოვრობს აღმოსავლეთი აზიის ფოლკლორში. მითი ეფუძვნება მთვარეზე არსებული მუქი ლაქების კურდღელთან მიმსგავსებას. მითი წარმოიშვა ჩინეთში, შემდეგ გავრცელდა აზიის სხვა კულტურებში. მთვარის კურ ...

                                               

მიჯნური პეპლები

მიჯნური პეპლები - ჩინური ლეგენდარული შეყვარებულთა წყვილი ლიანგ შანბო და ჟუ იანგტაი. მათი სახელები ქმნიან ლეგენდის სათაურს. ლეგენდის თანახმად ჟუ იანგტაი კაცად გადაცმული იყო, როდესაც ლიანგ შამბოს დაუმეგობრდა და სიმართლის გამხილვის შემდეგ ჟუს უკვე ს ...

                                               

ნასრედინი

ნასრედინი - XIII საუკუნის ფოლკლორული პერსონაჟი, ისლამური აღმოსავლური კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული სახალხო სატირული სუფი ფილოსოფოსი, რომელიც ცნობილი იყო მისი სასაცილო ისტორიებითა და ანეკდოტებით. მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა რუმის სასულთნოში, თანამედ ...

                                               

საკულტო-რიტუალური სიმღერა

საკულტო-რიტუალური სიმღერა - მუსიკალური ფოლკლორის მნიშვნელოვანი ჟანრი. სიმღერა, რომელიც შესაბამისი რიტუალებით გამოხატავს როგორც წარმართული, ისე ქრისტიანული ღვთაებებისადმი მოკრძალებას, მათ წინაშე ქედის მოხრას. ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშებია: კახური, ...

                                               

სწორფრობა

სწორფრობა - ხევსურეთში ქალ-ვაჟის ერთად დაწვენის ჩვეულება. სწორფრობა სხვადასხვანაირი იყო: სწორფრობას ნანდაური ერქვა, როდესაც ქალ-ვაჟის ერთად დაწვენისას ითვალისწინებდნენ ურთიერთმოწონებას, სიყვარულს. სწორფრობას წოლა-დგომა ერქვა, როდესაც მოწონების ფა ...

                                               

ფოლკლორი

ფოლკლორი - ის წესჩვეულებები, სარიტუალო თუ საყოფაცხოვრებო მოქმედებები, ზღაპრები, სიმღერები, ცეკვები, ზეპირი გადმოცემები, ხუმრობები და მითები რომლებიც ამა თუ იმ სოფლის, თემის, მხარის მცხოვრებთა შორის არის დამკვიდრებული და თაობებს გადაეცემა ზეპირი წ ...

                                               

წაწლობა

წაწლობა - ფშავში ქალ-ვაჟის ერთად დაწვენის ჩვეულება, რომელსაც აგრეთვე ნადობ-ნაძმობსაც უწოდებენ. წაწლობა ქალ-ვაჟთა შორის სქესობრივი სიმწიფიდან იწყებოდა, ასე თოთხმეტი წლიდან, რომლის წესების ასრულება მათთვის საძრახისი არ იყო, წინააღმდეგ, წაწლობა და წ ...

                                               

ჯინი (მითოლოგია)

ჯინი - ზებუნებრივი არსებები პრეისლამურ არაბულ და მოგვიანებით ისლამურ მითოლოგიასა და თეოლოგიაში. ადამიანების მსგავსად, ისინი უცოდველად იბადებიან, მათი გარემოცვა შემდეგ ცვლის მათ. ჯინი არ არის არც თანდაყოლილად ბოროტი და არც თანდაყოლილად კეთილი, რის ...

                                               

Acta Sanctorum

Acta Sanctorum - წმინდანთა ცხოვრებების მრავალტომური გამოცემა, რომელიც აგებულია რომაული მარტიროლოგის პრინციპით. გამოცემას საფუძვლად დაედო ისტორიულ-კრიტიკული მეთოდი: ტექსტები იწერება ყველა ცნობილი წყაროს მიხედვით და თან ერთვით შესავალი და კომენტარე ...

                                               

Patrologia Graeca

Patrologia Graeca - ბერძნულ კოინეზე ან ბიზანტიურ ბერძნულ ენაზე დაწერილ ეკლესიის მამათა და სხვადასხვა საერო ავტორთა შრომების კრებული. შედგება 161 ტომისგან, რომლებიც 1857–1866 წლებში მინის ტიპოგრაფიაში დაიბეჭდა. მოიცავს აღმოსავლეთის საეკლესიო მამებ ...

                                               

Patrologia Latina

Patrologia Latina - ლათინურენოვან ქრისტიან ავტორთა თხზულებების კრებული, მოიცავს 217 სქელტანიან ტომს. ეს არის "პატროლოგიის სრული კურსის" პირველი ნაწილი, მეორე ნაწილია Patrologia Graeca. გამოცემულია აბატ მინეს მიერ 1844 - 1855 წლებში, 1862 - 1865 გ ...

                                               

Patrologia Orientalis

Patrologia Orientalis - სირიულ, სომხურ, არაბულ, კოპტურ, გეეზი, ქართულ და სლავურ ენებზე არსებული აღმოსავლეთის ეკლესიების მამათა შრომების სრული გამოცემის მცდელობა. ეს არის გაგრძელება სრული, გავლენიანი და ფუნდამენტური ლათინური და ბერძნული პატროლოგიე ...

                                               

აპოკრიფი

აპოკრიფი - გვიანიუდაური და ადრექრისტიანული ლიტერატურული არაკანონიკური თხზულებები. თავდაპირველად ეს ტერმინი იხმარებოდა გნოსტიკური ხასიათის თხზულებების მიმართ, რადგან გნოსტიკოსები ცდილობდნენ თავიანთი სწავლება საიდუმლოდ შეენახათ, მოგვიანებით ტერმინი ...

                                               

აპრაკოსი

აპრაკოსი - ლიტურგიკული წიგნი, რომელშიც შედის გამოკრებილი მუხლები ახალი აღთქმიდან. იკითხება მთელი წლის განმავლობაში. აპრაკოსში მუხლებისა და პასაჟების მიმდევრობა არ მისდევს ბიბლიის კანონიკურ რიგს და ეკლექტურად არის შერჩეული თითოეული დღის საკითხავს.

                                               

განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა

ტრაქტატის ავტორის - არსენ კათალიკოსის ცხოვრების თარიღები უცნობია. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული ვარაუდები მერყეობს VII-XIV საუკუნეებს შორის. ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულებით იგი გაიგივებულია IX საუკუნის II ნახევრის მოღვაწესთან არსენ I დ ...

                                               

გულანი

გულანი - ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში დამკვიდრებული კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები - სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი და ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინ ...

                                               

დიდი სვინაქსარი

დიდი სვინაქსარი - X საუკუნის ქართული ხელნაწერი საღვთისმსახურო წიგნი, რომელშიც თავმოყრილია მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა, მათ შორის ქართველთა მოკლე ცხოვრებები და წამებები. ხელნაწერი საეკლესიო კალენდარზეა გაწყობილი. შეიცავს ინფორმაციას სოფიაწმ ...

                                               

ზატიკი

არსებითი სახელი ზატიკი შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს: ზატიკი - საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია აღდგომიდან სულთმოფენობამდე და ყოველთა წმინდანთა კვირამდე წარმოსათქმელი ლოცვები და საგალობლები. ზატიკი მცირე - საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებული ...

                                               

თუენი

თუენი - ქართული ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელშიც კალენდარული თანამიმდევრობითაა დალაგებული მთელი წლის ყოველდღიური საგალობლები. ტერმინი თუენი ჩნდება X საუკუნის მიწურულიდან. იადგარისაგან განსხვავებით თუენში ერთ დღეს ორი ან სამი წმინდანი მოიხსენიება, ...

                                               

იადგარი

იადგარი - ქართული ლიტურგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილი ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში დაწესებულ სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულთა და ხსენებათა საგალობლები. კრებული იწყება შობით და თანამიმდევრულად მთელი წლის დღესასწაულთა საგალობლებს შეიცავს; კალე ...

                                               

კანონიკა

კანონიკა, კანონიკური ლიტერატურა, სასულიერო მწერლობის დარგი; მოიცავს საეკლესიო იურიდიულ ლიტერატურას, რომელიც უმაღლესი საეკლესიო ორგანოების მიერ ნებადართული იყო იურიდიულ საკითხებში პრაქტიკული ხელმძღვანელობისათვის. კანონიკის პირველი ძეგლების აღმოცენ ...

                                               

კანონნი წმინდათა მოციქულთანი

კანონნი წმინდათა მოციქულთანი - ქრისტეს მოციქულთა მოღვაწეობის დროს, ზეპირსიტყვიერად გავრცელებულ სჯულის კანონებზე დაყრდნობით შექმნილი კანონიკური კრებული. შედგებოდა 85 მუხლისაგან.

                                               

კურთხევანი

კურთხევანი - ქართული ლიტურგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა ლოცვათა ან კურთხევათა საშუალებით განწმენდის წესები. კურთხევანის მიხედვით სრულდება ნათვლა, საეკლესიო ქორწინება, მიცვალებულის წესის აგება და სხვა. მისი უძველესი რედაქცია ჩვენ ...

                                               

მარხვანი

მარხვანი - ქრისტიანული საღვთისმსახურო წიგნი, რომელიც შეიცავს საეკლესიო წელიწადის მოძრავი პერიოდის - დიდი მარხვისათვის დაწესებულ საგალობლებს. მარხვანის ის რედაქცია, რომელიც ბერძნულია და, შესაბამისად, ქართულ ღვთისმსახურებაში იყო დამკვიდრებული, უკავ ...

                                               

მოციქულები

მოციქულები - სახარების მიხედვით, იესო ქრისტეს რჩეული 12 მოწაფე, მისი მუდმივი თანამგზავრები, ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტიანულ საზოგადოებათა მეთაურები. მოციქულები იყვნენ: სიმონ-პეტრე, ანდრია პირველწოდებული, იაკობ ზებედესი, იოანე ღვთისმეტყველი, მ ...

                                               

მცირე სვინაქსარი

მცირე სვინაქსარი - XI საუკუნის ქართული ხელნაწერი, საღვთისმსახურო კრებული. გადაწერილია 1030 წელს კონსტანტინეპოლში, ხორას მონასტერში. ხელნაწერის მომგებელია ზაქარია ბანაელი. მცირე სვინასარმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ეკლესიაში ახალი, კონსტანტინე ...

                                               

პარაკლიტონი

პარაკლიტონი - 8 ხმაზე გაწყობილი სადა დღეების საგალობელთა კრებული. ეს საგალობლები ბერძნულიდან ქართულად X საუკუნეში უნდა იყოს თარგმნილი, XI საუკუნის დასაწყისში კი ჩამოყალიბდა პარაკლიტონის კრებულებიც. ცნობილია პარაკლიტონის 2 ძველი რედაქცია: იერუსალი ...

                                               

ჟამნი

ჟამნი - ლიტურგიკული ძეგლი, რომელიც შეიცავს უცვლელ მასალას, დანიშნულს ყოველდღიური საეკლესიო ღვთისმსახურებისათვის სხვადასხვა ჟამს, ანუ საათს. ამის მიხედვით არის ჟამნი შუაღამიანის, ცისკრის, პირველი მზის, მესამე, მეექვსე, სადილის, ცხრა ჟამის, მწუხრის ...

                                               

სჯულისკანონი

სჯულისკანონი - კანონიკური კრებული, ბიზანტიურ-ბერძნული წარმოშობის საკანონმდებლო ძეგლი - ნომოკანონის ქართული რედაქცია, რომელსაც დამატებული ჰქონდა ქართული საეკლესიო სამართლის ნორმებიც. აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიის მესვეურთა მეცადინეობით, უკვე V ...

                                               

ტიპიკონი

ტიპიკონი - ღვთისმსახურების გარკვეული და სავალდებულო წესის შემცველი ლიტურგიკული წიგნი, რომელიც განსაზღვრავს წლის ყოველი დღის ღმრთისმსახურების შემადგენლობას, რიგსა და წესს. აგრეთვე, მასში მითითებულია დღესასწაულები, მარხვები, მსგეფსები მთელი წელიწად ...

                                               

წყარო ცოდნისა

წყარო ცოდნისა – საღვთისმეტყველო მოძღვრების კლასიკური სახელმძღვანელო. წარმოადგენს ტრილოგიას და შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: დიალექტიკა ძვ.ქართულ თარგმანში – ფილოსოფიური თავები 100 ერესის შესახებძვ.ქ. – წვალებათათვის მართლმადიდებლური სარწმუნოების ...

                                               

დროში მოგზაურობა

დროში მოგზაურობა - იდეა დროის ერთი მონაკვეთიდან მეორეში გადაადგილებაზე, აწმყოდან წარსულში ან მომავალში, სივრცის ორ წერტილს შორის მოგზაურობის მსგავსად. ძირითადად ეს ხდება თეორიული გამოგონების, დროის მანქანის მეშვეობით. დროში მოგზაურობის ცნება ფართ ...

                                               

კარი ზაფხულში

კარი ზაფხულში - ამერიკელი მწერლის, რობერტ ჰაინლაინის რომანი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. გამოიცა 1957 წელს, მაგარი ყდით. რომანი სწრაფად მიმდინარე სამეცნიერო ფანტასტიკაა, ძირითადი ფანტასტიკური და რომანტიკული ელემენტებით. 1975-1998 წლებში ჟურნალ ...

                                               

კოსმოსური ოპერა

კოსმოსური ოპერა - სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრი, რომელშიც ყურადღება მეტწილად გამახვილებულია კოსმოსურ საბრძოლო მოქმედებებზე და მელოდრამატულ თავგადასავლებზე. მოქმედების ადგილი ასეთ ნამუშევარში, როგორც წესი, არის ღია კოსმოსი. ორიგინალური ტერმინი S ...

                                               

მაგელანის ღრუბელი (რომანი)

"მაგელანის ღრუბელი" - პოლონელი მწერლის, სამეცნიერო ფანტასტის და ფუტუროლოგი ესეისტის სტანისლავ ლემის 1954-60 წლის რომანი, სადაც აღწერილია ადამიანური ცივილიზაციის მიერ გიგანტური ხომალდის გაგზავნა კოსმოსის კვლევის და შეძლებისდაგვარად, უცხო ცივილიზაც ...

                                               

მარსელი (რომანი)

"მარსელი" - ამერიკელი მწერლის, ენდი უირის პირველი გამოქვეყნებული რომანი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. რომანის ცენტრშია ასტრონავტი მარკ უოტნი, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მარსზე მარტო დატოვეს. გადარჩენისა და დედამიწაზე დაბრუნების მცდ ...

                                               

მარსის ქრონიკები

მარსის ქრონიკები - რეი ბრედბერის 1950 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის მოთხრობების კრებული. წიგნში, დედამიწა გამოუსადეგარი ხდება და კაცობრიობა იძულებული შეიქნება ახალი თავშესაფარის საძიებლად, მარსსა და დედამიწას შორის კი კონფლიქტი ისახება. ნაწილობრივ ...

                                               

რობოტიკის სამი კანონი

რობოტიკის სამი კანონი - სამეცნიერო ფანტასტიკაში აღნიშნავს რობოტის ქცევის წესებს, რომლებიც პირველად ჩამოაყალიბა აიზეკ აზიმოვმა 1942 წელს მოთხრობაში"Runaround". რობოტიკის სამი კანონი ასე ჟღერს: პირველი კანონი: რობოტმა არ შეიძლება ავნოს ადამიანს, ან ...