ⓘ Free online encyclopedia. Did you know? page 125




                                               

შუხუთის ციხე-ქალაქი

შუხუთის ციხე-ქალაქი - V-VI საუკუნეების ციხე-ქალაქი გურიის ტერიტორიაზე, სოფელ შუხუთში. ციხე-ქალაქის არსებობა დასტურდება სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნი მასალით: ადრე ბრინჯაოს ხანის სამუშაო იარაღები, ჩვენი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის პერიოდის ნივთები, მ ...

                                               

ჩხარი

ჩხარი - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ჩხარის ზემოთში, ზღვის დონიდან 280 მეტრზე. სოფელში არის საჯარო სკოლა, საავადმყოფო, აფთიაქი, უთხოვარის კორომი.

                                               

წუნდა

წუნდა - ისტორიული ქალაქი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, მისი უძველესი ცენტრი. მდებარეობდა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე.

                                               

ხორნაბუჯი

ხორნაბუჯი - შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის კამბეჩოვანის ცენტრი. ისტორიულ-არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 2-3 კმ-ზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა ...

                                               

ხუნანი (ქალაქი)

ხუნანი, გარდაბანი, მტვერის-ციხე, თურაბის-ციხე, მტკვრის-ციხე, კუპრიკენტი - ციხე-ქალაქი ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, ხუნანის მხარისა და საერისთავოს ცენტრი.

                                               

ერიდუ

ერიდუ - შუმერული უძველესი ქალაქ-სახელმწიფო სამხრეთ მესოპოტამიაში, რომელიც არსებობდა 5 300 წლის წინ ჩვენს ერამდე. ის იყო პირველთაგანი წარღვნამდელი პერიოდის იმ ხუთ ქალაქს შორის, სადაც მორიგეობის წესით მკვიდრობდა შუმერის მეფობა. მისი მთავარი ღვთაება ...

                                               

ლაგაში

ლაგაში - შუმერული ქალაქი-სახელმწიფო სახრეთ მესოპოტამიაში. ცენტრი მდებარეობდა ახლანდელი ტელოს ადგილას. ლაგაში შედგებოდა უბან- "ქალაქებისაგან". საკუთრივ ლაგაში, გირსუ, ნინა, ურუქუ, ქინუნირი, გუაბა, ქესა და უთუგანათენუ. ლაგაშს არქეოლოგიურად სწავლობდ ...

                                               

ლარსა

ლარსა - ძველი ქალაქ-სახელმწიფო სამხრეთ შუამდინარეთში. დააარსა ამორეველების ერთ-ერთმა ბელადმა ნაპლანუმმა. ლარსის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები მეფე გუნგუნუმის დროს განეკუთვნება. ლარსა პოლიტიკურად გაძლიერდა ძვ. წ. XX საუკუნის მიწურულს. მან დაი ...

                                               

ნიფური

ნიფური წარმოიშვა ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში. წარმოადგენდა შუმერული პანთეონის უმაღლესი ღვთაების, ენლილის საკულტო ადგილს. ენლილის ტაძარ ექურთან "მთის სახლი" არსებობდა საერთო შუმერული უმაღლესი სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულება ედუბა - "ფირფიტე ...

                                               

სიფარი

სიფარი - ძველი ქალაქი შუამდინარეთში, მდინარე ევფრატის მარჯვენა ნაპირზე. მზის ღვთაების შამაშის კულტის ცენტრი. ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულს - ძვ. წ. I ათასწლეულში ბაბილონეთის მსხვილი ვაჭრობა-ხელოსნობის ცენტრი იყო, თვითმმართველობით სარგებლობდა და ...

                                               

უმა

უმა - ძველი შუმერული ქალაქი-სახელმწიფო სამხრეთ შუამდინარეთში. დააარსეს შუმერებმა ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში. ამ ქალაქის მთელი ცნობილი ისტორია ლაგაშთან ბრძოლის ფაქტებია. ქალაქის პირველი ცნობილი ენსი მმართველი იყო ურში, რომელიც ძვ. წ. XVI სა ...

                                               

ური

ური - ჩვ. წ.აღ მდე მე-5 ათასწლეულში სამხრეთ შუამდინარეთის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი შუმერული ქალაქი-სახელმწიფო. ის მდებარეობდა სამხრეთ ბაბილონში, ახლანდელი ტელ-მუქაიარის სამხრეთით, ნასირიის მახლობლად და მდ. ევფრატის დასავლეთ სანაპირო ...

                                               

ურუქი

ურუქი - ძველი შუმერული და მოგვიანებით ბაბილონური ქალაქი. სავარაუდოდ მდებარეობდა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით. ვარაუდობენ, რომ ერაყის სახელწოდება სწორედ ურუქისაგან წარმოიშვა.

                                               

ქიში

ქიში - ერთ-ერთი უძველესი შუმერული ქალაქი-სახელმწიფო სახრეთ მესოპოტამიაში. ქალაქი ქიში დაარსდა ძვ. წ. IV ათასწლეულის დასსრულს. ძვ. წ. XXVIII საუკუნეში შუმერთა პირველი გაერთიანების ცენტრი.

                                               

შურუფაქი

შურუფაკი - შუმერული ქალაქი-სახელმწიფო სახრეთ მესოპოტამიაში. დღეს ამ ადგილს ჰქვია ტელ ფარა. შურუფაქი ასევე ნახსენებია "შუმერის მეფეთა სია‎ში". იხსენიება იმ ხუთ ქალაქს შორის, რომელიც წარღვნამდე არსებობდა.

                                               

რადიონახშირბადული დათარიღება

რადიონახშირბადული დათარიღება, ნახშირბადის დათარიღება ან ნახშირბად 14-ით დათარიღება - მეთოდი, ორგანული მასალის შემცველი ობიექტის ასაკის დასადგენად, ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპის გამოყენებით. მეთოდი შეიმუშავეს 1940-იანი წლების ბოლოს, ჩიკაგოს უნ ...

                                               

დიდი კანიონი

დიდი კანიონი, კოლორადოს დიდი კანიონი - მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი კანიონი. მდებარეობს კოლორადოს პლატოზე, აშშ-ის არიზონის შტატში. კანიონში მდინარე კოლორადო გზას იკვლევს თიხამიწით, ფიქლოვანი კლდეებით და ქვიშით დაფარულ ლანდშაფტში. კანიონის სიგრძე 446 ...

                                               

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი განსაზღვრავს თუ, რომელი ძეგლი შეიტანონ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. კომიტეტი შედგება 21 სახელმწიფოს წარმომადგენელისაგან, რომლებსაც ირჩევენ გენერალური ასამბლეის მონაწილე სახელმწიფოები, ოთხი წლის ვადით. მსოფლ ...

                                               

ბერძნულ-რომაული სამყარო

ბერძნულ-რომაული სამყარო, ასევე ცნობილი როგორც ბერძნულ-რომაული კულტურა - თანამედროვე მეცნიერებისა და მწერლების მიერ დამვკდრებული ტერმინი, რომელიც იმ გეოგრაფიული რეგიონებისა და ქვეყნების ერთობლიობას აღნიშნავს, სადაც კულტურულად და ისტორიულად, პირდაპ ...

                                               

Sapere aude

Sapere aude - ლათინური გამოთქმა, რომელიც ნიშნავს "გაბედე იყო ბრძენი", უფრო ზუსტად კი "გაბედე იცოდე". პირველად გამოიყენა რომაელმა პოეტმა ჰორაციუსმა, თუმცა პოპულარული განმანათლებლობის პერიოდში, გერმანელი ფილოსოფოსის იმანუელ კანტის ესეს - "რა არის გ ...

                                               

განმანათლებლობა

განმანათლებლობა - ფილოსოფიური, საზოგადოებრივი და ლიტერატურული მიმდინარეობა XVIII საუკუნის ევროპაში. განმანათლებლობის ეპოქის ევროპაში ბურჟუაზია იბრძვის პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. საბრძოლო ასპარეზზე გამოსასვლელად ბურჟუაზიას სჭირდებოდა ...

                                               

იმანუელ კანტი

იმანუელ კანტი - გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი აზრები და იდეები დღესაც დიდ გავლენას ახდენს მეტაფიზიკის, ეპისტემო ...

                                               

ჰეიანის პერიოდი

ჰეიანის პერიოდი - ნარას პერიოდის გაგრძელება იაპონიის ისტორიაში და იაპონიის კლასიკური პერიოდის დასასრული. ჰეიანი იაპონურად სიმშვიდეს ნიშნავს. ამ პერიოდში იაპონია განიცდიდა ჩინური კულტურისა და კონფუციანიზმის განსაკუთრებით ძლიერ გავლენას, იპმერატორი ...

                                               

ლუდის პუტჩი

ლუდის პუტჩი - სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა გერმანიაში ჰიტლერისა და გენერალ ლუდენდორფის მეთაურობით 1923 წლის 8-9 ნოემბერს მიუნხენში, ლუდის დარბაზში, პუტჩისტებმა გამოაცხადეს გერმანიის მთავრობის გადაყენება და ხელისუფლების მათ ხელში ...

                                               

პროტესტანტული რეფორმაცია

პროტესტანტული რეფორმაცია - მასიური რელიგიური და პოლიტიკური მოძრაობა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში XVI საუკუნიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე. XV საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, პაპები ფაქტობრივად საერო მმართველებად იქცნენ. მათი ვერცხლისმოყვარე ...

                                               

95 თეზისი

95 თეზისი - მარტინ ლუთერის მიერ ლათინურ ენაზე დაწერილი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის დაწერით იწყება რეფორმაცია და პროტესტანტიზმის ისტორია. 95 თეზისის ძირითადი იდეა და მოტივი იყო ინდულგენციებით ვაჭრობის პრაქტიკისა და რომის პაპის ცოდვების მიტევების ექსკ ...

                                               

კატარინა ფონ ბორა

კატარინა ფონ ბორა - გერმანელი საეკლესიო რეფორმატორის მარტინ ლუთერის მეუღლე. იგი საქსონიური წარმომავლობის თავადების ოჯახიდან იყო. 1525 წელს რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ მიღებული მღვდელთათვის თავშეკავების დისციპლინის დეკრეტის საწინააღმდეგოდ მარტი ...

                                               

ევროპის რელიგიური ომები

ევროპის რელიგიური ომები, ასევე ცნობილი როგორც "რეფორმაციის ორმები" - ცენტრალურ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში პროტესტანტული რეფორმაციის გავრცელების შემდეგ, არსებული დაპირისპირების შედეგად, მომხდარი მთელი რიგი ომების ერთობლიობა.

                                               

ვორმსის ედიქტი

ვორმსის ედიქტი - ედიქტი, რომელის გამოსცა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა კარლ V ჰაბსბურგმა 1521 წლის 25 მაისს, 1521 წლის ვორმსის რაიხსტაგის მუშაობის ბოლოს, რომელმაც მარტინ ლუთერი ერეტიკოსად და დამნაშავედ შერაცხა და აკრძალა მისი ნაშრომების გამოც ...

                                               

ვორმსის რაიხსტაგი

ვორმსის რაიხსტაგი, ვორმსის კრება - საიმპერიო კრება, რომელიც საღვთო რომის იმპერატორმა კარლ V-მ მოიწვია ქალაქ ვორმსში 1521 წლის 28 იანვარს მარტინ ლუთერის მოღვაწეობისა და პროტესტანტული რეფორმაციის შედეგების განსჯის მიზნით. კრება დასრულდა 1521 წლის 2 ...

                                               

ტომას კრომველი

ტომას კრომველი - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე, ჰენრი VIII-ის პირველი მრჩეველი 1532–1540 წლებში. ინგლისის რეფორმაციის მთავარი იდეოლოგი, ანგლიკანიზმის ფუძემდებელი. ტომას კრომველის ახალგაზრდობის შესახებ მცირე ცნობებია დაცული. 1540 წლის 28 ივლისს ინგლ ...

                                               

რეფორმაცია შოტლანდიაში

რეფორმაცია შოტლანდიაში - ეკლესიური განხეთქილება შოტლანდიელ პროტესტანტებსა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის XVI-XVII საუკუნეებში, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ შოტლანდია პროტესტანტულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. პროტესტანტების წინამძღოლები იყნენ ...

                                               

ფრიდრიხ III (საქსონია)

ფრიდრიხ III ბრძენი - ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის კურფიურსტი 1486-1525 წლებში. მის პერიოდში დაიწყო საქსონიაში რეფორმაცია. აქტიურად მფარველობდა მარტინ ლუთერს.

                                               

ცვინგლიანობა

ცვინგლიანობა - პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აღმოცენდა შვეიცარიაში XVI საუკუნეში, რეფორმაციის დროს. რელიგიურ-ეთიკური და სოციალურ-პოლიტიკური მოძღვრება, რომელიც შეიმუშავა ულრიხ ცვინგლიმ. ცვინგლიანობას ბევრი საერთო აქვს ლუთერანობასთა ...

                                               

ჰუსიტური ომები

ჰუსიტური ომები - საომარი მოქმედებები იან ჰუსის მიმდევრებსა და კათოლიკებს შორის 1419-1434 წლებში. ეს იყო პირველი ევროპული ომი, სადაც ფართოდ გამოიყენებოდა ცეცხლსასროლი იარაღი. ჰუსიტურმა არმიამ დიდი ზიანი მიაყენა მასზე მრავალრიცხოვან რაინდების მძიმე ...

                                               

შუა საუკუნეები

ტერმინი "შუა საუკუნეები" სათავეს იღებს ადრეულ ახალ დროში, როდესაც ჰუმანისტმა მეცნიერებმა ისტორიულ ეპოქას ანტიკურობის დასასრულიდან მის აღორძინებამდე "შუა", ასევე "ბნელი საუკუნეები" უწოდეს. ჰუმანისტები მსოფლიო ისტორიას სამ ნაწილად ყოფდნენ: ძველი, შ ...

                                               

კარტოგრაფიის ისტორია

კარტოგრაფიის ისტორია - კარტოგრაფიისა და გეოგრაფიული რუკის შექმნის ხერხების ტექნოლოგიების დროთა განმავლობაში განვითარების ისტორია. რუკა უძველესი დროიდან უმნიშვნელოვანესი გამოგონება იყო, რომელსაც გამოქვაბულებსა და თიხის ფილებზე კვეთავდნენ სხვადასხვ ...

                                               

მაღალი შუა საუკუნეები

მაღალი შუა საუკუნეები - პერიოდი ევროპის ისტორიაში, რომელიც XI - XIV საუკუნეებს მოიცავს. მაღალი შუა საუკუნეების ეპოქამ ჩაანაცვლა ადრეული შუა საუკუნეების ეპოქა და წინ უძღოდა გვიან შუა საუკუნეებს. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ევროპის მოსახლეობის ...

                                               

ბლანკა ინგლისელი

ბლანკა ინგლისელი - ლანკასტერების დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი IV-ისა და მერი დე ბოჰუნის უფროსი ასული. მეფე ჰენრი V-ისა და დედოფალ ფილიპას და. პფალცის კურფიურსტ ლუდვიგ III-ის პირველი ცოლი.

                                               

ბლანკა ლანკასტერელი

ბლანკა ლანკასტერელი - პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომამდგენელი. ლანკასტერის ჰერცოგინია როგორც ჰერცოგ ჰენრი ლანკასტერელის ქალიშვილი. ინგლისის მეფე ჰენრი IV-ის დედა.

                                               

ედუარდ უესტმინსტერელი

ედუარდ უესტმინსტერელი - ლანკასტერელთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი VI-ისა და დედოფალ მარგარიტა ანჟუელის ერთადერთი ვაჟი. უელსის პრინცი 1454 წლიდან გარდაცვალებამდე. დედოფალ ანა ნევილის პირველი ქმარი. დაიღუპა იორკების წინააღმდეგ გამ ...

                                               

მერი დე ბოჰუნი

მერი დე ბოჰუნი - ინგლისელი არისტოკრატი ბოჰუნთა გვარიდან. ინგლისის მეფე ჰენრი IV-ის ცოლი, რომელიც მის გამეფებამდე დაიღუპა. ინგლისის მეფე ჰენრი V-ისა და დანიის დედოფალ ფილიპას დედა.

                                               

ფილიპა ინგლისელი

ფილიპა ინგლისელი - ლანკასტერთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი IV-ისა და მისი პირველი ცოლის, მერი ბოუნის ნაბოლარა შვილი. დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალი 1406-30 წლებში როგორც ერიკ VII-ის მეუღლე. დანიის, ნორვეგიისა და შვედეთი ...

                                               

ფილიპა ლანკასტერი

ფილიპა ლანკასტერი - ლანკასტერთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ედუარდ III-ის ვაჟის, აკვიტანიის ჰერცოგ ჯონ ლანკასტერისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ბლანკა ლანკასტერის უფროსი ქალიშვილი. პორტუგალიის დედოფალი 1387-1415 წლებში როგორც ჟუან I-ის ...

                                               

ჯონ გენტელი

ჯონ გენტელი - პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი და ლანკასტერების დინასტიის დამაარსებელი. ლანკასტერის, ლეიცესტერისა და დერბის ჰერცოგი 1362-1399 წლებში, აკვიტანიის ჰერცოგი 1390-1399 წლებში და კასტილიისა და ლეონის ტახტების მოსარჩელე მეფე 1372-1 ...

                                               

პლანტაგენეტები

პლანტაგენეტები, პლანტაჯენეტები - ანჟუების დინასტია, ინგლისის სამეფო დინასტია 1154-1399 წლებში. დამაარსებელი ჰენრი II პლანტაგენეტი, ანჟუს გრაფი

                                               

ბეატრის ინგლისელი

ბეატრის ინგლისელი - პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი III-ისა და დედოფალ ელეანორ პროვანსელის ქალიშვილი. ბრეტანის ჰერცოგ ჟან II-ის მეუღლე.

                                               

ედმუნდი (ლანკასტერის ერლი)

ედმუნდ ზურგმოხრილი - პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი III-ისა და დედოფალ ელეანორ პროვანსელის ვაჟი. ლანკასტერისა და ლეიცესტერის პირველი ერლი. აქტიურად იყო ჩაბმული ჯვაროსნულ ლაშქრობებში.

                                               

ედუარდ I (ინგლისი)

ედუარდ I პლანტაგენეტი - ინგლისის მეფე 1272-1307 წ.წ. და უელსის მეფე 1283-1307 წწ. პლანტაგენეტების დინასტიის წარმომადგენელი. მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე 1271-1272 წლებში. მან გაილაშქრა ქალაქ აკრაზე, რომელიც 1291 წლამდე უკანასკნელ ჯვაროსნუ ...

                                               

ედუარდ II

ედუარდ II პლანტაგენეტი - ინგლისის და უელსის მეფე, პ;ამნტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. 1307-1327 წლებში.